არქივი

გენიოსი ბოროტმოქმედები

52f0f022c12b
სერიული მკვლელები ზოგადად გაუწონასწორებელი, მანიაკალური იდეებით შეპყრობილი და ხშირ შემთხვევებში შიზოფრენიით დაავადებული ხალხია. მაგრამ მათშიც არსებობს გამონაკლისები. ისეთი სერიული მკვლელი, რომელიც წლების განმავლობაში ჩადის დანაშაულს და პოლიცია ვერც კი ხვდება ვინაა დამნაშავე, მათგან დიდად განსხვავდება. ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ რამოდენიმე გენიოს ბოროტმოქმედზე რომლებმაც თავიანთი ბრწყინვალე გონება არასწორი მიმართულებით გამოიყენეს.

8520d187e96d
ედმუნდ კემპერი

1964 წელს კალიფორნიაში დააპატიმრეს ედმუნდ კემპერი საკუთარი ბებიისა და ბაბუის მკვლელობისთვის.მაგრამ მან როგორღაც მოახერხა თავი ვადამდე ადრე გაეთავისუფლებინა. მომდევნო 1 წლის განმავლობაში კი მკვლელობებით ერთობოდა. იგი იყო ერთერთი ჭკვიანი სერიული მკვლელი,მოძალადე და მანიაკი. კალიფორნიაში, 1972 წლის აღდგომის დილას ედმუნდი ადგა, საწოლი გაასწორა, იბანავა და აიხდინა ბავშვობის ოცნება-მოკლა საკუთარი დედა. როდესაც მომაკვდავმა ქალმა კანასკნელად ამოისუნთქა, ედმუნდმა ჩასჩურჩულა: ”ეს პოეტური სამართლიანობაა”, ის კემპერის 10 მსხვერპლიდან ერთერთი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
იმისათვის, რომ გაეგოთ რატომ მოკლა საკუთარი დედა, ან რატომ მაინცდამაინც ეხლა ჩაიდინა ეს, ფსიქიატრებმა მისი ბავშვობა შეისწავლეს. კემპერი იზრდებოდა საკმაოდ შფოთიან ოჯახში. მისი მშობლები გაეყარნენ, როდესაც ის 4 წლის იყო. ედმუნდი 2 დასთან ერთად დედასთან დარჩა, რომელიც საკმაოდ მძაფრად განიცდიდა ქმართან დაშორებას. დედა ხშირად ეჩხუბებოდა ბიჭს და დიდი ხნის განმავლობაში ამწყვდევდა ხოლმე სხვენში. ზუსტად ამ სხვენში, მარტოობაში იქმნებოდა მისი შურისძიების გეგმები. ის წარმოიდგენდა თუ როგორ მოკლავდა დედას, მეგობრებს, მასწავლებელს. იზოლირებულმა ყოფამ მისი სიძულვილი უფრო გააღვივა. ჯავრს იყრიდა დების თოჯინებზე, თავებს და ფეხებს აჭრიდა მათ. ეს ბავშვური აგრესია გახდა საფუძველი მისი სასტიკი ქმედებებისა მომავალში. ბავშვობაში დედა ხშირად ტოვებდა შვილს ბებიასთან და ბაბუასთან, სადაც კემპერი თავს ზედმეტად გრძნობდა. 1964 წლის აგვისტოში კი მან ორივე იარაღით დახოცა. ის სრულწლოვნებისათვის განკუთვნილ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს, მიუხედავად იმისა, რომ კემპერი მხოლოდ 15 წლის იყო.
მისი გონების კოეფიციენტი იყო 136. რაც მოგეხსენებათ საკმაოდ მაღალია. ფსიქიატრიულში ის ყურადღებით ისმენდა პაციენტების ისტორიებს, მეგობრობდა ფსიქოლოგებთან და მალევე სამსახურიც მიიღო. იგი ეხმარებოდა ფსიქოლოგს პაციენტებთან ტესტირების ჩატარებში. თავად კემპერი ყოველთვის მაღალ ქულებს იღებდა მათში, რაც ფსიქოლოგებს მოსწონდათ. საბოლოოდ 1969 წელს იგი გაათავისუფლეს.
მისი ასაკის გამო, ის მხოლოდ 20 წლის იყო, იგი საცხოვრებლად დედასთან გაუშვეს. დედა კვლავ განაგრძობდა შვილის დამცირებას ყველანაირი გზით. ამ ჩხუბების შემდეგ კემპერი სახლიდან გარბოდა ხოლმე. გზაში ახალგაზრდა გოგონებს იცნობდა, რომლებიც ავტოსტოპით მოგზაურობდნენ. პირველი მისი მსხვერპკლები გახდა 2 სტუდენტი გოგონა.მან გოგონებს იარაღი ესროლა, შემდეგ კი მათი გვამები სახლში წაიღო, სადაც მათი სხეულის დანაწევრებას შეუდგა. როგორც ოდესღაც ასახიჩრებდა დების თოჯინებს. რაღაც ნაწილები შეინახა მაცივარში, მოგვიანებით კი შეჭამა. დანარჩენი ნაწილები მიმოფანტა კალიფორნიის სანაპიროზე. ამგვარად მან კიდევ 6 ახალგაზრდა გოგონა მოკლა. თითოეული მკვლელობის სცენარი მისი ბავშვური გონების ფანტაზიის ნაყოფი იყო. შემდგომ დაკითხვაზე აღიარებს, რომ ეს მკვლელობები სრულებით არ იყო შემთხვევითი. ის მათ 50 კვირის განმავლობაში გეგმავდა. კემპერი მთელი სისასტიკით კვლავდა მსხვერპლებს, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ სიძულვილის მთვარი ობიექტი ვიღაც გოგონები კი არა დედამისი იყო და შეუდგა დიდი ხნის მოფიქრებული გეგმის განხორციელებას. აღდგომა დღეს, ედმუნდმა თავში ჩაარტყა დედას, შემდეგ კი თავი მოაჭრა. ცოტა ხანში დაპატიჟა დედის ერთერთი მეგობარი და ისიც მოკლა.მეორე დღეს კი პოლიციას დანებდა. ედმუნდ კემპერს 7 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მისი ბრწყინვალე გონების წყალობით პოლიცია ვერც კი ხვდებოდა ამ მკვლელობებს ვინ ჩადიოდა და რომ არა მისი აღიარება ვერც ვერასოდეს მიხვდებოდა.

9dbcc7de92dd
ტედ ბანდი

ამავე კატეგორიას განეკუთვნება არანაკლებ ჭკვიანი სერიული მკვლელი ტედ ბანდი. უბრალოდ მის შესახებ ამ საიტზე უკვე დევს საკმაოდ კარგი პოსტი, მხოლოდ იმას დავამატებდი, რომ 70-იან წლებში ბანდიმ 35 ახალგაზრდა გოგონა მოკლა შტატების მთლიან ტერიტორიაზე და სასამართლოზე თავს თვითონ იცავდა.მის შესახებ გადაღებულია ფილმი ”Ted Bundy”, რომლის რეჟისორი გახლავთ მეთიუ ბრაიტი.

31e49374035f
”ზოდიაკის” ფოტორობოტი

იგივეს ვიტყოდი ”ზოდიაკის” შესახებ.მასზე მე უკვე მოგიყევით, აქ კი იმიტომ შევიყვანე, რომ რახან პოლიციამ დღემდე ვერ დაადგინა მისი ვინაობა, ეს უდავოდ მის მაღალ გონებრივ მონაცემებზე მიუთითებს. წერილებიც კი ვერ დაეხმარა პოლიციას გაეგო მკვლელის ვინაობა.

343fa7cc11bd
ნათან ლეოპოლდი და რიჩარდ ლოები

ესინი იყნენ 2 მდიდარი, ჰომოსექსუალი მეგობარი, საკმაოდ შეძლებული ოჯახებიდან. მათი გონებრივი შესაძლებლობები საშუალოზე გაცილებით მაღალი იყო. ჩიკაგო, 1924 წელი, მათ მოწყინდათ საკუთარი უზრუნველი ცხოვრება და გადაწყვიტეს გაეტაცებინათ ადამიანი, მაგრამ ფულის გულისთვის სრულებითაც არა, უბრალოდ გასართობად. მათ მოიტაცეს 14 წლის მეზობელი ბობი ფრანკი, უმოწყალოდ სცემეს, დაასხეს მჟავა და დაწვეს მისი ტანსაცმელი. ბავშვის სხეული რკინიგზასთან ახლოს დააგდეს და ამის შემდეგ მშობლებს გაუგზავნეს წერილი, სადაც 10 000 დოლარს ითხოვდნენ, რომ ეს შემთხვევა უბრალო გატაცებად ჩაეთვალათ. დანაშაული იდეალური იქნებოდა, უმცირესი დეტალიც კი გათვლილი ჰქონდათ, რომ არა ერთი შემთხვევა-დანაშაულის ადგილას პოლიციამ იპოვნა სათვალე. ეს სათვალე სპეცშეკვეთით იყო დამზადებული ლეოპოლდისთვის, ამიტომ პოლიციას არ გასჭირვებია დამნაშავის მოძიება და დაკავება. მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

7e54e4be9bc1
ჰარი ჰოვარდ ჰოლმსი

ის პროფესიით ექიმი იყო და 19 საუკუნის ჩიკაგოში მოღვაწეობდა. ჰოლმსი იყო ერთერთი ყველაზე ცივსისხლიანი მკვლელი, მაგრამ ამავე დროს გენიოსი. მკვლელობა მას არამარტო სიამოვნებას ანიჭებდა, არამედ შემოსავლის წყაროც კი იყო. 1883 წელს ჩიკაგოში უამრავი ტურისტი ჩამოვიდა გამოფენაზე. ბევრი მათგანი ჰარი ჰოვარდ ჰოლმსის სასტუმროში გაჩერდა. ეს იყო 2 სართულიანი შენობა 6 კვარტლის ტერიტორიაზე. მას ”კოშკს” ეძახდნენ.ჰოლმსი მანიაკი იყო. ის სიამოვნებას იღებდა სხეულის დასახიჩრებით, დანაწევრებით. ერთი მკვლელობის დეტალურად დასაგეგმად მას ერთხელ 2 წელიც კი დასჭირდა.
იგი დაიბადა 1871 წელს. საკმაოდ გულჩათხრობილი ბავშვი იყო. მამა ალკოჰოლიკი ყავდა, დედა კი ეკლესიის ერთგული მიმდევარი. იგი ხშირად უკითხავდა პატარა ჰარის ბიბლიას, რომ გაეგო რა იყო ცუდი და რა კარგი. მაგრამ ბიჭს თავისი სამყარო ჰქონდა, ბავშვობიდან აგროვებდა ნივთებს, რომლებიც დაკავშირებული იყო სიკვდილთან, ძვლებს, კბილებს და ა.შ. 16 წლის ასაკში მან დაამთავრა სკოლა და ჩააბარა სამედიცინო ინსტიტუტში. იქ თავი გამოიჩინა, როგორც კარგმა პათანატომმა. ისიც კი მოიფიქრა როგორ მიეღო ფულადი სარგებელი უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი გვამებისაგან. ის ითვისებდა მათ დაზღვევბს. მომდევნო 17 წლის განმავლობაში ჩადენილი პატარპატარა დანაშაულები ნელნელა მკვლელობებში გადაიზარდა. 1883 წლისათვის ჰოლმსი საკმაოდ ცნობილი ექიმი გახდა. მედიცინის გარდა მას ჰქონდა უზარმაზარი სახლი, სადაც მოთავსებული იყო სასტუმრო და აფთიაქი. მეზობლები ამჩნევდნენ, რომ ამ სახლიდან იკარგებოდნენ ტურისტები და იქ მომუშავე პირები. მოკლე ხანში დაკარგული იყო დაახლოებით 50 ადამიანი. ჰოლმსი ჯერ წამლავდა მათ საკუთარ ოთახებში, შემდეგ ჩაყავდა სარდაფში, იქ სცემდა, აუპატიურებდა ქალებს, შემდეგ კი ექიმის ცოდნის გამოყენებით ანაწევრებდა გვამებს. რის შემდეგაც ან მჟავით სავსე ჭურჭელში ყრიდა ან ღუმელში წვავდა. ხანდახან ამუშავებდა ძვლებს და აკეთებდა სკილეტებს. შემდეგ კი ყიდდა მათ სამედიცინო კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. ამასთან აგრძელებდა დაზღვევებზე თაღლითობას. მას შემდეგ რაც მეზობლებმა ხალხის გაუჩინარება შეამჩნიეს, ჰოლმსი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური ჩიკაგო და დაიწყო მოგზაურობა შტატებში. თან აგრძელებდა მკვლელობებს. ერთერთმა დეტექტივმა მიაგნო მას და დააპატიმრა. ჰოლმსი ოფიციალურად 28 ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულეს, მაგრამ მან დაახლოებით 200-მდე ადამიანის მკვლელობა ჩაიდინა. 1896 წელს ის ჩამოახრჩვეს.

4bd8278b9f8b
ტედ კაზინსკი

იგი ატერორებდა ამერიკას დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. მას შეარქვეს ”ბომბერი”. ის ამერიკის ერთერთ საშიშ დამნაშავედ ითვლებოდა წლების მანძილზე. კაზინსკი ცხოვროდა განმარტოებით, ხის სახლში, წელიწადში ხარჯავდა დაახლოებით 300 დოლარამდე. განმარტოებაში აწყობდა გეგმებს, რომ ტერორის დახმარებით შეცვლიდა მსოფლიოს. 1978 წელს მან პირველად გაუგზავნა ბომბი ადამიანებს, რომელთა შეხედულებები მას მიუღებლად მიაჩნდა. ამგვარად, ყოფილმა მათემატიკის ლექტორმა მოკლა 3 ადამიანი და 25 დაჭრა. 18 წლის განმავლობაში ახერხებდა პოლიციის მოტყუებას, რადგანაც არანაირ სამხილს არ ტოვებდა დანაშაულის ადგილზე.
ჩიკაგო, 1942 წელს 9 თვის ტედ კაზინსკი მიიყვანეს საავადმყოფოშო კანზე გამონაყარით. ექიმებმა ბავშვი საწოლზე მიაბეს, რომ ხელი არ მოეკიდა გამონაყარისათვის. მთელი თვე იწვა ბავშვი ასე, ისე რომ მას არავინ შეხებია. ამ ფაქტის შემდეგ ტედი შეიცვალა. პატარა ასაკში ბავშვის იზოლაციამ შესაძლოა მოახდინოს მის ფსიქიკაზე სერიოზული გავლენა-მიიჩნევს ფსიქოლოგი. მითუმეტეს, როცა ბავშვს მიდრეკილება აქვს შიზოფრენიისკენ. 10 წლის ასაკში მისი გონებრივი შესაძლებლობების კოეფიციენტი იყო 170 ,როცა გენიოსის კოეფიციენტი იწყება 140-დან. 16 წლის ტედ კაზინსკიმ ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში, აქ მან მიიღო მონაწილეობა ერთერთ ფსიქოლოგიურ ექსპერმენტში, სადაც მონაწილეს უნდა დაეწერა თავისი ცხოვრებისეული კრედო და შემდეგ განეხილა იგი. ეს კვლევა გაგრძელდა დაახლოებით 3 წელი. შესაძლოა ამ ექსპერიმენტმა და მისმა არაორდინალურმა გონებამ აიძულა კაზინსკი დამდგარიყო არასწორ გზაზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამხელა კოეფიციენტის მქონე ტვინი და ჩვეულებრივი ადამიანის ტვინი სხვადასხვანაირად ვითარდება. ნეგატიური გარემოება განსაკუთრებულ ადამიანზე გაცილებით უფრო ღრმა კვალს ტოვებდა, ვიდრე ჩვეულებრივზე. 1962 წელს კაზინსკიმ დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, მას შეეძლო გამხდრიყო გენიალური მათემატიკოსი, მაგრამ ამის მაგივრად გახდა ტერორისტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მან მიიღო დოქტორის ხარისხი და ასწავლიდა ბერკლის უნივერსიტეტში, მაგრამ 2 წლის შემდეგ პენსიაზე გავიდა და დაიწყო განმარტოებით ცხოვრება.

70419890a068
ტედ კაზინსკის ფეხსაცმელი

1978 წელს მან ბომბი გააგზავნა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერების განყოფილებაში, მომდევნო 9 წლის განმავლობაში ასეთივე ბომბები მიიღო სხვადასხვა უნივერსიტეტებმა და ფირმებმა. კაზინსკი არანაირ კვალს არ ტოვებდა, ფეხსაცმელზე პატარა ზომის ძირი ჰქონდა დაკერებული, რომ ნაკვალევი არ ეპოვნათ, თითოეულ ნაბიჯს იწერდა რვეულში სპეციალური შიფრით, რომ ვინიცობაა რვეული ვიღაცას აღმოეჩინა.დებდა ასევე სხვადასხვა საზოგადოებრივ ტუალეტებში შეგროვილ თმებს ბომბებში, რომ პოლიცია დაებნია და კვალი აერია. თვითონ ბომბის მექანიზმი იყო უნიკალური. სპეციალისტებს მსგავსი არასოდეს ენახათ. შეფუთვაზე იყო იუჯილ ონილის პორტრეტის მარკა (ავტორი,რომლის პიესები ძირითადად შურისძიებაზე იყო). ბომბი იდო ხისგან გაკეთებულ ყუთში.
1987 წელს კაზინსკიმ გამოაქვეყნა 65 ფურცლიანი მანიფესტი, სადაც გეგმავდა მსოფლიოს გადაწყობას. იგი ვერ იტანდა ტექნიკურ რევოლუციას და აკრიტიკებდა ყველა იმ მეცნიერს, ვინც მასში იღებდა მონაწილეობას.
1996 წელს პოლიციაში მივიდა ადამიანი, რომელიც იუწყებოდა, რომ ”ბომბერი” არის მისი ძმა. 1 თვიანი ძიების შემდეგ შტატ მონტანაში დააპატიმრეს ტედ კაზინსკი. ფედერალურ ბიუროს დასჭირდა 12 დღე მისი სამფლობელოს აღწერისთვის. სერიული მკვლელებიდან კაზინსკი იმითაც არის უნიკალური,რომ დანაშაულს ჩადიოდა არა სადისტური მოტივაციით, არამედ ფილოსოფიური მოტივებით, თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდო. მან თავი დამნაშავედ სცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, შეწყალების უფლების გარეშე.

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button