TECH & მეცნიერებაგართობა

Cosmovitral

a0c168be1440

ოდესღაც ამ ხელოვნების ნიმუშის ადგილას უბრალო ბაზრობა იყო მოწყობილი.გასული საუკუნის 70-იან წლებში მისი დანგრევაც კი განიზრახეს,რომ არა მექსიკელი ლეონარდო ფლორესი,სწორედ მან დაარწმუნა ქალაქ ტოლუკის(მექსიკა) მმართველობა ყოფილი ბაზრობა ექციათ ხელოვნების ნიმუშად.ჩვეულებრივი მინები,ფანჯრებსა და სახურავზე დიდძალი შრომის შედეგად მინის ფერადი მოზაიკით შეიცვალა.ასე გადაიქცა ყოფილი ბაზრობა Cosmovitral- ლად რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ვიტრაჯული ანსამბლია.”Cosmovitral”ის შესაქმნელად დაიხარჯა 45 ტონა მინა,28 შეფერილობის რომელიც მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იქნა მოტანილი.უნიკალური ფრესკები შექმნილია მილიონზე მეტი მინის პატარა ნატეხებისაგან.ამჟამად შენობაში განლაგებულია ბოტანიკური ბაღი,რომელსაც მცენარეების დიდი კოლექცია გააჩნია.მაგრამ მნახველების უმეტესობა ინტერესდება ლეონარდო ფლორალის გენიალური ნიმუშებით რომელიც შესრულებულია კოსმიურ სტილში.მინის შედევრები მოგვითხრობენ მარადიულ თემებზე სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირება,დღისა და ღამის,სიცოცხლისა და სიკვდილის….
ცენტრალური ფიგურაა “მზის ადამიანი”რომელიც აერთიანებს ყველა დანარჩენ ფიგურას.ეს ფიგურა განსაკუთრებულია.იგი მზისაგან გარკვეულ მდგომარეობაშია გამოყვანილი ისე რომ წელიწადში ერთხელ,გაზაფხულზე მზის სხივები ზუსტად ფიგურის ცენტრში გადის და არაჩვეულებრივ წარმოდგენას ქმნის.

88c44abf52fe

5a53ea95e453

1325fb5278df

fcde65066539

73680cf334a8

მსგავსი ამბები

Back to top button