არქივი

მოგზაურობა სამოთხეში…

555d42088dda

ფილიპინები-საოცარი ქვეყანაა ,რომელიც დააინტერესებს ნებისმიერი გემოვნების ადამიანს.
უბრალოდ დასვენების მოყვარულს,უძველესი არქიტექტურით დაინტერესებულს,ეგზოტიკური ფლორისა და ფაუნის მოყვარულს.საოცარი და ორიგინალური კერძების გურმანსა და ა.შ.სწორედ ფილიპინელებმა გამოიგონეს კარაოკე ,ხოლო მათი ქვეყნის საზრვაო ხაზი ორჯერ აღემატება ამერიკისას.

8357e19a3d18

მოგზაურობა ფილიპინებში უნდა დაიწყოთ საოცარი არქიპელაგის დათვალიერებით.აქ შეგხვდებათ გასაოცარი პეიზაჟები.კუნძულზე 200-ზე მეტი ვულკანია,რომელთაგან უმეტესობა არ მოქმედებს.მათი ფერდობები დაფარულია ტყეებით,რომლებშიც იბადება არაერთი მდინარე.მნახველს ატყვევებს არნახული სილამაზის ჩანჩქერებიც,რომელთაგან ყველაზე ცნობილია ჩანჩქერი “Kawasan”,ფილიპინებში მოგზაურმა აუცილებლად უნდა ნახოს ეს ადგილი.ძალზე საინტერესოა ექსკურსიიის მოწყობაც,ასეთ შემთხვევაში ტურისტებს ყოფენ სამ კაციან ჯგუფებად,რომლებიც კომფორტული ავტომობილით ათვალიერებენ ღირსშესანიშნაობებს.ასეთ შემთხვევაში ტურისტებისათვის ყველაფერი უფასოა კარავი,საჭმელი და ა.შ. ასეთი ექსკურსია დაახლოებით 90 ევრო დაგიჯდებათ.სიცხისაგან გასაგრილებლად ტურისტებს სთავაზობენ ნაციონალურ კერძს “გალა-გალას”,რომელიც მზადდება გახეხილი ყინულით,რძითა და ათასგვარი ტკბილეულით.ამბობენ რომ ჯერ არცერთი ტურისტი არ დარჩენილა ამ კერძისადმი გულგრილი.

51285e51b3b6

ფილიპინების სახელმწიფო 1700 მდე კუნძულისაგან შედგება,ამიტომაც მისი საზღვაო ხაზი ორჯერ აღემატება ამერიკისას,მიუხედავათ იმისა რომ მისი ფართობი 30 ჯერ ნაკლებია ამერიკისაზე.ფილიპინები ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოა დედამიწის ზურგზე,აქ პატარა მოედანზე 80 მილიონი ადამიანი მოდის.მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ კათოლიკეები,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

9e1a2d24a4b8

საინტერესოა, რომ აქ ტერასებზე ხატვის ხელოვნება ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა,რომელიც 2000 წელს ითვლის.

128ed5310445

ფილიპინების დროშა ერთადერთია მსოფლიოში რომელსაც ომის დროს დაბლა უშვებენ.

მსგავსი ამბები

Back to top button