მწვანე ბილიკი
The Green Mile ანუ მწვანე ბილიკი სტივენ კინგის ცნობილი რომანის ეკრანიზაციაა.გადაღებულია 1999 წელს,რეჟისორ ფრენკ დარაბონტის მიერ. ითვლება ყველა დროის ერთ ერთ საუკეთესო ფილმად რეიტინგების მიხედვით.ფილმს მიღებული აქვს უამრავი საერთაშორისო ჯილდო სხვადასხვა კინოფესტივალებზე და ასევე 26 ნომინაცია,მათ შორის ოთხი ნომინაცია ოსკარზე. კინოფილმების რეიტინგების სახელგანთქმულ საიტზე IMDb, ყველა დროის 250 საუკეთესო ფილმს შორის ხმის მიცემის წესით ,,მწვანე ბილიკი,, ამ დროისთვის 73 ადგილს იკავებს.IMDb–ს რუსულ ანალოგზე kinopoisk.ru,ყველა დროის 250 საუკეთესო ფილმს შორის ხმების მიხედვით ფილმი მეორე ადგილზეა.აღსანიშნავია რომ მას უსწრებს ასევე ფრენკ დარაბონტის დრამა ,,გაქცევა შაუშენკიდან,, რომელიც IMDb ვერსიითაც უკვე წლებია არავის უთმობს პირველობას.ფილმის ბიუჯეტი შეადგენდა 60000000 დოლარს.მოგებამ კი 286000000 დოლარი შეადგინა.ამერიკის კინოთეატრებში ფილმი 27 მილიონმა მაყურებელმა ნახა.ფილმის ხანგრძლივობაა 189 წუთი. ისტორია იწყება შემდეგი სურათით:ღრმად მოხუცებული პოლ ეჯკომბი თავის მეგობარ ქალ ელენ კონელის უყვება თუ როგორ მუშაობდა სიკვდილმისჯილთა ბლოკის უფროსად მრავალი წლის წინ,ციხეში სახელად ,,ცივი მთა,,(ლუიზიანა) სიკვდილმისჯილთა საკნები მოთავსებულია პოლის ბლოკში.გარკვეული ხნის შემდეგ კი ისინი ელექტროსკამზე ასრულებენ სიცოცხლეს.აღსანიშნავია რომ ამ სიკვდილმისჯილთა ბლოკს სახელი არა მარტო ლუიზიანაში მთელ შტატებში აქვს გავარდნილი.სიკვდილმისჯილმა სასჯელის აღსრულების დროს მცველთა თანხლებით დერეფანი უნდა გაიაროს რომლის იატაკიც ღია მწვანე შეფერილობისაა.აქედან გამომდინარე სიკვდილმისჯილთა ბლოკს ხალხი ეძახის მწვანე ბილიკს. ერთ დღეს სიკვდილმისჯილთა ბლოკში მოჰყავთ საოცარი აღნაგობის აფროამერიკელი,სახელად ჯონ კოფი.პოლი და მისი თანაშემწეები ჯონის უზარმაზარი სხეულით გაოგნებულნი არიან.პოლი ზანგს სახელს ეკითხება.ზანგი პასუხობს რომ მისი გვარია coffey როგორც ერთერთი სასმლის სახელი თუმცა სხვანაირად იწერება.აქვე ვიგებთ რომ კოფიმ არც წერა კითხვა იცის.პოლი გოლიათს წესებს აცნობს და ეკითხება აქვს თუ არა მას კითხვები.კოფი ცრემლნარევი ხმით საუბრობს.მისი ერთადერთი თხოვნაა რომ ღამით შუქს ნუ ჩაუქრობენ რადგან სიბნელის ძალიან ეშინია.პოლი და მისი თანაშემწეები გაკვირვებულნი არიან რადგან დამეთანხმებით,სიბნელის შისი ასეთი გოლიათისთვის სრულიად შეუფერებელია.ამის შემდეგ კოფი საწოლზე ჩამოჯდება და ამბობს:მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო,ყველაფრის გამოსწორება მინდოდა მაგრამ უკვე გვიანი იყო,, ლოგიკურია რომ ეჯკომბი კოფის ისტორიით უაღრესად დაინტერესდა.ის იმ დღესვე გაეცნო ზანგის დანაშაულს,რის გამოც მას სიცოცხლის ელექტროსკამზე დასრულება მიუსაჯეს.დანაშაული შემზარავი იყო პოლი შოკში აღმოჩნდა.ჯონ კოფის ბრალი ედებოდა ორი მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურებაში და მათ მოკვლაში.გოგონების საძებნელად წამოსულმა ხალხმა კოფი მაშინ იპოვეს როცა ის გოგონების გვამებს შორის სისხლში მოთხვრილი იჯდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გულამოსკვნით ქვითინებდა. სიკვდილმისჯილთა ბლოკ ,,მწვანე ბილიკში,, პოლ ეჯკომბის გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი მსახურობდა.მათგან ერთერთი ბრუტუს ჰაუელი პოლთან ყველაზე ახლოს იყო.ასევე იყვნენ ჰარი და დინ სტენტონი და ბოლოს ყველასათვის საძულველი პერსი უიტმორი.პერსი მხდალი ადამიანია.პატიმრებს სასტიკად ექცევა და მწარედ დასცინის.ამის გამო პერსი არავის უყვარს.პერსის ჰყავს გავლენიანი ახლობლები რის წყალობითაც ციხეში სამუშაოდ მოეწყო მიუხედავად იმისა რომ ასეთ საქმეში ის საერთოდ არ ვარგა.აქვს არაფრისმომცემი და ბოროტი ახირებები.უნდა რომ სიკვდილით დასჯის ცერემონიალი ჩაატაროს და რაც მთავარია მისტერ ჩინგლზი!!!!!მისტერ ჩინგლზი მთაგვია რომელიც ციხეში მოიშინაურა სიკვდილმისჯილმა ედვარდ დელაკრუამ.პერსის წარუხოცელი ოცნებაა ამ თაგვის დაჭერა და მოკვლა.მაგრამ ამაში მას ხელს თანამშრომლები უშლიან რადგან მისტერ ჩინგლზი პატიმარ დელაკრუას ერთადერთი მეგობარია.
პოლ ეჯკომბი მწვანე ბილიკის ფონზე ჯონ კოფის ციხეში მოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ მოჰყავთ კიდევ ერთი სიკვდილმისჯილი ერთობ საშიში დამნაშავე მეტსახელად ველური ბილი.ბილი პირველივე დღეს აგრძნობინებს ყველას თუ რა ნაძირალა და გაიძვერაა.აღსანიშნავია რომ გოლიათ კოფის ბილი ძალზე არ მოსწონს და ამბობს რომ ბილი ცუდი ადამიანია. პოლი დაავადებისგან საშინლად იტანჯება.მას შარდის ბუშტის ინფექცია აქვს,რის გამოც საშინელი ტკივილები აქვს და ამის გამო ნორმალურად ვერც კი შარდავს.პოლს ექიმებმაც კი ვერაფერი უშველეს.მაგრამ აი აქ გვაკვირვებს პირველად ჯონ კოფი.ის დაავადების არეში ხელის შეხებით კურნავს ეჯკომბს.რის შედეგადაც დაავადება მასში გადადის.კოფი კი დაავადებას პირიდან გამოდევნის გარეთ.ამ სანახაობის შემყურე პოლი გაოგნებული რჩება.კიდევ უფრო გაოგნებულია მაშინ როდესაც დაავადება აღარ აწუხებს.ის კოფის მეორე დღეს მისი ცოლი მიერ გამომცხვარ ნამცხვარს წაუღებს.კოფი საჩუქარს ბავშვური სიხარულით იღებს. ამ საოცარი ფაქტის შემდეგ პოლი ჯონ კოფის იდუმალი პიროვნებით კიდევ უფრო ინტერესდება.ის გაესაუბრება ადვოკატს რომელიც გოლიათს სასამართლოში იცავდა.პოლის აზრით შეუძლებელია ასეთი სუსტი ხასიათის მქონე ადამიანს ასეთი საშინელება ჩაედინა.ადვოკატის აზრით კი კოფი ნამდვილად დამნაშავეა,რომ ამაში ეჭვის შეტანაც არ შეიძლება. ველური ბილი თავის შეუპოვრობას ავლენს და ორი კვირით კარცერში ამოყოფს თავს.ამასობაში დელაკრუა მისტერ ჩინგლზს ისე გაწვრთნის რომ მათი ოინების ყურება ნამდვილი სანახაობაა.ამ დროს დერეფანში მორბენალ თაგუნას პერსი ფეხით გასრესს რასზეც დელაკრუას სასო წარეკვეთება.აქ კი საქმეში კვლავ სასწაულთმოქმედი უნარით დაჯილდოებული აფროამერიკელი ერთვება და მკვდარ მისტერ ჩინგლზს აცოცხლებს.პოლი,დინი,ჰარი და ბრუტუსი გაოგნებულნი შესცქერიან ამ სანახაობას.რის შემდეგაც პერსის აიგდებენ მასხრად.საწყალი პერსი ლამის ჭკუიდან იშლება. როგორც ცნობილია პერსი უიტმორის ოცნებას წარმოადგენდა სიკვდილით დაესაჯა პატიმარი.პოლი და ბრუტუსი პერსის უთანხმდებიან რომ მისცემენ უფლებას უხელმძღვანელოს სიკვდილით დასჯას რის სანაცვლოდაც ის უნდა წავიდეს ციხიდან.პერსი თანახმაა. დელაკრუას სიკვდილით დასჯის დროც მოვიდა.პერსის სწორედ ამ სიკვდილით დასჯაზე უნდა ეხელმძღვანელა.მისტერ ჩინგლზი პოლმა და ბრუტუსმა ჩაიბარეს.დროებით კი კოფის მიაბარეს.პერსიმ,რაკი დელაკრუა ჭირის დღესავით სძულდა გადაწყვიტა ედვარდი განსაკუთრებულად დაესაჯა.მან ელექტროდენის ჩართვის მომენტში წყლის ღრუბელი არ დაასველა რაც იმას ნიშნავს რომ ედვარდს უნდა ეწვალა და მცირე ხანში ვერ მოკვდებოდა.მოხდა საშინელება.ედვარდ დელაკრუას სხეული ხალხის წინაშე დაიწვა.ჯოხი რასაკვირველია პერსიზე გადატყდა.
ეჯკომბი თანამშრომლებს სადილად იწვევს.სადილის დროს ისინი კოფიზე ლაპარაკობენ.აი აქ კი პოლი ამბობს რომ ასი პროცენტით დარწმუნებულია ზანგის უდანაშაულობაში.მას არ სჯერა რომ მკვლელობა ჯონმა ჩაიდინა.სადილზე გადაწყდება რომ ჯონს წაიყვანენ ციხის უფროსის ცოლთან რომელიც ტვინის სიმსივნითაა დაავადებული.ციხის უფროსი ჰელი პოლის მეგობარია.პოლს კი სურს რომ ჰელს დაეხმაროს და რისკზე მიდის. საღამოთი ველურ ბილს პოლი წამალს ჩაუყრის და დააძინებს.ხოლო პერსის კარცერში აგდებენ.დინ სტენტონი ბლოკში რჩება.ბრუტუსს პოლსა და ჰარის კი ჯონი მიჰყავთ ჰელის სახლში. უნდა ნახოთ რა ბავშვური სიხარულით ასცქერის ცას ჯონ კოფი.ის ბუნების თვალიერებით ვერ ძღება და ამ დროს უბედნიერესი ადამიანია. ჰელი ამ კომპანიის დანახვით ძალზე გაკვირვებულია.ყოყმანის შემდეგ ის ჯონს ნებას რთავს მელინდასთან შევიდეს.მელინდა საშინელ მდგომარეობაშია და ჯონს წინააღმდეგობას უწევს.თუმცა შემდეგ ჯონი ამშვიდებს.ის მელინდას პირთან დაიხრება და სიმსივნეს გარეთ გამოდევნის,თავის სხეულში.სახლი ზანზარებს,ძლიერი ენერგეტიკული ველისგან მინები იბზარება და ნათურები სკდება.როცა ჯონი მელინდას განკურნავს მელინდა არნახულად გაახალგაზრდავებული და გალამაზებულია.ის მადლობას უხდის ჯონს და სახსოვრად მედალიონს ჩუქნის. ჰელს ცრემლები წასკდება.
ჯონი თავისი სხეულიდან დაავადების გამოდევნას ვერ ახერხებს და ძალიან სუსტდება.პოლსა და ბრუტუსს იგი ბლოკში მოჰყავთ და საკანში აწვენენ.რის შემდეგაც პერსის ათავისუფლებენ.დერეფანში მიმავალ პერსის ჯონ კოფი საკნიდან იჭერს და მელინდასაგან გადმოდებულ დაავადებას პერსის შეუყვანს სხეულში.ამის შედეგად პერსი გიჟდება და ველურ ბილის კლავს.პერსის საგიჟეთში ათავსებენ.გაოგნებული პოლი კოფის ეკითხება თუ რატომ გააკეთა ეს. კოფი ცრემლების ღვრით პასუხობს ,,მე ისინი ორივე დავსაჯე რადგან ცუდი ადამიანები იყვნენ,, და პოლს ხილვას უვლენს სადაც პოლი ყველაფერს ხვდება.გოგონები რომელთა გაუპატიურებასა და მკვლელობას ჯონ კოფის აბრალებდნენ ველური ბილის მოკლულები ყოფილან.რომელიც იმ დროს გოგონების მამასთან,მუშაობდა მოჯამაგირედ.ბილიმ გოგონებს უთხრა:რომელიმე თუ იყვირებს მეორეს მოვკლავო და ამგვარად დააშინა ბავშვები.ჯონ კოფის მხოლოდ უნდოდა სიკვდილის პირას მყოფი ბავშვები გადაერჩინა ისევე როგორც გადაარჩინა მისტერ ჩინგლზი,მელინდა და განკურნა პოლი.მაგრამ მან ეს ვერ მოასწრო რადგან თავს გოგონების მაძებარი ხალხი წამოადგა და ყველაფერი მას დაბრალდა.კოფიმ თავის დაცვა და მართლება თავისი ბავშვური ხასიათისა და სუსტი ნერვების გამო ვერ მოახერხა (რომც დაეცვა ვინ დაუჯერებდა ზანგს?)პოლი შოკშია.აქვითინებული კოფი კი მას ასეთ სიტყვებს ეუბნება ,,ისინი ერთმანეთის სიყვარულმა მოკლა და ასე ხდება ყოველდღე მთელ მსოფლიოში,, და რომ მას ასეთი ბოროტების ყურება არ შეუძლია და რომ ის ძალიან დაიღალა.
ჯონ კოფი ყველა ადამიანმა ძალიან შეიყვარა ვინც მისი ისტორია გაიგო.მას ყველა მოწიწებით და თავაზიანად ელაპარაკებოდა როგორც ღვთის მიერ მოვლენილ სასწაულს.მაგრამ აი მოახლოვდა დღე რომელიც პოლ ეჯკომბის ცხოვრებაში ყველაზე რთული იქნება.მან ჯონ კოფის სიკვდილით დასჯის ბრძანება უნდა გასცეს.პოლი თანაშემწეების თანხლებით შედის კოფის საკანში და ძალიან თბილად ეუბნება: ,,ჯონ,იცი თუ არა რომ შენი სიკვდილით დასჯიდ დღე მოახლოვდა? ჯონი პასუხობს რომ იცის.პოლი,დინი,ჰარი და ბრუტუსი იმის ცდაში არიან რომ სიკვდილის წინ როგორმე ასიამოვნონ კაცს რომელმაც მათ ამდენი სიკეთე უყო.ჯონი ძალიან მორიდებით ითხოვს თავის საყვარელ კერძებს და ბოლოს თითების მტვრევით ამბობს რომ ფილმის ყურებაც ძალიან უნდა.მას საწადელს უსრულებენ.ჯონი ისევდაისევ ბავშვური სიხარულით უყურებს ფილმს.
სიკვდილით დასჯის დღეს ჯონთან პოლი შედის.ჯონი მას სთხოვს რომ ლოცვა წაუკითხოს თვითონ და არა მღვდელმა.პოლსა და ბრუტუსს ჯონი მწვანე ბილიკზე გაჰყავთ.ისინი ელექტროსკამის დარბაზში შედიან სადაც უამრავი ხალხი ზის რომელთაც ჯონის სიკვდილი სურთ.ჯონს ეს ძალიან აწუხებს.,,მე ვგრძნობ რომ ამ ხალხს ვძულვარ,, ამბობს ის მწუხარებით.ბრუტუსი მას ეუბნება ,,სამაგიეროდ ჩვენ გვიყვარხარ ჯონ,, ჯონს ელექტროსკამზე სვამენ.დინ სტენტონი საერთოდ ცრემლად იღვრება.ბრუტუსსა და პოლსაც უჭირთ თავის შეკავება.ჯონი ითხოვს რომ თავზე ტომარა არ ჩამოაფარონ რადგან სიბნელის ეშინია.პოლს ძალიან უჭირს ბრძანების გაცემა ის ჯონს ხელს ჰკიდებს და მის უკანასკნელ აზრს იგებს: ,,ისინი ერთმანეთის სიყვარულმა მოკლა და ასე ხდება ყოველდღე მთელ მსოფლიოში,,პოლი ატირდა,დინი საერთოდ მდუღარებას აფრქვევს… ირთვება ელექტროდენი და ადამიანის ხელმა კიდევ ერთი ღვთიური საოცრება გაანადგურა.
ისევ ჩვენი დრო.პოლს ამ გრძელი ამბის შემდეგ ელენი ტყეში მიჰყავს და მისტერ ჩინგლზს აჩვენებს რომელსაც ჯონმა თავისდაუნებურად გადასცა უკვდავება.პოლიც უკვე 108 წლისაა.ის ამბობს ,,მე დავიწყევლე რადგან ღვთის მიერ შექმნილი საოცრების განადგურებას წინ არ აღვუდექი,, ახლა მე სიკვდილს ველი ის კი არ მოდის.აი ასე დამსაჯა ღმერთმა.მე ვუყურე ყველა ჩემი მეგობრის სიკვდილს და შენს სიკვდილსაც ვუყურებ ელენ! ამ მომენტიდან წლების შემდეგ პოლი ისევ ცოცხალია.ელენი უკვე გარდაიცვალა. ბოლო კადრებში პოლი დასაძინებლად წვება და თან ფიქრობს ,,თუ პატარა თაგუნამ ამდენი იცოცხლა,მაშინ მე,ადამიანი რამდენს ვიცოცხლებ?ბოლოს ის ამბობს: ,,ნეტავ სადამდე მიდის ჩემი მწვანე ბილიკი?
მართლაც გენიალური ფილმი და გენიალური წიგნია.და ბოლოს ერთი პარალელი.ჯონ კოფი ამ ნაწარმოებში იესო ქრისტეს პროტოტიპია (J. C.) J ESUS C HRIST ჯონ კოფი იყო უცოდველი,ღმერთის მიერ თავის სადიდებლად დედამიწაზე მოვლენილი ქმნილება.ადამიანი რომელიც მას ანადგურებს სასტიკად ისჯება და აკი დაისაჯა კიდეც.კიდევ რამდენი ღვთიური რამე გაუნადგურებია ადამიანის ხელს.მაგრამ ყველა ისჯება?ასე ხდება,ყოველდღე,მთელ მსოფლიოში მაგრამ ჯონ კოფისგან განსხვავებით ამას ყველა უძლებს.
დიდი მადლობა.ეს ჩემი პირველი პოსტია და ძალიან მკაცრადაც ნუ განმსჯით :)