გასართობისაკითხავისასარგებლო

იორკშირელი მფატრავი


ინგლისი ყოველთვის ცნობილი იყო მკვლელობებით, თუნდაც ჯეკ მფატრავი ავიღოთ, დღემდე საზოგადოების ყურადღებას იპყრობს მისი პიროვნება , თუმცა მე ეხლა მასზე სულაც არ ვწერ. თანამედროვე ინგლისში ”მოღვაწეობდა” კიდევ ერთი ”მფატრავი” და ეს ისტორია მას ეხება.
1981 წლის იანვარში დასრულდა ყველაზე გახმაურებული ძიება ბრიტანეთის პოლიციის ისტორიაში. დაპატიმრებულ იქნა 34 წლის პიტერ სეტკლიფი, სერიული მკვლელი, რომელსაც ”იორკშირელ მფატრავს” უწოდებდნენ. 5 წლის განმავლობაში სეტკლიფმა მოკლა 13 ქალი. ის ამბობდა, რომ ღვთის ნებას ასრულებდა, მტკიცედ სჯეროდა, რომ ღმერთმა დაავალა გაეწმინდა დედამიწა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისგან.
1975 წელი, ლიდსი, ქალაქის ცენტრში მდებარე სათამაშო მოედანზე იპოვნეს უცნობი ქალის გვამი. იმ წელს ეს მეოთხე მკვლელობა იყო, სადაც მსხვერპლი უცნობი ქალბატონია, მაგრამ ეს შემთხვევა განსხვავებული აღმოჩნდა ყველა დანარჩენისაგან. პათანატომის დასკვნით სიკვდილის მიზეზი იყო ერთი ან ორი ძლიერი დარტყმა ბასრი საგნით, მას შემდეგ რაც მსხვერპლი გახდა უმოძრაო, მიყენებულ იქნა დანარჩენი ჭრილობები, ძირითადად მუცლის არეში. უცნაური იყო ჭრილობების ფორმა, სათითაოდ თითოეულ ჭრილობაში განმეორებით იყო ჩარტყმული სავარაუდოდ დანა.ეს ფაქტი განასხვავებდა ამ მკვლელობას სხვა ტიპიური მკვლელობებისაგან. ნაპოვნი სხეული ეკუთვნოდა 28 წლის ვილმა მაკკანს. ის დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ცხოვრობდა.


ვილმა მაკკანი


ემილი ჯექსონი

შეშფოთებულმა იორკშირის პოლიციამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო, თუმცა ვერაფერს ღირებულს ვერ მიარწია. 12 კვირის შემდეგ ლიდსის მიყრუებულ ქუჩაზე კიდევ ერთი გვამი იპოვნეს. მსხვერპლის ჩანთაში არსებული წერილი დაეხმარა პოლიციას მის იდენტიფიცირებაში. ის იყო 42 წლის ემილი ჯექსონი. პათანატომი მაიკლ გრინი წინა შემთხვევასთან მსგავს ხელწერას აღნიშნავს. ემილიც, ვილმას მსგავსად თავს პროსტიტუციით ირჩენდა. ამ ორ მკვლელობას შორის მსგავსება პრესამაც კი შეამჩნია. ემილი ჯექსონის სხეულთან პოლიციამ ფეხსაცმლის კვალი არმოაჩინა. კრიმინალისტებმა მაშინვე თაბაშირის ნიმუში გააკეთეს და დაადგინეს რომ ფეხსაცმელი დაახლოებით 38 ზომის უნდა იყოს. ასეთ ფეხსაცმელებს ძირითადად მუშები ატარებდნენ. ეს ინფორმაცია პოლიციას ვერაფერში დაეხმარა. 1 წლის განმავლობაში მეტი გვამი აღარ უპოვნიათ.


აირინ რიჩარდსონი

ლიდსის ჩრდილოეთით მდებარე როუდჰეის პარკში 1977 წლის 5 თებერვალს კიდევ ერთი ქალის გვამი აღმოაჩინეს.წინა მსხვერპლების მსგავსად, ამასაც იგივე ხარისხის ჭრილობები აღენიშნებოდა, თავის ქალაზე და მუცლის არეში. ამჯერად პოლიციამ დაადგინა, რომ თავის ქალაზე ჭრილობებები მიყენებული ჰქონდა ჩაქუჩით. გარდაცვლილი ქალი აღმოჩნდა 28 წლის აირინ რიჩარდსონი. დანაშაულის ადგილას საკმაოდ ბევრი ტალახი იყო, ამიტომ გამომძიებლებმა ნაკვალევის მიხედვით გაიგეს, რომ მკვლელმა მსხვერპლის სხეული რამოდენიმეჯერ გადაადგილა მაქსიმალური ეფექტის მისაღებად.ასევე მნიშვნელოვანი იყო პირადი ნივთების განლაგებაც: ფეხსაცმელები ფეხებზე დააწყო, ხოლო პატარა ხელჩანთა იქვე დაადო, რომ პოლიციას ადვილად ეპოვნა. განზრახ დატოვებულ სამხილებთან ერთად მკვლელმა მისთვის გაუთვალისწინებელი ავტომობილის კვალიც დატოვა.პოლიციამ მაშინვე შეადგინა 100-ბით მანქანის მოდელი, რომელსაც ასეთი საბურავები ჰქონდათ და სათითაოდ დაიწყო მათი შემოწმება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაახლოებით 30 000 მეტ მფლობელს დაუკავშირდნენ, ახალი მაინც ვერაფერი გაიგეს. ძიება შეწყდა.


ტრეისი ბრაუნი

3 მკვლელობის შემდეგ პოლიცია ერთი ნაბიჯითაც კი ვერ მიუახლოვდა მკვლელის დაჭერას, თუმცა 18 თვის წინ მათ მისცეს აღწერილობა იმ პიროვნებისა, ვისი თავდასხმის ხერხები მკვლელის პროფილს სავსებით შეეფერებოდა. 14 წლის ტრეისი ბრაუნს თავს დაესხა უცნობი მამაკაცი. მას ჩაარტყეს ჩაქუჩი კეფაში, რის შემდეგაც გაითიშა, დანარჩენი ჭრილობები კი შემდგომ მიაყენა. ტრეისის თავდამსხმელი იქვე მიმავლმა მანქანამ შეაშინა და გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ საავადმყოფოში კვირაზე მეტი გაატარა, პოლიციას ბოროტმოქმედის საკმაოდ დეტალური აღწერილობა მისცა. მას ჰქონდა შავი თმა, აფროს სტილში, მუქი წვერი, გამოკვეთილი თითქმის შავი თვალები.პოლიციამ მაშინვე ფოტორობოტი გაავრცელა, მაგრამ ეჭვმიტანილის პოვნა მაინც ვერ მოახერხა.


ტრეისის დახმარებით შედგენილი ფოტორობოტი


პატრიცია ატკინსონი

1977 წლის გაზაფხულზე მეოთხე მსხვერპლის სხეული აღმოაჩინეს. ეს მკვლელობა ოდნავ განსხვავდებოდა წინა შემთხვევებისგან. მსხვერპლს ერქვა პატრიცია ატკინსონი. მისი სხეული იპოვნეს სახლში, (მანამდე ნაპოვნი ყველა მსხვერპლი ქუჩაში იპოვნეს), პატრიციას შემთხვევაში თავდამსხმელის საქციელს ეტყობოდა, რომ მისი სისასტიკე უფრო და უფრო იზრდებოდა, თავის ტრავმა გაცილებით სერიოზული იყო, იმდენად ძლიერად ჰქონდა ჩარტყმული ჩაქუჩი თავში, რომ ხელის შეხებისთანავე იგრძნობოდა ბზარები მასში-აღნიშნავს პათანატომი. ზეწარზე პოლიციამ სისხლიანი ნაკვალევი აღმოაჩინა, რომელიც მთლიანად ემთხვეოდა ემილი ჯექსონის სხეულთან აღმოჩენილ კვალს.
18 თვის განმავლობაში მკვლელმა შეიწირა 4 ქალის სიცოცხლე და 13 ბავშვი მშობლის გარეშე დატოვა. პოლიცია ძალღონეს არ იშურებდა, რომ ეს საქმე გაეხსნათ, მაგრამ ამაოდ.


ჯეინ მაკდონალდი

9 კვირის შემდეგ , სათამაშო მოედანზე აღმოაჩინეს 16 წლის ჯეინ მაკდონალდის სხეული. ის არ იყო მეძავი, მუშაობდა მაღაზიაში გამყიდვლად. ამ შემთხვევამ ხალხი აღაშფოთა. ისინი თვლიდნენ, რომ მკვლელმა რახან 16 წლის გოგონა გაიმეტა სასიკვდილოდ, ე.ი მას ნებისმიერი ადამიანის მოკვლა შეეძლო. მოსახლეობა შეშინებული იყო, არავინ იცოდა შემდეგი ვინ იქნებოდა.


ჯორჯ ოლდფილი. გამომძიებელი


ჯინ ჯორდანი

ადგილობრივი პოლიციის უფროსის თანაშემწემ ჯორჯ ოლდფილდმა (ამავე დროს ამ გამოძიებას ედგა სათავეში), ხუთივე მკვლელობის საქმეები ერთ ჭერქვეშ მოათავსა. ამ ინფორმაციების მოცულობა უბრალოდ უდიდესი იყო. მან თავის ხალხს თავიდან გადააკითხინა თითოეული დეტალი, მაგრამ ამდენმა ინფორმაციამ უარყოფითი გავლენა მოახდინა საქმის მსვლელობაზე. უფრო სწორედ, ზედმეტ ინფორმაციაში მთავარს ვერ ამჩნევდნენ. მე-6 მსხვერპლი იპოვნეს მანჩესტერში სასაფლაოსთან ახლოს. სხეული ეკუთვნოდა 20 წლის ჯინ ჯორდანს. კრიმინალისტებმა ჭრილობებში აღმოაჩინეს მატლები, (ანუ ვგულისხმობ ისეთ მატლებს, რომლებიც სიბნელეში ცხოვრობენ, სხეული კი მზეზე იყო ნაპოვნი, ეს ინფორმაცია დაეხმარა პოლიციას მიმხვდარიყო, რომ მკვლელობა მოხდა ბნელ ადგილას და სხეული სასაფლაოსთან უბრალოდ გადმოიტანეს.) პოლიცია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მკვლელი მსხვერპლის სხეულთან მეორეჯერაც დაბრუნდა, რათა ეპოვნა ის რაც დარჩა. პოლიცია ვარაუდობდა, რომ მანიაკი ქალის ხელჩანთას ეძებდა, რადგან იქ იდო მისი მიცემული 5 ფუნტიანი. დაიწყეს ამ 5 ფუნტიანის გამოკვლევა, აღმოჩნდა რომ ამ ფულის ერთერთი მომხმარებელი იყო გადამზიდავი კომპანია, სადაც მძროლად მუშაობდა პიტერ სეტკლიფი. იგი აღინიშნა, როგორც შესაძლო მიმღები ამ 5 ფუნტიანისა. პოლიცამ რა თქმა უნდა ის დაკითა. კითხვაზე, თუ სად იმყოფებოოდა ის მკვლელობის ღამეს, სეტკლიფმა უპასუხა, რომ ჰქონდათ წვეულება, რის შემდეგაც სტუმრები სახლში დაარიგა.სონია, მისი ცოლი რა თქმა უნდა ქმრის ისტორიას დაემოწმა.პოლიცამ ეს ისტორია დაიჯერა.


სეტკლიფის შედარება ფოტორობოტთან


ივონ პირსენი


ჰელენ რიტკა


ვერა მილვარდი

6 თვეც არ იყო გასული ამ საუბრის შემდეგ, როცა იპოვნეს ივონ პირსენისა და ჰელენ რიტკას გვამები. ხელწერა იგივე. ამავე წლის მაისში დაადგინეს მე-9 მსხვერპლის ვინაობა-40 წლის ვერა მილვარდი. სწორედ ამ დროს უწოდა პრესამ მკვლელს ”იორკშირელი მფატრავი”. პოლიციამ დაიწყო ჩუმად თვალთვალი იმ მანქანებისა, რომლებიც ხშირად შეინიშნებოდნენ მსუბუქი ყოფაქცევის ქალების სახლებთან. ერთი მამაკაცის სახელი კი მუდმივად ტივტივდებოდა-პიტერ სეტკლიფის…..პოლიცამ მას სახლში მიაკითხა, მაგრამ ახალი ვერაფერი გაიგეს.


ჟოზეფინა უიტეკერი

ზუსტად იმ დღეებში აღმოაჩინეს სამშენებლო ფირმის თანამშრომლის ჟოზეფინა უიტეკერის სხეული. პოლიცია ისე აქტიურად მუშაობდა ”წითელი ფანრების” უბნებში, რომ მკვლელმა უბრალოდ გადაწყვიტა სხვაგან მოეძებნა მსხვერპლი. უიტეკერის სხეულთანაც იპოვნეს კრიმინალისტებმა ფეხსაცმლის ანაბეჭდები.
1979 წლის ივნისში ჯორჯ ოლდფილდმა მიიღო კასეტა, რომელზეც ჩაწერილი მამაკაცის ხმა ამტკიცებდა, რომ მკვლელი იყო. ”მე ვარ მკვლელი, ჯეკი, ვხედავ, რომ ვერაფრით დამიჭირეთ. ჯორჯ მე შენ დიდ პატივს გცემ”. მოლაპარაკეს ჩრდილო-დასავლური ბრიტანული კილო ჰქონდა. პოლიციამ დაიჯერა, რომ კასეტა ნამდვილმა მკვლელმა გამოაგზავნა. აქცენტი გახდა მკვლელის პროფილის მთავარი შემადგენელი კომპონენტი. პოლიცია და პრესა გაერთიანდა და ერთიანი ძალებით ცდილობდა მანიაკის დაჭერას. პიტერ სეტკლიფი კვლავ დაკითხეს. დაკითხვაზე იგი აღშფოთებას გამოთქვამდა, რომ პოლიციის ამდენი ვიზიტის გამო მას სამსახურში ”მფატრავიც” კი შეარქვეს, რაც სრულებითაც არ მოსწონდა. ენდრიუ ლაპტიუს-პოლიციელს, რომელიც დაკითხვას აწარმოებდა, მოეჩვენა, რომ სეტკლიფი და მისი ცოლი რაღაცას მალავდნენ. თან მისი გარეგნობა და ფეხის ზომა მთლიანად ემთხვეოდა მკვლელის პროფილს, ფირმას, სადაც ის მუშაობდა, შეხება ჰქონდა იმ 5 ფუნტიანთან. ამ ყველაფრის გამო ლაპტიუ მივიდა ოლდფილდთან და თავისი შეხედულება გაუზიარა, მაგრამ ჯორჯმა ეს ყველაფერი უკუაგდო, ისე რომ არც კი დაფიქრებულა. უარყოფის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ სეტკლიფს არ ჰქონდა ჩრდილო-დასავლური ინგლისური აქცენტი. მითუმეტეს, როცა ტრეისი ბრაუნი, ერთადერთი გადარჩენილი მსხვერპლი, ამტკიცებდა რომ ამ კასეტაზე ნამდვილად არ არის თავდამსხმელის ხმა. ტრეისი პირიქით ამტკიცებდა, რომ მანიაკს იორკშირელის აქცენტი აქვს. მოკლედ,ჯორჯ ოლდფილდმა სეტკლიფი ეჭვმიტანილთა სიიდან ამოიღო.


ბარბარა ლიჩი


”სუპერ გუნდი”

1979 წლის 2 სექტემბერს მანიაკმა კიდევ ერთი ქალი მოკლა. ბარბარა ლიჩი, ბრედფორდის უნივერსიტეტის სტუდენტი. გამოძიება კვლავ ჩიხში შევიდა. ოლდფილდი თანამდებობიდან მოხსნეს. კასეტა კი როგორც იქნა ყალბად აღიარეს.
1980 წლის აგვისტოში და ნოემბერში ”მფატრავმა” მოკლა თავის 12 და 13 მსხვერპლები. მარგარეტ უელსი და სტუდენტი ჟაკლინ ჰილი. გამოძიებას სათავეში ჩაუდგა 6 ყველაზე სახელგანთქმული მაძებრები, მათ ”სუპერ გუნდი” უწოდეს. ერთერთმა მათგანმა შეიმუშავა გეგმა ”იორკშირელი მფატრავის” დანაშაულების ჩადენის ადგილების მიხედვით, გამოთვალა სავარაუდო საცხოვრებელი ადგილი მანიაკისა. ამ ყველაფრით პოლიცია სეტკლიფს ერთი ნაბიჯით კიდევ მიუახლოვდა.
1981 წლის 2 იანვარს ღამის 10:50 სთ-ზე, ჩვეულებრივ შემოწმებას ატარებდა პოლიცია ”წითელი ფანრების” უბნებში, როცა მათ საეჭვო მანქანა შეამჩნიეს. ნომრების გადამოწმების შემდეგ პოლიციამ ქალიც და მამაკაციც დააკავა. მეორე დღესვე დაკითხეს სეტკლიფი ”იორკშირელი მფატრავის” საქმეზე. იგი ისევ იგივეს იმეორებდა, მაგრამ ამჯერად ერთი შეცდომა დაუშვა, ადრე ყოველთვის უარყოფდა სუსტი ყოფაქცევის ქალებთან სიარულს, ეხლა კი ახსენა, რომ იყო ერთერთ მათგანთან. სეტკლიფი აშკარად დაბნეული იყო. მას შემდეგ, რაც სერჯანტმა გაიგო, რომ შესაძლოა ”იორკშირერელი მფატრავი” დაიჭირა, დაბრუნდა დაკავების ადგილას, რადგან გაახენდა, რომ სეტკლიფი დაკავებამდე 2 წუთით ადრე სადღაც გაქრა, შემდეგ კი ისევ გამოჩნდა, ცოტაოდენი ძებნის შემდეგ სერჟანტმა იპოვა ჩაქუჩი, ამის შემდეგ პიტერ სეტკლიფმა აღიარა, რომ ის არის ”იორკშირელი მფატრავი”


პიტერ სეტკლიფი

როგორც იქნა ყველაფერი დამთავრდა. პოლიციამ შვებით ამოისუნთქა. მოსახლეობა სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. 1981 წლის 29 აპრილს დაიწყო სასამართლო პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ სეტკლიფმა ყველაფერი აღიარა, იგი მაინც ამტკიცებდა რომ შეურაცხადი იყო დანაშაულის ჩადენის მომენტში. აღმოჩნდა, რომ სეტკლიფი სექსუალური მანიაკი იყო. დაკავების მომენტში მას ეცვა უცნაური საცვალი: ელასტიკის მაგვარი, ოღონდ სქელი ქსოვილისაგან დამზადებული,მთლიანად უფარავდა ფეხებს, მუხლებთან შედარებით სქელი ნაჭრებით და გენეტალიების ადგილი მთლიანად ამოჭრილი ჰქონდა. დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ რა შეეძლო გაეკეთებინა სეტკლიფს მსხვერპლის სხეულთან. სასამართლო 14 დღე გრძელდებოდა. მსაჯულებმა შეურაცხადობა არ დაიჯერეს და 13 მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. სეტკლიფს 20 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ის დღესაც ბროდმურის ციხეშია.ამის შესახებ კი მე წინა პოსტში უკვე მოგიყევით.


ჯონ ჰამბული

დასრულდა ჯორჯ ოლდფილდის პოლიციელის კარიერაც, ის პენსიაზე კი გავიდა, მაგრამ ისე განიცადა, რომ ამის ნიადაგზე გარდაიცვალა 61 წლის ასაკში.
2005 წელს 50 წლის ჯონ ჰამბულმა აღიარა, რომ მან გამოუგზავნა პოლიციას ის კასეტა. მას 8 წელი მიუსაჯეს პოლიციის ცრუ კვალზე დაყენებისათვის.


პიტერ სეტკლიფი დღეს

თეგები

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close