გამოგონებასაკითხავისასარგებლო

Google+

6bb26788cd79

Google+ არის სოციალური ქსელი რომელიც გაშვებული იქნა კომპანია Google ს მიერ 2011 წლის 28 ივნისს, რომელიც ამჟამად არის ტესტირების რეჟიმში. ჯერჯერობით დარეგისტრირება ხდება მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული მოწვევით რომელიც იმეილზე იგზავნება, რის შემდეგაც შესაძლებელი ხდება იუზერის დარეგისტრირება. მოწვევას გზავნის ხალხი რომელიც უკვე დარეგისტრირებულია Google+ ზე. Google+ ზე ასაკობრივი შეზღუდაა, მხოლოდ 18 (და მეტი) წლის მომხმარებელს შეუძლია სისტემაში რეგისტრაცია.

Google+ წარმოგვიდგენს ახალ ფუნქციებს: Circles, Hangouts, Sparks, და Huddles. Google+ არის როგორც ვებ საიტი, ასევე დესკტოპის აპლიკაცია. Google+ უკვე ხელმისაწვდომია სმარტფონებისათვის, მხოლოდ და მხოლოდ Android და iOS ოპერაციული სისტემებისათვის. რამოდენიმე წყარო, მაგალითად The New York Times აცხადებს რომ Google+ არის კომპანია Google ს ყველაზე დიდი მცდელობა რომ წინააღმდეგობა გაუწიოს სოციალურ ქსელ Facebook ს, რომელსაც 2011 წლის მიხედვით 750 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს.

14 ივლისს კომპანია Google მ განაცხადა რომ Google+ მა მიაღწია 10 მილიონ მომხარებელს სულ რაღაც 2 კვირაში, დღიდან როდესაც გაშვებული იქნა. 4 კვირის შემდეგ მაჩვენებელი გაიზარდა 25 მილიონამდე. ასევე, Google+ Apple ს App Store ში იყო ყველაზე პოპულარული უფასო აპლიკაცია.

Circles – მომხმარებელს საშუალებას აძლევს რომ ორგანიზება გაუკეთოს თავის კონტაქტებს (მეგობრებს) ჯგუფებში, იგივე წრეებში. (მაგალითად შექმენი წრე “ახლობლები”. ამის შემდეგ შეგიძლია შენი ნებისმიერი ახლობელი (ვისაც თვლი ახლობლად) ჩააგდო ამ წრეში))

9f7bc67a2ce0

Hangouts – არის ადგილი სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან ვიდეო ჩატი და ილაპარაკონ. (მაქსიმუმ 10 კაცი) (ასწორებს არა?)

Huddle – არის ფუნქცია რომელიც ხელმისაწვდომია ოპერაციულ სისტემა Android , iPhone და SMS სერვისებზე რომლებიც მომხმარებელს აძლევს კომუნიკაციის (მესიჯების მიწერის) საშუალებას მის კონტაქტებთან (Circles).

Sparks – არის იგივე Google Search , რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას რომ მოახდინოს იდენტიფიცირება ტოპიკების რომლებშიც სხვები შეიძლება იყვნენ დაინტერესებულნი.

Games (Social Gaming) – არის Google+ ის უახლესი სექცია, (ის იყო დამატებული 11 აგვისტოს) რომელშიც ამჟამად 16 თამაში შედის. (მათ შორის Angry Birds).

Google+ ს აქვს ღილაკი +1. (იგივე Facebook ის “Like” ღილაკი) და ასევე ათასი მრავალი ფუნქცია.

და ბოლოს..

თუ ვინმეს მოეწონა Google+ და დარეგისტრირება უნდა, დაწერეთ თქვენი იმეილი კომენტარებში და შეძლების დაგვარად გამოგიგზავნით :) (სასურველია თუ gmail.com ზე გექნებათ იმეილი.) გახსოვდეთ რომ მოწვევების რაოდენობა შეზღდულია, თითოეულ მომხმარებელს აქვს 150 მოწვევის უფლება ასე რომ იჩქარეთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close