გასართობი

აი, როგორ ხდება google-ს საიტზე oo-ს გაქრობა

bdc8cd797d3b
ალბათ ყველას გინახავთ რომელიმე ვიდეოპორტალზე  ფოკუსი,  სადაც ,,ფოკუსნიკი” google-ს საძიებო საიტზე ხელს აფარებს (ან ჩვარს უსვამს) წარწერას google და ამ სიტყვაში oo ქრება.

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცის, როგორ ხდება ეს, მაგრამ  დარწმუნებული ვარ, ბევრს არ ეცოდინება. მოკლედ, საინტერესოდ მივიჩნიე და გადავწყვიტე დამედო ახსნა.

სინამდვილეში რა ხდება: სინამდვილეში ეს საიტი არ არის google-ს საძიებო სისტემა.  ეს არის საიტი,  რომელიც სპეციალურადაა შექმნილი ხალხის ,,გასაოცებლად” და ვიზუალურად ძალიან ჰგავს google-ს საიტს.  თუ დააკვირდებით მისამართის ზოლს, მიხვდებით, რომ ეს ასეა.

მაგრამ, როგორც წესი, მისამართის ზოლს არავინ უყურებს, რადგან საიტი ძალიან

ჰგავს google-ს. ამ საიტზე მაუსით თუ დავაწკაპუნებთ, oo თავისით ქრება. ხელმეორედ დაწკაპუნების შემთხვევაში კი oo კვლავ გამოჩნდება. მესამედ თუ დააწკაპუნებთ, საიტი გადამისამართდება ნამდვილ google.com-ზე. სულ ეს არის ამ ფოკუსის საიდუმლო. აი საიტი და თვითონ შეაფასეთ:   google

მსგავსი ამბები

Back to top button