ლაშქრობებისაკითხავისასარგებლო

სირცხვილი

პუბლილიოს სირიუსი:-სირცხვილის შესწავლა არ შეიძლება, კაცი მასთან ერთად უნდა დაიბადოს…

სირცხვილი – მტანჯველი, ზნეობრივ-ფსიქოლოგიური განცდა რომელსაც საფუძვლად უდევს დანაშაულის განცდა ჩადენილი საქციელის გამო და შიში შესაძლო (წარმოსახვითი თუ რეალურ) არასასურველი შედეგებისა, რომლებმაც ეს განცდა შესაძლოა მომავალშიც დაბადოს.

სირცხვილის რელიგიური გააზრება “ძველ აღთქმაში” , შესაქმეთა წიგნში, სირცხვილის თემა გადაჯაჭვულია სამ თემასთან – ადამიანურ სიშიშვლესთან, ადამიანის თვითნებობასთან და მასში თვითშეგნებასთან. სიშიშვლე თავის თავში თითქოს არაფერ სამარცხვინოს არ შეიცავს. მაგრამ როცა ჩვენმა წინაპარმა ღვთის ცნება დაარღვიეს და აკრძალული ხილის გემო შეიცნო, ამ მისტერიით,, მაშინ ყველაფერი შეიცვალა. ერთდროს უვნებელნი გახდნენ ვნებულნი, შეიძინეს სირცხვილის გრძნობა, შიში – რომელიც არ აწუხებდათ დაახლოებით ისე, როგორც ბავშვებს არ ეშინიათ მშობლების სახლში დაბრკოლებების; ამიტომაც მამაღმერთის განრისხების შიშით ადამმა და ევამ გადაწყვიტეს დამალულიყვნენ. ურჩობისთვის კი საძღაური გახდა უარყოფითი ემოციების გამა – სახელად სირცხვილი და მისი ნეგატიურობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს საკუთარ თავში ამაღლებას კი არა, დაცემას უწყობს ხელს, თუ მას არ განაგდებ.

ახალ აღთქმაში იკვეთება სირცხვილის, როგორც რელიგიური-ესთეტიკურ ფენომენის გააზრების ახალი სახე. იგი დაკავშირებულია ჯვარცმის დამსწრე ხალხის მიერ, მისტერიის ვერაღქმასთან და ვერშეცნობასთან და “დამცირებული” და “სამარცხვინოდ დასჯილი” იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების რწმენასთან. სირცხვილი აქ განიხილება, როგორც ცრუ გრძნობა, როგორც ადამიანის სულის მიუტევებელი სისუსტე უდიდესი ჭეშმარიტების – ღვთის წინაშე. იესო ამბობს: “რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც ამ მემრუშე და ცოდვილ მოდგმაში ძეც კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა მამის თავისი დიდებითა და რწმენითა ანგელოზთა თანხლებით” (მარკ. 8,38). ამ შემთხვევაში სირცხვილი უღირსი საქციელის საზღაური არ არის. იგი ადამიანის არასრულფასოვნებას ავლენს, ანუ ადამიანი, რომელიც სირცხვილის განცდის, სულიერების იმდენად დაბალ საფეხურზე მდებარეობს, რომ არ არის ქრისტეს წყალობის ღირსი.

სირცხვილის რაობის განსაზღვრებაში ახალი დროის ფილოსოფიას შეაქვს დამატებითი აზრობრივი შტრიხები. მაგალითად კანტი, სირცხვილს განმარტავდა, როგორც განსაკუთრებულ განცდას, რომელიც გამოხატავს ადამიანის წუხილს გარშემომყოფებზე მოხდენილი შთაბეჭდილების გამო. იგი მიუთითებს სირცხვილის ორ განსხვავებულ ხანგძლივობის მქონე ფორმაზე – ხანგძლივი ვნება – მწუხარება და ხანმოკლე – მოულოდნელი, ფეთქების მსგავსი აფექტი.

ვლ. სოლოვიოვისათვის სირცხვილის განცდა ადამიანის არსებაში არის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება, მისი ზნეობის საფუძველი. იგი განსაზღვრავს ადამიანს ცხოველისაგან, რომელსაც ეს თვისება საერთოდ არ გააჩნია. ამ ფსიქოლოგიურ ფენომენს აქვს მკვეთრად გამოხატული ძნეობრივ-ეთიკური შინაარსი. იგი ყოველთვის მიუთითებს ადამიანის სოციალური ზემოქმედების იმ არასასურველ ფორმებზე, რომლებიც უმჯობესია უგუვებელვყოთ საკუთარ ქცევებსა და გარემოცვაში. იმავდროულად, სირცხვილის წყალობით, რომელსაც გარკვეული ბუნებრივი ლტოლვები და ორგანიზმის ჩვეულებრივი ფუნქციები იწვევს, ადამიანი საკუთარ თავს შეიმეცნებს არა მხოლოდ ცოცხალ არსებას, არამედ უფრო ღირებულსა და ამაღლებულს. ფსიქოლოგიური განცდები, რომელსაც სირცხვილი ჰქვია, ავლებს მკვეთრ საზღვარს ადამიანსა და მას შორის, რისიც ადამიანს რცხვენია და რომლის განუყოფელ მეუფეობაშიც ის არ უნდა იმყოფებოდეს.

სირცხვილის ფსიქოლოგიური მედელი. ზ.ფროიდის თანახმად, სირცხვილს აქვს მხოლოდ სოციოგენური ბუნება და ადამიანში მხოლოდ მაშინ აღიძვრება, როცა ეს უკანასკნელი გრძნობს რეალურ საფრთხეს, რომ შესაძლოა დაცინვის საგანი გახდეს. ფროიდიზმში არსებობს სხვა ინტერპრეტაციაც, რომელსაც აუტოგენური (თვითშთაგონება), ინტროვერტული (მარტოსული) ხასიათი აქვს, როცა სირცხვილი განიხილება რეაქცია ზე “მე”-სი, მასზედ, რომ პიროვნებამ ვერ შეძლო ამაღლება საკუთარ სოციალურ ქცევაში იმ იდეალამდე, რომლებიც თავის თავს დაუსახა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close