ისევ მანიაკებზე …
დიდი ხანია არაფერი დამიწერია .. და აი დავბრუნდი საკმაოდ გავრცელებული თემით …
გადავხედე უცნაურს და საკმაოდ თვალში საცემი აღმოჩნდა ჩემთვის პოსტები მანიაკებზე , სერიულ მკვლელებსა და ვამპირებზე … ვხედავ , რომ ყველას ძალიან აინტერესებს და გადავწყვიტე ერთი პოსტი მეც მივუძღვნა ამ თემას ..
ყველა წერს იმ საზარელ მკვლელობებზე რომლებიც მანიაკებს ჩაუდენიათ, ყველა გაფაციცებით ადევნებს თვალს ყოველ აბზაცს, იმის შიშით , რომ რაიმე საინტერესო გამორჩებათ … სიტყვა მანიაკის ხსენებაზე ყველას ახსენდება სისხლი, მკვლელობები, სექსუალური ძალადობა, თუმცა მანიაკის რეალური განმარტება ასეთია : “მანიაკი – ადამიანი , რომელსაც არ აქვს ზღვარის შეგრძნების უნარი და ვერ აკონტროლებს საკუთარ საქციელს. ეს არის ადამიანი რომელიც შეპრყობილია რაიმე მანიით, სხვა სიტყვებით , ეს არის ადაიანი , რომელსაც აქვს უდიდესი ლტოლვა რაიმე საგნის ან მოვლენის მიმართ”
მანიაკი შეიძლება იყოს სექსუალური მანიაკი , მას მოძალადეს უწოდებენ ..
სერიული მკვლელებიც მანიაკებს მიეკუთვნებიან, მათ სიამოვნებთ უყურონ როგორ კვდება მათი მსხვერპლი , ზოგი ამით თავს იკმაყოფილებს, ზოგი ანგარიშს ასწორებს საკუთარ წარსულთან და ა.შ
ეს კაცი არის უკრაინელი სერიული მკვლელი , რომლის დაჭერასაც პოლიციამ დიდი დრო მოანდომა…
ეს ქალბატონიც სერიული მკვლელია , მას საკმაოდ მძიმე ბავშვობა ჰქონდა, სწორედ ეს არის მისი ფსიქიკური აშლილობის მიზეზი …
არსებობს ტესტი , რომელიც ადგენს არის თუ არა ადამიანი მანიაკი , მას უწოდებენ “ალტმანის შკალას” …
იცოდით , რომ ყველა მანიაკალურ სინდრომს თავისი სახელი ჰქონდა ??
* ბედნიერი მანია – კლასიკური მანიაკალური სინდრომი , საკმაოდ მოძრავი ხდება ამ დროს ადამიანი …
* ბრაზიანი მანია – ამ დროს ადამიანი ხდება საკმაოდ ბრაზიანი , ღიზიანდება ყველაფერზე , ფეთქებადი ხასიათი უყალიბდება, აგრესიული ხდება და ამასთან ერთად სიამოვნებს თავისი აგრესიულობა, ანუ მიდრეკილება აქვს კონფლიქტების მიმართ ..
* მანიაკალურ-პარანოიდული შემთხვევა – ასეთ ადამიანებს დიდი ინტერესეი უჩნდებათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შესახებ და ხშირად ახასიათებთ ქუჩაში მალულად ვინმეს დევნა ..
* ანეიროდული მანია – ეს არის ასე ვთქვათ მანიაკალური შკალის პიკი ! ასეთი ადამიანი ძალიან ავად არის , ამ სინდრომთან ერთად ჩნდება ადამიანის გონების დარღვევა , ჰალუცინაციები აქვს ადამიანს და ხშირად მათი (ჰალუცინაციების) შთაგონებით მიდის ადამიანის მკვლელობაზე (შემდეგ ეს მათთვის ან გასართობი ხდება , ან უბრალოდ დავალებულ საქმეს ასრულებენ)
P.S – ცოტა ხნის წინ ინტერნეტში აღმოვაჩინე ისეთი საიტი სადაც კამათობენ კარგები არიან თუ ცუდები მანიაკები და შექმნილია 2 ჯუფი, პირველი ჯგუფი მხარს უჭერს მანიაკებს და უფრო მეტიც – მათ უყვართ მანიაკები . მეორე ჯგუფის წევრებს კი უბრალოდ ეზიზღებათ მანიაკები …