გასართობისაკითხავი

პენისის ზომით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ქართველი მამაკაცები ლიდერობენ

34a4e3c5e773
პენისების სიგრძის რუკა, რომელიც ავსტრალიის ჯანმრთელობის ნაციონალური სააგენტოს თანამშრომლებმა მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მამრების მამაკაცური ღირესების სიგრძეს ეხებოდა, ნამდვილი სენსაცია გახდა.

4b8beba8aba0

სააგენტო “MIGnews.com”- ის ინფორმაციით, ამ საინტერესო რეიტინგში პირველ ადგილს კონგოს მაცხოვრებლები იკავებენ – კონგოელი მამაკაცების სასქესო ორგანოს სიგრძე საშუალოდ 17,93 სმ-ს შეადგენს. მეორე ადგილზე ეკვადორელები არიან, რომელთა მამაკაცური ღირსების საშუალო სიგრძე 17,7 სმ-ს შეადგენს. მესამე ადგილი განას მაცხოვრებლებს უკავიათ – 17,3 სმ-ით. მეოთხე და მეხუთე ადგილებს ურთიერთშორის კოლუმბიელი და ვენესუელელი მამაკაცები ინაწილებენ – 17,03 სმ-ით.

მეექსე ადგილზე ლიბანელი მამაკაცები არიან, უნივერსიტეტის მონაცემებით, ლიბანელი მამაკაცის პენისის საშუალო სიგრძე 16,8 სმ-ია. მე-12 ადგილზე იამაიკაა, მე-15 ზე ბრაზილია.
ევროპელ მამაკაცთა შორის უნგრელები ლიდერობენ – 16,1 სმ-ით – ისინი მსოფლიო რეიტინგის მეათე ადგილზე არიან. მათ მოსდევენ ფრანგები – 16 სმ-ით (ისინი მე-17 ადგილზე არიან). ჩეხ მამაკაცებს 22-ე ადგილი უჭირავთ – 15,89 სმ-ით. მათ მოსდევენ ჰოლანდიელები 15, 87 (27-ე ადგილი) და იტალიელები 15,74 (31-ე ადგილი). რეიტინგს სერიოზულად ჩამორჩებიან გერმანელები – 14,48 სმ-ით.

მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში მამაკაცური ღირსების ზომით ქართველი მამაკაცები ლიდერობენ – 15,61 სმ-ით, მათ მოსდევენ ბელორუსები – 14,63 სმ-ით. უკრაინელი მამაკაცების სასქესო ორგანოს საშუალო სიგრძე 13,97 სმ-ია, ესტონელების 13,78, აზერბაიჯანელების 13,72, სომხების 13,22, რუსებს კი 13,21 სმ. მართალია ამერიკელებს ამაზე უფრო პატარა აქვთ 12, 9 .

ებრაელებისათვის არასასიამოვნო აღმოჩენად იქცა ის, რომ ღაზას სექტორის მაცხოვრბლებს მათზე დიდი აქვთ. ღაზაში საშუალო სიგრზე 15,6 სმ-ია ისრაელში კი 14,38 სმ-ი. ირანელი მამაკაცების ღირსება – 14,55 სმ-ია.

რეიტინგის ბოლოში აზიელი მამაკაცები არიან. სიის ბოლოში კორეელი მამაკაცებია – 9,66 სმ-ით. კამბოჯელებს ცოტა უფრო დიდი აქვთ – 10.04 სმ-ი. სიგრძესთან დაკავშირებით ასევე მაინცდამაინც არ გაუმართლათ იაპონელებს 10,92 სმ-ი, ფილიპინელებს 10, 85 სმ-ი, ჩინელებს – 10,89 სმ-ი და ტაილანდელებს – 10,16 სმ-ით.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button
Close
Close