არქივი

ჩიჰუაჰუა

29b5d0a33977

თითქმის ყველაფერი ჩიჰუაჰუაზე… პოსტი სპეციალურად Nucka-სთვის.

ჩიჰუაჰუა

ჯუჯა ძაღლების ჯგუფში ჩიჯუაჯუა ყველაზე პატარა ზომისაა, მაგრამ ყველაზე პოპულარული. მასში შერწყმულია ჯუჯა ძაღლის მიმზიდველობა და მონადირე, დარაჯი ძაღლის იმგვარი ინსტიქტი, რაც ბევრად უფრო დიდი ზომის ძაღლებს ახასიათებთ.

ისტორია

1898 წელს ეს ძაღლი მექსიკიდან აშშ-ში შეიყვანეს. დღემდე სადავოა, არის თუ არა ეს ის სამხრეთამერიკული ჯიში, რომელიც ინკებისა და აცტეკების მიერ წმინდა ძაღლებისგან წარმოიშვა; კონკისტადორებმა გაავრცელეს თუ ჩინეთიდან გავრცელდა XIX საუკუნეში? ჩიჰუაჰუა ტოლტეკების დროინდელ ჰუეიოცინგოს მონასტრის კედელზეა გამოსახული. მექსიკაში კი არქეოლოგიური გათხრების შედეგად პატარა ძაღლის ნაშთები იპოვეს. ამის პარალელურად არსებობს ჩანაწერები პატარა ძაღლის ჩინური კრესტიდის შესახებ, რომელიც აზიიდან სხვა კონტინენტებზეც გავრცელდა. უფრო სავარაუდოა, რომ ეს ძაღლი მხოლოდ ერთი სახეობისა კი არა, მრავალი სახეობის ძაღლის შთამომავალია. მათგან ზოგი უძველესი ჯიშია, ზოგი კი – თანამედროვე.

აღნაგობა

სხეული: უნდა ჰქონდეს სწორი ზურგი, გამხდარი მხრები და ღრმა (ძალზე ჩამოწეული) მკერდი.

თავი: კოხტა ფორმის, ოდნავ მომრგვალებული, წაგრძელებული თავის ქალა; ნატიფად გამოყვანილი, გამხდარი და ბრტყელი ყბები; დრუნჩი – ვიწრო, დრუნჩის წვერი – ნებისმიერი შეფერილობის.

თვალები: დიდი, მრგვალი და ერთმანეთისგან დაშორებული; ყავისფერი ანცისფერი; ღია ფერის ძაღლის თვალები ღია 
ფერისაა.

ყურები: დიდი, აცქვეტილი ყურები თავთან დაახლ. 45 გრადუსიან კუთხეს ქმნის.

ბალანი: გრძელი და ნაზი, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი; სასურველია, დიდი ნაოჭიანი საყელო ჰქონდეს. გვხვდება ნებისმიერი შეფერილობის ანდა ფერთა კომბინაციებით.

კუდი: საშუალო სიგრძის, აპრეხილი და ზურგს ზემოშ მოხრილი; გრძელი ბეწვით შემოსილი.

კიდურები: უკანა კიდურები – დაკუნთული, წინა კიდურები – სწორი.

თათები: პატარა და ფაქიზი; ფალანგები საკმაოდაა დაშორებული ერთმანეთისგან, მაგრამ გაფარჩხული არ არის.

სხვა…

გრძელბეწვიანი ჩიჰუაჰუა
აცტეკებს არ ჰქონდათ შალი ან ბამბა და ტანსაცმელს ძაღლის ბეწვისგან ამზადებდნენ. შესაძლებელია, მათი ბეწვის წყარო ჩიჰუაჰუას მსგავსი ძაღლი იყო. ჩიჰუაჰუას თანამედროვე გრძელბეწვიანი სახეობა შესაძლოა მოკლებეწვიანი ჩიჰუაჰუას სხვა მინიატურულ ჯიშებთან – პაპილონთან პომერალიენთან და იორშიკ ტერიერთან შეჯვარებით გამოიყვანეს.

მოკლებეწვიანი ჩიჰუაჰუა
ამ სახეობის ძაღლს მოკლე, პრიალა, ხშირი, ნაზი ბალანი აქვს. ის მხოლოდ ამით განსხვავდება გრძელბეწვიანი ჯიშისგან. ეს ორი სახეობა ამჟამად ერთნაირად პოპოლალურია.

ცახცახა ძაღლი
გრძელბეწვიან ჩიჰუაჰუას ისევე აკანკალებს, როგორც მის სწორბეწვიან ნათესავს, მაგრამ სხვა სახეობის ძაღლებზე ადვილად არ ცივდება.

და ბოლოს: ბონუსი (?)

ცოტა არ იყოს… ვითომ წყნარი ძაღლია და… სინამდვილეში !

f3f2467d38be

მარტო ეს არაა… აი ესეცაა:

1e479398136c

რავი მე ვურჩევ შენს მეგობარს ცოტა დაფიქრდეს მაინც რაიცი რა ხდება…

2437617fb5be

044822e02b7e

ოო… მგონი მიხვდით რომ ლეკვი ჩიჰუაჰუა სახლში არ უნდა მოიყვანოთ ხომ?

გაზრდილი მოიყვანეთ:

fc1b7d398875

aa2f46a4ff5f

სულ ეს იყო…

შემდეგი პოსტი იქნება ლაბრადოლურ რეტრივერზე სპეციალურად Cucqira7-სთვის.  რამდენი ხანია,  მთხოვს  ეს  ადამიანი  ლაბრალორზე  დადეო.

კოპირება აკრძალულია!

დაე დასრულებულ იყოს პოსტი რათა ახდეს წინასწარმეტყველება Ucnauri.Com-ისა :mamao:
(დიდი მამაო გამოვედი მეც რა)

მსგავსი ამბები

Back to top button