გასართობისაკითხავისურათები

სტენ ლის კამეოები მარველის ფილმებში

სტენ ლი მარველის კომიქსების ავტორი და მათი სულისშთამბერია, მის გარეშე არ იარსებებდა ის საოცარი ისტორიები სუპერ გმირებზე, რომლებიც უკვე ნახევარი საუკენეა, რაც მკითხველის გულს იპყრობს. სხვადასხვა დროს მხატვარ ჯეკ კირბისთან თანამშრომლობით მან შექმნა ისეთი გმირები, როგორებიცაა ადამიანი–ობობა, რკინის კაცი, ჰალკი, ფანტასტიკური ოთხეული და სხვა მრავალი იქს–ადამიანი თუ შურისმაძიებელი. შეიძლება ზოგმა არც კი იცის, რომ სტენ ლის ამ კომიქსების ეკრანიზაციებში მცირე ეპიზოდური როლები აქვს, ხშირად უსიტყვო და საკმაოდ სახალისო. პოსტის ბოლოს იხილეთ მათი ამსახველი ვიდეო.

 

იქს–ადამიანები / X-Men

იქს–ადამიანების ტრილოგიის პირველ ფილმში სტენ ლე თამაშობს ჰოთდოგის გამყიდველს, რომელიც ჩანს, მაშინ როდესაც მაგნეტოსგან გამოქცეული შიშველი სენატორი კელი სანაპიროზე ადის.

 

ადამიანი–ობობა / Spider-Man

“ადამიან–ობობაში” სტენ ლი ჩვეულებრივი მოხუცია, რომელიც ობობასა და მწვანე გობლინს შორის ბრძოლისას, პატარა გოგონას გადაარჩენს.

 

თავზეხელაღებული / Daredevil

ახალგაზრდა, ბრმა მეტ მერდოკი (თავზეხელაღებული) აჩერებს სტენ ლის, როდესაც ის აპირებს გზის გადაკვეთას და ამით გადაარჩენს ავტობუსის დარტყმისგან.

 

ჰალკი / Hulk

ჰალკის 2003 წლის ეკრანიზაციაში სტენ ლი და ლუ ფერინო (მსახიობი, რომელმაც ჰალკი განასახიერა რამდენიმე სატელევიზიო ფილმში. წარმოუდგენელ ჰალკსა და შურისმაძიებლებში ის ასევე ახმოვანებს ამ პერსონაჟს.) გვევლინებიან ბრიუს ბანერის ლაბორატორიის მცველებად. ეს არის სტენ ლის პირველი კამეო, რომელშიც საუბრობს.

 

ადამიანი–ობობა 2 / Spider-Man 2

“ადამიანი–ობობა 2″–ში ლი კვლავ სიცოცხლის გადამრჩენად გვევლინება, ამჯერად ის ქალბატონს გადაარჩენს ობობისა და ოქტოპუსის ბრძოლის დროს.

 

ფანტასტიკური ოთხეული / Fantastic Four

“ფანტასტიკურ ოთხეულში” სტენ ლი თამაშობს თავის მიერვე შექმნილ კომიქსის პერსონაჟს, ვილი ლამპკინს, რომელიც ოთხეულის ფოსტალიონია.

 

იქს–ადამიანები: უკანასკნელი ბრძოლა / X-Men: The Last Stand

ფილმის საწყის კადრებში სტენ ლი და მარველის კომიქსების მწერალი, კრის კლერმონი თამაშობენ ჯინ გრეის მეზობლებს. ლის, რომელიც ბაღს რწყავდა ჯინი ტელეპათიური ნიჭით ხელს შეუშლის და წყალს ჰაერისკენ მიმართავს.

 

ადამიანი–ობობა 3 / Spider-Man 3

ობობის ტრილოგიის დასკვნით ნაწილში ლი ტაიმზ-სქვერზე ხვდება პიტერ პარკერს, სადაც ორივე კითხულობენ ნიუსს ადამიანი–ობობას შესახებ. ამის შემდეგ ლი პიტერს ეუბნება, რომ როგორც ჩანს ერთ ადამიანსაც შეუძლია რაღაცის შეცვლა.

 

ფანტასტიკური ოთხეული: ვერცხლისფერი სერფერის აღზევება / Fantastic Four: Rise of the Silver Surfer

ოთხეულის მეორე სერიაში სტენ ლი პირველად თამაშობს საკუთარ თავს. რიდისა და სიუს პირველი ქორწილში მას დაცვა არ უშვებს, რადგან არ სჯერათ, რომ ის მართლაც სტენ ლია.

 

რკინის კაცი / Iron Man

“რკინის კაცში” ლი კვლავ საკუთარ თავს თამაშობს, თუმცა ტონი სტარკს ის პლეიბოის დამაარსებელ ჰიუ ჰეფნერში ერევა. ამ სცენის სხვა ვერსიაში ტონი შეცდომას ხვდება და ლის ბოდიშს უხდის.

 

წარმოუდგენელი ჰალკი / The Incredible Hulk

ჰალკის 2008 წლის ეკრანიზაციაში ლი სვამს წვენს, რომელშიც ბრიუს ბანერის სისხლი ურევია. ამის გამოყენებით გენერალი როსი ახერხებს ჰალკის ადგილმდგომარეობის დადგენას.

 

რკინის კაცი 2 / Iron Man 2

“რკინის კაცი 2″–ში სტარკს კვლავ ერევა სტენ ლი სხვა ადამიანში, ამჯერად ლარი კინგში.

 

თორი / Thor

“თორში” სტენ ლი ერთ–ერთია იმ ადამიანთაგან, რომლებიც თორის უროს, მიოლნირის გარშემო იკრიბებიან. ლი მიოლნირის მიწიდან ამოღებას მანქანის გამოყენებით შეეცდება.

სტენ ლის ასევე აქვს ეპიზოდური როლი ფილმში “კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი”, რომელიც დღეს ვნახე, თუმცა მისი ნახვის სიამოვნებას თქვენ დაგიტოვებთ. უკვე ცნობილია, რომ ლი გამოჩნდება “შურისმაძიებლებსა” და “საოცარ ადამიან–ობობაში”.

www.sincopy.com (გვერდი Facebook-ზე)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close