არქივი

სულის მკურნალი ხელოვნება

2b0f5b781929
ხელოვნებასთან სიახლოვე და ამ დარგში საკუთარი,თუნდაც მოკრძალებული შესაძლებლობების რეალიზაცია ფსიქიკის ერთ-ერთი საუკეთესო მკურნალია…

უფალმა ადამიანი ხატად თვისა შექმნა და შემოქმედებითი უნარიც მიანიჭა.თითოეულ ჩვენგანში ეს უნარი დაბადებიდანვე დევს.ზოგი ავლენს ამას,ზოგს კი გარემოებანი საშუალებას არ აძლევენ,პოტენციური ნიჭი განივითაროს…შესაძლოა,თქვენ არარეალიზებული გენიალური მწერალი ან მხატვარი ბრძანდებით,უბრალოდ,ოჯახური შტამპის გამო იურისტის ან მასწავლებლის პროფესიას დასჯერდით.ალბათ ასეა: ყოველი ადამიანი ესთეტი და შემოქმედია,ამიტომ ხელოვნების საშუალებით თვითგამოხატვა დადებით შედეგს იძლევა.
417dfa1fbd00
ნახატის,ნაქარგისა თუ ლიტერატურული შედევრის შექმნისას,ადამიანი მხოლოდ საკუთარ ქვეცნობიერს კი არ გადმოგვცემს,არამედ მთელი უარყიფითი ენერგია,შინაგანი მღელვარება,გრძნობები გარეთ გამოაქვს და თავისუფლდება.ამას თერაპია ეწოდება.
6d5ebe511ddb
არტთერაპიის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ხატვა,ძერწვა,ხეზე კვეთა,ქარგვა,ქსოვა,ცეკვა და ქვის დამუშავებაა.
არტთერაპიის საშუალებით:

1. ადამიანი შემოქმედებით უნარს ავლენს,ქმნის ნამუშევარს,რომლის საშუალებითაც ფიზიკურადაც და ემოციურადაც იხარჯება.
2.ცუდზე ფიქრისთვის აღარც დრო,აღარც ენერგია აღარ რჩება.
3.საკუთარი ნამუშევრით უზომოდ დიდ კმაყოფილებას იღებს.
4.უვითარდება ასოციაციურ-ხატოვანი აზროვნება,რაც,სავარაუდოდ,ყოველდღიურ ყოფაში უნდა გამოადგეს,ანუ იძენს უნარს,რომელიც ეხმარება,შემოქმედებითად მიუდგეს ცხოვრებას და პრობლემები უფრო მსუბუქად აღიქვას.

მუსიკალური არტთერაპია ერთ-ერთი უძლიერესი იარაღია დეპრესიის საწინააღმდეგოდ.ემოციურ მდგომარეობას სასიამოვნო მელოდიის მოსმენაც აუმჯობესებს,მაგრამ უკეთესი ეფექტის მიღება შეგიძლიათ,როდესაც თავად იმღერებთ.მეცნიერულად დადასტურებულია,რომ სიმღერის პროცესში 15-20 წუთში იმავე შედეგს იღებთ,რასაც ერთსაათიანი სპორტული სიარულის შემდეგ.
e69c9e63be2d
მაკიაჟური არტთერაპია ქალბატონებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია:დაბრძანდით სარკესთან,მოიმარაგეთ სრულყოფილი მაკიაჟისთვის აუცილებელი ყველა კოსმეტიკური საშუალება,რაც კი სახლში მოგეპოვებათ და დაიწყეთ ხატვა.ეს მეთოდი BodyPaint-ის ელემენტებს მოიცავს და სახვითი ხელოვნების არტთერაპიულ საშუალებად ითვლება.შექმენით სხვადასხვა ხასიათი:მკაცრი,საქმიანი,მოწყენილი..თანდათან დადებითი ემოციით დატვირთულზე გადადით.ამ დროს მთავარი ის გახლავთ,რომ საკუთარ განწყობას თავადვე ქმნით.
df14714b100b
კერვა თუ გეხერხებათ,გაიმრავალფეროვნეთ გარდერობი ან სულაც თოჯინები შეკერეთ.შექმენით რაღაც ახალი და ლამაზი..
შემოქმედებითი ნამუშევარი ახალი გზების ძიებაში დაგეხმარებათ,გამოცდილებას გაძლევთ…სულერთია,რა მასალას გამოიყენებთ ამისთვის-რკინას,მანქანის საბურავს თუ სამთავრობო რეზიდენციის კედელს…არტთერაპიის სეანსი თქვენს ქვეცნობიერზე გაცილებით მეტის მთქმელია და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაც შეუძლია.

ჟურნალი ”ავერსი”

მსგავსი ამბები

Back to top button