არქივი

არაკომპეტენტურობა – ნაბიჯი კარიერის მსხვრევისაკენ

e0f5c282bdaa
გაგრძელება, V ნაწილი

სავარაუდო გამონაკლისი #2: “გადაწოდება გვერდით”

“გადაწოდება გვერდით”, თავის მხრივ წარმოდგენს ფსევდოდაწინაურების სხვა სახეობას. არაკომპეტენტური თანამშრომელი, ყოველგვარი დაწინაურების გარეშე ღებულობს, ახალ და უფრო მეტად ჟღერად ტიტულს და გადაყავთ სამსახურებრივი შენობის გაუქმებულ ნაწილში არსებულ კაბინეტში

რ. ჩურბანი, მუშაობს ფირმა “X”-ში,  კანტორის მმართველად,  სადაც გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა. “გვერდით გადაწოდებამ”  ის გადააქცია კომუნიკაციების კოორდინატორად, რომელიც აკონტროლებს ფირმის შიდა მიმოწერის რეგულციას, თუმცა ფირმას ეს აბსოლიტურად არაფერში ჭირდება,  რადგან მიმოწერა ავტომატურად, სპეც. პროგრამის საშუალებით  კონტროლდება. ანუ სახეზეა გვერდზე გადაწოდების კლასიკური ნიმუში.

ავტომშენებელი წარმოების კართოტეკა, შემთხვევა #8

ფირმა “ძ”-მ შეიმუშავა “გვერდით გადაწოდების” უფრო დეტალური სქემა, ვიდრე სხვა იერარქიის საფეხურებისთვის. ფირმას გააჩნია განყოფილებები მთლიან ქვეყანაში და მას 25 ფირმის წევრი გაგზავნილი ჰყავს პროვინციებში რეგიონალური ვიცე პრეზიდენტის რანგში.

ფირმამ ააშენა სასტუმრო და მმართველად გაუშვა ერთ ერთი განყოფილების უფროსი.

სხვა “ზედმეტი” ვიცე პრეზიდენტი,  უკვე სამი წელია შრომობს ფირმის წარსულის ისტორიაზე.

ყველა ეს შემთხვევა მაიძულებს მივიდე დასკვნამდე, რომ რაც უფრო მსხვილია იერარქია, მით უფრო ადვილია გამოიყენო მეთოდი “გვერდით გადაწოდება”.

უწონადობის მწვერვალი.

სახელმწიფო სტრუქტურის მთლიანი საშტატო განაკვეთი 82 ადამიანის შემადგენლობით გადაყვანილ იქნა სხვა სახელმწიფო სტრუქტურაში. შედეგად ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი დარჩა ხელქვეითებისა და საქმის გარეშე. აქ ჩვენ ვხვდებით იშვიათ შემთხვევას – იერარქიულ პირამიდას, რომელიც შედგება ჰერში ჩამოკიდებული, უფუნქციო, მხოლოდ ერთი იერარქიული მწვერვალით. ამ საინტერესო მოვლენას დავარქვი, უწონადობის მდგომარეობის მწვერვალი.

სავარაუდო გამონაკლისი #3 პიტერის ინვერსია

ჩემი მეგობარი მოგზაურობდა ქვეყანაში, სადაც ალკოჰოლით ვაჭრობა წარმოადგენს სახელმწიფო მონოპოლიას. თავის ქვეყანაში დაბრუნების წინ ის მივიდა ერთ ერთ სახელმწიფო ღვინის მაღაზიაში და იკითხა, თუ რამდენი ღვინის ბოთლის გატანა შეუძლია ერთ ადამიანს საზღვარგარეთ.

–   თქვენ ეს შეგიძლიათ გაიგოთ მებაჟისაგან – მიუგო გამყიდველმა.

–   მაგრამ მე მინდა ვიცოდე ახლა – უპასუხა მეგობარმა – რომ ვიყიდო იმდენი, რამდენსაც გავიტან საზღვარზე.

–   ეს ეხება საბაჟო წესებს და ჩვენ ამასთან შეხება არ გვაქვს, – უთხრა გამყიდველმა.

–    მაგრამ თქვენ ხომ იცით ეს წესები.

–    რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ არანაირი შეხება არ გვაქვს საბაჟოსთან ამიტომ არ შემიძლია გაცნობოთ.

ალბათ ხანდახან თქვენც გპასუხობენ: “ჩვენ ასეთ ცნობებს არ ვიძლევით”,  მოსამსახურემ რა თქმა უნდა იცის როგორ გადაწყვიტოს თქვენი პრობლემა, ეს თქვენც იცით, მაგრამ ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო ის არაფერს არ გეტყვით.

ერთხელ, როცა მე გავხდი პროფესორი ერთ ახალ უნივერსიტეტში, მისმა ბუღალტერიამ გადმომცა სპეციალური მოგზაურობის მოწმობა, რომელიც მაძლევდა საშუალებას, უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიის სალაროდან მიმეღო ფული ქვითრების გამოყენებით. მე გავემართე აღნიშნული მაღაზიისკენ, წარვადგინე მოწმობა და მოგზაურობის ამერიკული ბიუროს მიერ გაცემული ქვითარი ოც დოლარზე.

– ჩვენ ვანაღდებთ მხოლოდ იმ თანხას, რომელიც გაცემულია კერძო პირების მიერ  – მითხრა მაღაზიის მოლარემ.

– მაგრამ ეს ქვითარი, უკეთესია კერძო პირის მიერ გაცემულ ქვითარზე. მე შემიძლია ეს ქვითარი გავანაღდო ნებისმიერ მაღაზიაში, სპეციალური მოწმობის გარეშეც, მოგზაურობის ბიუროს ქვითარი ნაღდ ფულზე  არანაკლებია.

მას შემდეგ რაც ჩვენმა დისკუსიამ შედეგი არ გამოიღო, ვთხოვე მმართველთან დავეკავშირებინე. მან მოთმინებით მომისმინა და უკმაყოფილო სახით განაცხადა:

–   ჩვენ არ ვანაღდებთ მოგზაურობის ბიუროს ქვითრებს.

თქვენ ალბათ ხშირად გსმენიათ საავადმყოფოებზე, სადაც ძვირფას დროს ხარჯავენ არაფრის მომცემ ანკეტების შევსებაზე, მანამ სანამ გადაუდებელ დახმარებას გაუწევენ უბედური შემთხვევის მსხვერპლს. თქვენ ასევე გსმენიათ მედდაზე, რომელიც მძინარე ავადმყოფს აღვიძებს სიტყვებით: “გაიღვიძეთ, თქვენ უნდა მიიღოთ დამამშვიდებელი”.

შეიძლება თქვენ წაგიკითხავთ ირლანდიელი მაიკლ პატრიკის შესახებ, რომელსაც თერთმეტი თვის განმავლობაში ამყოფებდნენ ჰონკონგსა და მაკაოს შორის მცურავ გემზე, მას არ გააჩნდა აუცილებელი დოკუმენტაცია, რომ ჩამოსულიყო რომელიმე ნაპირზე და არც არავის სურდა ამ დოკუმენტის გაცემა.

“პატარა”  ჩინოვნიკები, რომლებსაც არა აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება, მანიაკალური სიჯიუტით ითხოვენ ყველანაირი ანკეტის შევსებას, მიუხედავათ მათი საჭიროებისა და მიღებული სტანდარტებიდან მცირე გადახრასაც კი არ უშვებენ.

პროფესიონალური ავტომატიზმი

“პროფესიონალმა ავტომატმა” იცის, რომ საშუალება, მიზანზე უმთავრესია: ქაღალდი იმაზე მთავარია, რისთვისაც აღნიშნული ქაღალდი დამზადდა. ის უკვე ვეღარ ხედავს საკუთარ თავში ადამიანს, ვინც უნდა მოემსახუროს საზოგადოებას. ის საზოგადოებას უყურებს, როგორც საკუთარი თავის, ბიუროკრატიული პროცედურებისა და იერარქიის არსებობისათვის აუცილებელ ნედლეულს.

კლიენტებისა და მსხვერპლის თვალსაზრისით ასეთი “პროფესიონალი ავტომატი” აბსოლიტურად არაკომპეტენტურია. ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: “როგორ ახერხებს “პროფესიონალი ავტომატების” ესოდენ დიდი რაოდენობა წინსვლას კარიერაში?  შესაძლებელია მათზე არ ვრცელდება პიტერის პრინციპი?”

ამ კითხვაზე პასუხისათვის, მე ვსვამ უკუშეკითხვას: “ვინ საზღვრავს კომპეტენტურობის დონეს”

მომსახურის კომპეტენტურობა განისაზღვრება არა გარეშე პირების მიერ, არამედ იმათ მიერ, ვინც დგას იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე. თუ მისი ხელმძღვანელი ჯერ კიდევ იმყოფება კომპეტენტურობის შესაბამის დონეზე, მას შეუძლია შეაფასოს მასზე დაქვემდებარებული თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შედეგად მიღებული სარგებელი.

მაგრამ თუ ხელმძღვანელმა მიაღწია თავისი არაკომპეტენტურობის ზღვარს, მაშინ ის თანამშრომლის კომპეტენტურობას საზღვრავს არა სასარგებლო შედეგით, არამედ ინსტრუქციების, ბრძანებების, წესების ზუსტი დაცვით. სწორედ ამიტომ ის აფასებს თანამშრომლებში, შემსრულებლობას, აკურატულობას, მორჩილებას იერარქიით მაღლა მდგომთა მიმართ.

ასეთ პირობებში ეფექტურად შესრულებულ სამუშაოზე მეტად, ფასდება მოსამსახურის ის მახასიათებლები, რისი დამსახურებითაც ის ადვილად ეწერება იერარქიაში.

სწორედ ეს არის პიტერის ინვერსია, “პროფესიონალური ავტომატიზმი” შეიძლება განვსაზღვროთ როგორც “პიტერის პრინციპების გადაგვარება”

ახლა უკვე შეიძლება გაიგოთ, რითი ხელმძღვანელობდნენ შემდგომში დაწინაურებული “პროფესიონალი ავტომატები” თავიანთი სამუშაოს შესრულების დროს, თუ  ღვინის მაღაზიის გამყიდველი, ტურისტს მაშინვე აუხსნიდა საბაჟო წესებს, ტურისტი გაიფიქრებდა “როგორი თავაზიანია”, მაგრამ დირექტორი ამას აღიქვამდა, როგორც წესების დარღვევას.

თუ წიგნის მაღაზიის მოლარე მიიღებდა სამოგზაურო ბიუროს მიერ გაცემულ ქვითარს, მე ვიქნებოდი მადლობელი, თუმცა დირექტორი გამოუტანდა განაჩენს უფლებამოსილების გადამეტებისათვის.

“პროფესიონალი ავტომატების”  წინსვლის პერსპექტივები

როგორც დავინახეთ “პროფესიონალი ავტომატი” თავად გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებს. ისინი ყოველთვის ექვემდებარებიან და არასოდეს ღებულობენ გადაწყვეტილებებს. იერარქიის თვალსაზრისით ეს წარმოადგენს კომპეტენტურობის ნიშანს, შესაბამისად “პროფესიონალი ავტომატი” იმაღლებს კარიერას. მისი დაწინაურება გაგრძელდება მანამ, სანამ მას არ დანიშნავენ იმ თანამდებობაზე, სადაც მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. თუმცა ჩემი დაკვირვებით არსებობს ორი ტიპის მეორეხარისხოვანი გადაწყვეტილება რომლებსაც ღებულობენ დაწინაურების შემდეგ პროფესიონალი ავტომატები:

ა) გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს არსებულზე უფრო ზუსტი წესების დაცვას.

ბ) ახალი წესის შემოღება სადაც გათვალისწინებული იქნება, შემთხვევა, როცა არსებული, დადგენილი წესები ვერ მოქმედებს სიტუაციაზე.

სწორედ აქ მიაღწევს “ავტომატი” თავისი კომპეტენტურობის უკიდურეს ზღვარს.

გაგრძელება იქნება….

 

მსგავსი ამბები

Back to top button