სასარგებლო

ქეისების მოდინგი

a0qvl

ბოლო დროს უსაქმურობამ შემომიტია და გადავწყვიტე ჩემთვის სახლში რაღაც გამეკეთებინა, ვიფიქრე და გადავწყვიტე ქეისის მოდინგი გამეკეთებინა, ანუ ჩემი ძველი ქეისი რამენაირად შემელამაზებინა და უფრო თანამედროვე გამეხადა, გადავწყვიტე პოსტი დამეწერა და გასწავლოთ ქეისების მოდინგი, იქნებ თქვენც ებრძოლოთ უსაქმურობას

პირველი რაც ყველაზე ძალიან დაგჭირდებათ ეს არის ბორმანქანა, წესიერ ბორმანქანას შეიძენთ 150 ლარად ,უბრალოს კი 60 ლარიდან 80 ლარამდე, შეძენისას აუცილებლად შეამოწმეთ კომპლექტი, უნდა მოყვებოდეს პასტა (მე ესე ვეძახი იმიტომ რომ მარტლა მაგის მაგივრობას მიწევს), ბორმანქანებში საუკეთესო ფირმა არის დრემელი, ბოში ამ მხრივ ისეთი ძლიერი ვერ არის

ეს ბორმანქანა თავისი კომპლექტით რომელიც უნდა მოყვებოდეს

z90on

და ეს პასტა რომელიც კომპლექტში აუცილებლად უნდა იყოს, უამისოდ გაგიჭირდებათ მოდინგი

i28t4

ბორმანქანაზე ალაბთ ყველაფერი გასაგებია, ეხლა გადავიდეთ მეორე მთავარ დეტალზე რომელსაც ორგმინა ეწოდება.. ორგმინა შეგიძლიათ შეიძინოთ კვადრატული მეტრი 45 ლარად (გამჭირვალე), რაც საკმარისია 3-4 ქეისის გასაკეთებლად, ორგმინა დაგჭირდებათ იმისთვის რომ გვერდი გამჭირვალე გახადოთ, ორგმინა 3-4 მილიმეტრიანი აიღეთ, უფრო სქელი ან თხელი უაზრობაა

ეს ორგმინა

8uyq3

ეს კი უკვე ამოჭრილი ქეისები

c3lye

b14jd

ვისაც უფრო მრავალფეროვნება მოსწონს შეუძლია ორგმინაზე გრავიტირება მოახდინოს, ამაზე კი უფრო ქვევით ვილაპარაკებ.. ეხლა დროა გადავიდეთ გვერდის ამოჭრაზე..

ბორმანქანაზე უნდა დავამაგროთ რკინის საჭრელი პირი, ქეისის გვერდზე კი დავაკრათ რამე წებოვანი ქაღალდი, ამ ქაღალდზე დახაზეთ სასურველი ზომა და შემდეგ ამ ხაზს ნელნელა მიყევით ბორმანქანით.. დამიხასოვრეთ რომ გვერდის გარეთა მხარდან უნდა ამოჭრათ და არა შიგნითა მხრდან.. როცა ყველაფერს მორჩებით გაქლიბეთ მჭრელი პირები და როცა მორჩებით აიღეთ გამოჭრილი ადგილის ზომები, ჩაიწერეთ სადმე, სიგრძე-სიგანის ზომებს მიამატეთ 5 სანტიმეტრი და ამოჭერით მაგ ზომის ორგმინა, (მაგ. თუ ამოჭრილი გვერდის სიგრძეა 30 სმ და სიგანე 35 სმ, ორგმინის სიგრძე უნდა ამოჭრათ 35 სმ და სიგანე 40 სმ) ორგმინა უნდა ამოიჭრას ეგრეთ წოდებული “ლობზიკით”.. როცა დაასრულებთ ორგმინის ამოჭრას მოხსენით დამცავი ცელოფანი ორივე მხრიდან და მიაკარით ქეისს შიგნითა მხრიდან, დააწებეთ სილიკონით (მე სილიკონს ვიყენებ და არის სხვა საშუალებებიც). აცალეთ 1 დღე და მეორე დილას უკვე მყარად იქნება მიწებებული..
ეხლა მოვიდა გრავიტირების ჯერიც, თუ ხატვა გეხერხებათ მაშინ თავისუფლათ შეგიძლიათ გრავირება გააკეთოთ, სწორედ აქ დაგჭირდებათ ბორმანქანის პასტა..

ეს არის გრავირებული ორგმინა

qburv

8zmaa

გრავირება მაშინ არის კარგი როცა მას შუქი ხვდება, როგორც ზემოთა პირველ სურათზე ჩანს

სანამ გვერდს მივადებთ და დავასრულებთ ქეისის უბრალო მოდინგს შევღებოთ ჩვენი ქეისი, ალბათ დამეთანხმებით რომ ქეისი შიგნიდან შავი ძალიან ლამაზია, ვიყიდოთ უბრალო პულივიზატორი და ბურღზე დასამაგრი რკინის საწმენდი ჩოთქი, ამით უფრო მალე მოვხსნით ძველ საღებავს ვიდრე “შკურკით”, ასევე ხარისხიანათ რომ შევღებოთ ჩვენი ქეისი გვჭირდება მისი თავიდან ბოლომდე დაშლა, აწყობაში კი აუცილებლად მოქლონები დაგვჭირდება

ეს არის მოქლონების დასაყენებელი ხელსაწყო, დაახლოებით 15 ლარი ღირს

o8r9u

ესეც მოქლონი, 100 ცალი 3-5 ლარი დაგიჯდებათ

hlwvt

კარგი იქნება თუ 2 ფენა საღებავს გადაუსვამთ, რადგან ნიტრო საღებავი ისე ხარისხიანად ვერ ღებავს როგორც პულივიზატორი

18m1y

თან თუ შეიძენთ პულივიზატორს კომპრესორიც დაგჭირდებათ, ეს კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ 5-10 ლარიანი პულივიზატორი ერთი საქმისთვის საკმარისია

როცა ქეისს შეღებავთ და მოქლონებით თავიდან ააწყობთ უკვე შეგეძლებათ ქეისში დააყენოთ ლედ განათება, ან ყველაზე ეფექტურია რომ ნეონების განათება ჩააყენოთ, ეს კი გრავიტირებულ ორგმინას ძალიან მაგარ ეფექტს მისცემს, შემდეგ კაბელები წესიერად დაალეგეთ და მორჩება ამით ყველაფერი

საღბავთან კიდე ერთ რჩევას მოგცემთ, ნიტრო საღებავი მალე შრება და ამაზე ეს არ დაგჭირდებათ მაგრამ სხვა საღებავზე როემლსაც მთელი დღე სჭირდება გაშრობა შეგიძლაით ულტრა იისფერი სხივები გამოიყენოთ რომელიც გაშრობას დააჩქარებს

პ.ს იმედია ეს პოსტი რამეში გამოგადგათ, უსაქმურობას ოდნავ მაინც დაძლევთ, თუ რამე კითხვა გექნებათ მომწერეთ ფეისბუქზე, ასევე თუ დაინეტერესებულნი ხართ ვაკეთებ ქეისების მოდინგს, ამაზეც ფეისბუქში მომწერეთ, ბლოგერებს ფასებს დაგიკლებთ და პლიუს რამოდენიმე სურპრიზსაც შემოგთავაზებთ

ეს არის ჩემ მიერ გრავიტირებული ორგმინა

2w0tw

Luka Japaridze | Create Your Badge
100001108967378.1923.875278685

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close