არქივი

სტეფან გრაპელი (მევიოლინეს ქარში დაკარგული სოლო )

Stéphane
1975 წელს ფრანგი მევიოლინე სტეფან გრაპელი სტუდიაში შეხვდა Pink Floyd-ს .ჯგუფი მაშინ ალბომზე Wish You Were Here მუშაობდა. ფრანგმა მევიოლინემ ჩაწერა რამდენიმე პასაჟი კომპოზიციებისთვის Shine On You Crazy Diamond და Wish You Were Here. სამწუხაროდ, მისი სოლო სიმღერაში არ ისმის ….მის ხმას ქარი ახშობს. სუფთა ვერსია დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა 2010 წელს ნიკ მეისონმა თქვა ,რომ ის აღმოაჩინეს.

სტეფან გრაპელი არის ცნობილი ფრანგი მევიოლინე და კომპოზიტორი. სტეფანი დაიბადა პარიზში 1908 წლის 25 იანვარს. მამა მარკიზი ერნესტო გრაპა წარმოშობით იტალიელი გახლდათ, დედა კი_ ფრანგი.
სტეფანი სამი წლის იყო ,როცა დედამისი კიბოთი გარდაიცვალა. მამა კი მალევე პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს. სტეფანი უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდა,თუმცა მომავალ მევიოლინეს გაუმართლა და ის მოხვდა აისედორა დუნკანის სკოლაში.
პირველი მუსიკალური გაკვეთილები სტეფანმა მამისგან მიიიღო. მან ისწავლა დაკვრა ფორტეპიანოზე და ვიოლინოზე. ის უკრავდა მონმარტრზე და ამით შოულობდა საარსებო ფულს.
1923 წელს სტეფან გრაპელი იწყებს სწავლას პარიზის კონსერვატორიაში და იღებს მედალს სოლფეჯიოს კურსის წარმატებით ჩაბარებისათვის.

მომავალ ვირტუოზზე დიდი გავლენა მოახდინეს კლოდ დებიუსიმ და მორის რაველმა. სტეფანი სწავლის პერიოდში სხვადასხვა კინოთეატრში მუშაობდა ტაპიორად,ასევე უკრავდა საქსაფონზე და აკორდეონზე.
1928 წელს მან პირველად მოუსმინა იტალიური წარმოშობის ამერიკელ მუსიკოსს ჯო ვენუტის ,რომელმაც სტეფანზე წარუშლელი შთაბებეჭდილება მოახდინა.

1934 წლის შემოდგომაზე პარიზში გამოდის ლუი არმსტრონგი . ეს დიდი მოვლენა იყო ფრანგული მოსიკალური საზოგადოებისათვის .
ამ დროს სტეფანმა გაიცნო ბოშური წარმოშობის გიტარისტი ჯანგო რეინჰარტი. მათ დაარსეს ჯაზური კვინტეტი Quintette du Hot Club de France და მალე წარმოუდგენელ პოპულარობას მიაღწიეს.
მათმა კომპოზიციებმა ,როგორიცაა : Djangology”, “Swing Guitars”, “Minor Swing”, “Nuages”, “Daphne”, “Tears” წარუშლელი კვალი დატოვეს ჯაზის ისტორიაში.

ომის წლებში სტეფანი ხელმძღვანელობდა ინგლისურ ორკესტრს. მისთვის ეს წლები მძიმე აღმოჩნდა; მან დაკარგა მამა ,ბევრი ნათესავი და ქალი ,რომელიც უყვარდა.
ომის დასრულების შემდეგ ის დაბრუნდა პარიზში და ისევ სცადა ჯანგო რეინჰარტთან თანამშრომლობა, თუმცა მათმა შემექმედებამ ომამდელი მაგია დაკარგა…
ამ დროს მსოფლიოში დაიწყო როკ-ნ-როლის ხანა. ხალხმა სტეფანის მუსიკის მიმართ ინტერესი დაკარგა… ის იძულებული იყო სასტუმრო ”ჰილტონში” დაკვრით ეშოვა ფული.

ლეგენდარული მევიოლინე მაინც არ შეურიგდა ბედს და თავისი საინტერესო ინტერპრეტაციები მოარგო ფრანგულ შანსონებს და ამერიკულ სვინგს.
1969 წელს ის ამერიკაში გამოვიდა ნიუპორტის ჯაზ- ფესტივალზე. ამ წლებში სტეფანი უამრავ ცნობილ მუსიკოსთან თანამშრომლობდა.

1975 წელს ფრანგი მევიოლინე სტეფან გრაპელი სტუდიაში შეხვდა Pink Floyd-ს .ჯგუფი მაშინ ალბომზე Wish You Were Here მუშაობდა. ფრანგმა მევიოლინემ ჩაწერა რამდენიმე პასაჟი კომპოზიციებისთვის Shine On You Crazy Diamond და Wish You Were Here. სამწუხაროდ, მისი სოლო სიმღერაში არ ისმის ….მის ხმას ქარი ახშობს. სუფთა ვერსია დაკარგულად ითვლებოდა, თუმცა 2010 წელს ნიკ მეისონმა თქვა ,რომ ის აღმოაჩინეს.

სიცოცხლის ბოლო წლებში გრაპელი მუშაობდა ახალგაზრდა მუსიკოს მიშელ პეტრუჩისთან . 80 წლის ასაკში მან გამართა კონცერტების სერია მევიოლინე ჯულიან ლოიდ ვებერთან.
სტეფან გრაპელის მუსიკა ჟღერს 25 ფილმში. სიკვდიულამდე რამდნიმე ხნით ადრე გამოიცა მისი კომპაკტ დისკი :Celebrating Grappelli.
მევიოლინე ,რომელიც სიცოცხლეში იქცა ჯაზის ცოცხალ ლეგენდად დაკრძალულია პარიზის პერ – ლაშეზზე.

წყარო : http://hehnews.wordpress.com/

Back to top button