საკითხავისასარგებლო

სამი მტერი


რა მტრები ჰყავს ადამიანს,მკვეთრად რომ ავიწროებენ ძარღვებს და ამით სიცოცხლეს უმოკლებენ ორგანიზმს?

ფრანგი პიერ დეფურნელი 123 წლის მესამედ დაქორწინდა.სამი შვილი ჰყავდა,დაბადებული სამ სხვადასხვა საუკუნეში: XVII, XVIII, XIX საუკუნეებში.ჯონი და სარა როველები პატარა ქალაქ სტრადოვაში ცხოვრობდნენ,უნგრეთში და ორივე 1925 წელს გარდაიცვალა.კაცი 172 წლის იყო, ქალი 164 წლის. მათ შვილს იმ ხანებში შეუსრულდა 116 წელი. 95 წლის თურქმა ქალმა ფატიმა ედირგერმა 1964 წელს შვა ტყუპი,მისი ქმარი ამ დროს 127 წლის იყო.
ადამიანის ჭეშმარიტ ასაკს განსაზღვრავს არა პასპორტი,არამედ მისი სისხლძარღვების მდგომარეობა.

სისხლძარღვი ორგანიზმში უთვალავია.რომ გავჭიმოთ დედამიწას ორნახევარჯერ შემოსწვდება.ამ სიცოცლის წყაროებითაა დასერილი ჩვენი ორგანიზმი. პირველი მტერი , რომელიც ავიწროებს სისხლძარღვებს-ესაა თამბაქო.

შხამიანობით თამბაქოს ადარებენ წყალბადციანმჟავას.წყალბადციანმჟავის და ნიკოტინის სასიკვდილო დოზები ერთნაირია და უდრის 0.08 გრამს. ნიკოტინის ერთი წვეთი კლავს ცხენს.თუ კაცი ზედიზედ მოსწევს 25 სიგარეტს,15 წუთში სული ამოხდება. საბედნიეროდ, 25 სიგარეტს არავინ ეწევა ერთდროულად. მაგრამ ფარული,ხანგრძლივი მოწამვლა უდავოა.ოდესელმა პათოლოგ-ანატომმა კოზდობამ ცდები ჩაატარა და დაადგინა,რომ სწორ ნაწლავში თამბაქოს კვამლის შეყვანის შემდეგ ბაჭიას სისხლძარღვები დაუვიწროვდა.წლების მანძილზე მწეველებს სისხლძარღვები თანდათანობით უვიწროვდება და ბოლოს ხდება კატასტროფა.
ფიქრობენ,რომ თამბაქო მწეველებს ეხმარება უსიამოვნო განცდების დაძლევაში,ამავე დროს განამტკიცებს მხნეობას,აადვილებს ურთიერთობას და ა.შ როგორც არ უნდა იყოს,თამბაქოთი გატაცება ყველას ძვირად უჯდება.

თანამედროვე მედიცინამ დაამტკიცა,რომ თამბაქოს შხამი არღვევს გულ-სისხლძარღვებისა და ნერვულ სისტემებს.უკლებლივ ყველა მამაკაცს დროთა განმავლობაში უქვეითდება თამბაქოსგან სქესობრივი უნარიანობა,ვითარდება სქესობრივი უძლურობა..მოკლედ რომ მოვჭრათ,მწეველი სისცოცხლეს იმოკლებს,ესაა ნელი თვითმკვლელობა.

მეორე მტერი-ესაა ალკოჰოლი. მართალია,მცირე რაოდენობით სასმელი სისხლძარღვებს აფართოებს.შევსვამთ ჭიქა არაყს-გაფარდოვდებიან ძარღვები,შევსვამთ მეორეს-კიდევ უფრო გაფარდოვდებიან,მაგრამ გაიწვდით თუ არა ხელს მესამისკენ,ხდება პარადოქსული რეაქცია:ძარღვები ვიწროვდებიან,თანაც მკვეთრად. ყველაზე დიდი,და იქნებ ყველაზე ვერაგული საფრთხეა ალკოჰოლური სასმელების მიჩვევა.მცირე დოზით სასმელს შეუძლია შეამციროს დაღლილობა,გაამხნევოს და გაათბოს ადამიანი,მაგრამ შემდეგ და შემდეგ ვეღარ იძლევიან სასურველ შედეგს:მაგალითად,ვეღარ შველის ”ფსიქიურ დაღლილობას”.ვეღარ აუმჯობესებს გუნება-განწყობას,პირიქით,ცუდ გუნებაზე აყენებს.განწყობილების გასაუმჯობესებლად საჭირო ხდება საშუალო,შემდეგ კი დიდ დოზებზე გადასვლა.

ამბობენ,ალკოჰოლს მაშინ მიმართავენ,როცა ადამიანებთან ურთიერთობით უკმაყოფილო არიანო. მაგრამ ,,ყველაზე დიდი ფუფუნება-ესაა ადამიანთა საღი ურთიერთობა” (ეკზიუპერი). ალკოჰოლი მართლაც აკავშირებს ადამიანთა ჯგუფს გარკვეული დროით:ძმაბიჭურ ქეიფში იკარგება რაღაც შებოჭილობა,ყველა გვეჩვენება სიამპათიური,კეთილი, გულღია, თუნდაც პირველად ვხედავდეთ,ვაქებთ და ვადიდებთ.ზარხოშით გაბრუებულ ადამიანთა სუფრასთან ქრება განსხვავება-ასაკის,მდგომარეობას თუ ინტელექტუალურ დონეს შორის.ყველა მზადაა მეგობრობისთვის ”ცეცხლსა და წყალში გადაეშვას”. მთვრალ ადამიანებს გულუბრყვილოდ სჯერათ,რომ საოცრად მახვილგონივრულად საუბრობენ,კარგ სადღეგრძელოებს ამბობენ,შემდეგ კი სირცხვილით იწვიან თავიანთი სიტყვისა და საქციელისთვის.

თუ პირველი ორი მტერი,თამბაქო და ალკოჰოლი სისხლძარღვებს ნელ-ნელა ავიწროვებენ,მესამე მტერი ამას ჯოჯოხეთური სისწრაფით აკეთებს.
ეს მესამე მტერიაე.წ სტრესული მდგომარეობა.კერძოდ დაღვრემილობა,მძიმე უგუნებობა,აუტანელი წყენა,ბოროტი შური,ეჭვი,რისხვა,შიში,ელდა…
რა ემართება თქვენს სისხლძარღვებს,როცა,მაგალითად,თავხედური სიტყვა გაკადრეს ან მძარცველი დაგადგათ თავზე დანით?ძარღვები შიშისგან ერთბაშად ვიწროვდებიან,თანაც ზოგჯერ ისეთი ძალით,რომ შეიძლება სისხლის მოძრაობა შეწყდეს.ალბათ ზედმეტია განმარტებაც,რომ თუ თავის ტვინის ან გულის სისხლით მომარაგება შეწყდა,შედეგია ანაზდეული სიკვდილი.

”-საით გაგიწევია?- ჰკითხა ყარიბმა შავ ჭირს,რომელიც გზად შეხვდა
-ბაღდადში მივდივარ.ხუთი ათასი კაცი უნდა მოვკლა.
რამდენიმე დღის შემდეგ იგივე კაცი ისევ შეხვდა ჭირს.
-შენ თქვი,რომ ბაღდადში მიდიხარ და გევალება ხუთი ათასი სულის მოკვლა,სინამდვილეში კი დახოცე ორმოცდაათი ათასი,-უსაყვედურა.
-არა,-შეეკამათა ჭირი:-მე მოვკალი,იმდენი,რამდენიც ვთქვი.დანარჩენი შიშმა დაღუპა.”

რისხვის,ეჭვისა მტანჯველი ფიქრისაგან სისხლძარღვები აგრეთვე მკვეთრად ვიწროვდებიან .”ეჭვიანობის შხამით” მოწამლული ოტელო ახრჩობს თავის საყვარელ ცოლს დეზდემონას: ”ჯობს მოკლა,ვიდრე ეჭვობდე”.
სისხლძარღვები ვიწროვდებიან ასევე მცირე წყენის,იმედგაცრუების გამოც..
იმედგაცრუებას შეიძლება მოჰყვეს შერყევა,მტანჯველი ფიქრები,სისხლძარღვების სპაზმები,კრუნჩხვები,დეპრესია და ემოციური ტკივილიც კი,რაზედაც ადამიანს უჩნდება სურვილი,რომ იყვიროს,იტიროს კიდეც.
უნდა შევეცადოთ,რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული გვქონდეს !

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close