საკითხავისასარგებლო

ჯონ ნეში, ბრწყინვალე გონება სიგიჟის წინააღმდეგ!

146566204c35

ამ პოსტში მე მინდა მოგიყვეთ თანამედროვეობის უდიდესი მათემატიკოსისა და ეკონომისტის, პრისტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯონ ნეშის გამორჩეული ცხოვრების შესახებ.

ვისაც ოდესმე ეკონომიკასთან შეხება ჰქონია, შეუძლებელია არ გაეგოს ,,თამაშთა თეორიის” შესახებ, სადაც უმთავრესი დასაყრდენი ,,ნეშის წონასწორობაა.” დარწმუნებული ვარ, ბევრს, ამ თეორიის ავტორი უკვე ისტორიის შემადგენელი ნაწილი ჰგონია. მეც ასე ვფიქრობდი, სანამ ძალიან საინტერესო ფილმს ,,ბრწყინვალე გონებას” (A Beautiful Mind) არ ვნახავდი.

a64b7619ddf7

ჯონ ნეში დაიბადა 1928 წლის 13 ივნისს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბლუფილდში, რომელიც დასავლეთ ვირჯინიაში მდებარეობს. მამა იყო ელექტროინჟინერი, ხოლო დედა გათხოვებამდე სკოლაში მუშაობდა. ჯონს ოჯახური სითბო არ აკლდა, შეიძლება სწორედ ამანაც შეუწყო ხელი მის არაჩვეულებრივ გონებრივ განვითარებას. მშობლებს სურდათ, რომ მათ შვილს კარგი განათლება მიეღო, სწორედ ამიტომ მამამ ძალ-ღონე არ დაიშურა და  სამეცნიერო სკოლაში მიიყვანა სასწავლებლად. ნეში თავიდანვე გამოირჩეოდა თანატოლებს შორის, რადგან გართობისა და დასვენებისთვის განკუთვნილ დროს იგი თავის გამოკვლევებს ახმარდა.  მალე მან ერთ-ერთ ყველაზე  პრესტიჟული,  ,,ვესტინგჰაუსის” სტიპენდია მოიპოვა და სასწავლებლად კარნეგის სამეცნიერო ინსტიტუტში გადავიდა.  ჯონს მხოლოდ 3 წელიწადი დასჭირდა ინსტიტუტის დასამთავრებლად. მისმა პროფესორმა რ. დუფინმა, ნეშის  რეკომენდაციაში დაწერა: ,,ეს ადამიანი უბრალოდ გენიოსია”.

722270313827

კარნეგის ინსტიტუტიდან იგი ჩაირიცხა ჰარვარდში, თუმცა პრისტონის უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელმა სოლომონ ლეფშეცმა ნეში დაარწმუნა, რომ ჰარვარდში მის ნიჭს ისე ვერ დააფასებდნენ, როგორც პრისტონში, ჯონმაც პრისტონის უნივერსიტეტში გადაიტანა საბუთები. ,,კარნეგის ინსტიტუტში მე გავიარე კურსი საერთაშორისო ეკონომიკაში, სწორედ ამ დროს გამიჩნდა მიდრეკილება ეკონომიკისადმი, მსოფლიოში არსებული ეკონომიკური ხასიათის პრობლემების დაძლევისადმი, ” ამბობს ნეში თავის ავტობიოგრაფიაში. უნივერსიტეტში სწავლის დროს ჯონმა გამოიგონა თამაში, სახელად ,,ნეში”, რომელიც სტრატეგიულ და მათემატიკურ აზროვნებას საჭიროებდა. ეს თამაში საკმაოდ პოპულარული გახდა უნივერსიტეტში და ,,უჩვეულო” ჯონმა მეგობრები შეიძინა. მის შესახებ გადაღებულ ფილმში ისე ჩანს, თითქოს ნეშმა თავისი ცნობილი წონასწორობა ერთ ღამეში შექმნა, რათა პროფესორს მისთვის რეკომენდაცია დაეწერა, თუმცა სინამდვილე ისაა, რომ მან ეს თეორია სწორედ პრისტონის უნივერსიტეტში სწავლისას ჩამოაყალიბა, რისთვისაც 1994 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია დაიმსახურა.  სხვათაშორის ნეში თვლიდა, რომ ლექციებზე დასწრება ადამიანის პიროვნულ განვითარებას ხელს უშლიდა და აფერხებდა გონების დამოუკიდებელ მუშაობას, ამის გამო თავად თითქმის არასდროს დადიოდა სემინარებზე, გამოთავისუფლებულ დროს კი თავის კვლევებს ახმარდა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესორები მუდმივად საყვედურობდნენ, გამოცდებს მაინც ბრწყინვალედ აბარებდა.

318de33b1136

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იგი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში გადავიდა. ამ პერიოდში იმდენად ახალგაზრდა იყო, რომ ,,ბავშვ პროფესორს” ეძახდნენ, თუმცა ამ პერიოდში გააკეთა ნეშმა თავისი ცნობილი აღმოჩენები გეომეტრიასა და დიფერენციალური განტოლებების სფეროში. სხვა პროფესორები, რა თქმა უნდა, არ იყვნენ აღფრთოვანებული ახალგაზრდა კოლეგით, თუმცა პატივს სცემდნენ მას და აფასებდნენ ნეშის ნიჭიერებას. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში შეუყვარდა ნეშს თავისი სტუდენტი, ალისია ლარდე, რომელზეც 1957 წელს იქორწინა კიდეც. 1959 წელს წყვილს შვილი ეყოლა.

c4f9d8fb5747

სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ნეშმა უცნაური ქცევა. მეგობრები პირველად მაშინ დაეჭვდნენ, როცა ახალი წლის ღამეს ჯონი ბავშვივით ჩაცმული მივიდა სახლში და მთელი საღამო ცოლის კალთაში გაატარა, თან საკუთარ ცერა თითს წოვდა. მალე მან დაიწყო საეჭვო გაუჩინარებები და კვირების განმავლობაში არ ბრუნდებოდა შინ. აგრეთვე დაიწყო მტკიცება, რომ ყველა ადამიანი, რომელთაც წითელი ჰალსტუხი ეკეთათ, საიდუმლო კომუნისტური ორგანიზაციის წევრები იყვნენ და მის მოკვლას ცდილობდნენ. ჯონი აგზავნიდა წერილებს ამერიკის მთავრობისადმი, სადაც წერდა, რომ კომუნისტებს აშშ-ს სათავეში მოსვლა სურდათ. აგრეთვე ამბობდა, რომ უცხოპლანეტელები უგზავნიდნენ შეტყობინებებს, რომლებიც ჟურნალ New York Times-ში იყო დაშიფრული.
ჯონი გადაიყვანეს მაკლინის კერძო ჰოსპიტალში, სადაც მას დაუდგინეს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი. მცირეხნიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან გამოსულმა ნეშმა გამოიტანა თავისი ხელფასი უნივერსიტეტიდან და გაემგზავრა ევროპაში, სადაც იგი ითხოვდა ლტოლვილის სტატუსს. მისი ცოლი ალისია გაჰყვა მას და ხელისუფლებას საფრანგეთიდან დეპორტაცია გააკეთებინა მისი ქმრისათვის.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯონი დააწვინეს ტრენტონის სახელმწიფო ჰოსპიტალში 1961 წელს, სადაც მან 9 წელიწადი დაჰყო. მკურნალობდნენ ინსულინ-კომა თერაპიით, რომელიც გულისხმობს პაციენტისათვის დიდი რაოდენობით ინსულინის შეყვანას გულისხმობს, რათა იგი კომაში ჩავარდეს. მისი ინსტიტუტის კოლეგები წერდნენ ექიმებს წერილებს და თხოვდნენ, დაეცვათ ნეშის ბრწყინვალე ტვინი განადგურებისაგან. 6 თვის შემდეგ ნეშის ნახვა ოჯახის წევრებში შიშს იწვევდა.
კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ნეშმა მკურნალობა სახლის პირობებში განაგრძო. თუმცა მალე წამლების მიღება ჩუმად შეწყვიტა, რადგან თვლიდა, წამალი რომ გონებრივ მუშაობაში ხელს უშლიდა. მოჩვენებები მალე ისევ განახლდა, ალისიასთვის გიჟი ქმრის გვერდით ცხოვრება ძალიან გაძნელდა, თუმცა ჯონმა მას თხოვა შანსი, რომ თავად შებრძოლებოდა დაავადებას. ალისიამაც დაუთმო ქმარს და ამ დღიდან დაიწყო ბრწყინვალე გონების ბრძოლა შიზოფრენიასთან. ნეშმა შეძლო, ყურადღება არ მიექცია ხმებისათვის, რომლებიც მის თავში მუდმივად ისმოდნენ. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ იგი საზოგადოებას დაბრუნებოდა.

19af0eea34f3

f14f6a89c24a

ამ პერიოდში ნეშის წონასწორობამ თამაშთა თეორიაში მიიქცია მის თანამედროვე მეცნიერთა ყურადღება. თეორიამ გამოყენება ჰპოვა ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაში, გლობალურ ეკონომიკასა და მიკროეკონომიკურ თეორიაში, სწორედ ამიტომ ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა წარედგინა იგი პრემიაზე ეკონომიკის დარგში და 1994 წელს ნეშს მიენიჭა კიდეც ნობელის პრემია. ხალხში საოცარ აღტაცებას იწვევდა ის ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელსაც წლების განმავლობაში შიზოფრენია სჭირდა, შეძლო დაბრუნებოდა ჩვეულებრივ ცხოვრებას და მიეღო ნობელის პრემია.
ჯონ ნეში დღეს პრისტონის უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელია და დიდი პატივისცემას იმსახურებს არა მარტო სტუდენტებისაგან, არამედ სხვა პროფესორებისგანაც. ვინც დაინტერესდით ამ ადამიანით, მას სოციალურ ქსელ Facebook-ზე აქვს გვერდი, სადაც მისი გულშემატკივრები სწერენ წერილებს და ხანდახან პროფესორიც პასუხობს მათ.
b9ef173800bf

0be018edcf0d

http://www.facebook.com/pages/John-Nash/12181963958

 

ეს კი ნეშის შესახებ გადაღებული ფილმი.

http://www.imdb.com/title/tt0268978/

ქართულადაც არსებობს ინტერნეტში, მაგრამ რეკლამად ჩამეთვლება :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close