არქივი

არაკომპეტენტურობა – ნაბიჯი კარიერის მსხვრევისაკენ

e0f5c282bdaa
გაგრძელება IV ნაწილი
დაფარული ნაკლი
იზიანი იყო კომპეტენტური სტუდენტი და დაამთავრა რა კოლეჯი, დაიწყო მუშაობა ფიზიკისა და ქიმიის მასწავლებლად. მისმა გაკვეთილებმა და ლაბორატორიულებმა ძალზე დააინტერესა ბავშვები და ისინი სიამოვნებით მუშაობდნენ ლაბორატორიაში. თუმცა იზიანი, მის მიერ გაკეთებული აუცილებელი საკლასო ჩანაწერებით აშკარად ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ხელმძღვანელობა კმაყოფილი იყო მისი გადმოცემული გაკვეთილებით.

პირველი ნაწილის სანახავად დააკლიკეთ აქ

მეორე ნაწილი

მესამე ნაწილი

იზიანი დანიშნეს “ზუსტ მეცნიერებათა კაბინეტის” გამგედ, სადაც აუცილებელი იყო სხვადასხვა მატერიალისა და აპარატურის შესყიდვა, ასევე ზუსტი ჩანაწერების კეთება ეტაპობრივად. აქ უკვე მისი არაკომპეტენტურობა აშკარა და თვალნათელი გახდა. უკვე მესამე წელი ხდებოდა როცა იზიანი უკვეთავდა ახალ გამაცხელებლებს, მაგრამ შესაერთებელი მილების გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ ძველი მილები მალე გამოდიოდა მწყობრიდან ისინი ლაბორატორიის თაროზე სულ მცირე და მცირე ხდებოდა, ხოლო ახალი გამაცხელებლების მარაგი კი იზრდებოდა.
იზიანის შემდეგ ეტაპზე დაწინაურებაზე საკითხი არ დგას და შესაბამისად ყველაზე დიდი თანამდებობა რომელიც მან დაიჭირა, არის ის სადაც იზიანი სრულიად არაკომპეტენტურია.

იერარქიის კიბის შედარებით მაღალი საფეხური
პროსტი იყო კომპეტენტური სტუდენტი და კაბინეტის ხელმძღვანელი. დაწინაურებით პროსტი გახდა დირექტორის მოადგილე. აღნიშნულ პოსტზე ის ყველასთან ახერხებდა ნორმალურ ურთიერთობას – მასწავლებლებთანაც და მშობლებთნაც, მან გამოავლინა სრული კომპეტენტურობა. ის შემდეგ ეტაპზეც დააწინაურეს და გახდა სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი.
მანმადე მას არ უწევდა შეხება სკოლის მართვის საბჭოსთან და სკოლის ინსპექტორთან, მალე აღმოჩნდა, რომ მას არ ყოფნიდა ტაქტი ასეთი მაღალი რანგის თანამშრომლებთან ურთიერთობისათვის. მაგალითად, სანამ ის აგვარებდა ორი მოსწავლის კამათს, მანმადე აცდევინებდა სკოლის ზედამხედველს მისაღებში.
ის ხარჯავდა დიდ ენერგიას და ძალისხმევას სკოლის ხელმძღვანელობისთვის და მას აღარ ყოფნიდა დრო და ენერგია მონაწილეობა მიეღო სკოლისთვის საჭირო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მან უარი განაცხადა გამხდარიყო სასწავლო ლიგის ხელმძღვანელი.
მისმა სკოლამ დაკარგა საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ხოლო მან – სკოლის მმართველთა საბჭოს ნდობა. საზოგადოება და მმართველთა საბჭო მას უყურებდა, როგორც არაკომპეტენტურ დირექტორს, ხოლო როდესაც განთავისუფლდა ადგილი სკოლის ზედამხედველის თანაშემწის პოსტზე, მმართველთა საბჭომ უარი განაცხადა ვაკანტურ ადგილას პროსტის დანიშვნაზე.
შესაბამისად ის დარჩება პენსიაში გასვლამდე, ცხოვრებით უკმაყოფილო სკოლის არაკომპეტენტურ დირექტორად.
ტირანმა თავი გამოავლინა კომპეტენტურ მასწავლებლად, კაბინეტის ხელმძღვანელად, დირექტორის მოადგილედ და დირექტორად. ის დანიშნეს სკოლის ზედამხედველის თანაშემწედ.
ადრე მას უწევდა მხოლოდ და მხოლოდ სკოლის მმართველთა საბჭოს პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება ზედაპირულად და ისიც მის ცხოვრებას ეფექტურად ატარებდა საკუთარ სკოლაში. ახლა უკვე როცა სკოლის ზედამხედველის თანაშემწე გახდა, მას მონაწილეობა უნდა მიეღო სკოლის მმართველთა საბჭოს პოლიტიკის განხილვაში დემოკრატიული პროცედურების დაცვით.
თუმცა ტირანის მსოფხედველობაში დემოკრატიული პრინციპები არ ზის. ის ყოველთვის ხაზს უსმევს თავის სპეციალურ განათლებას, ის თავს ახვევს თავის მოსაზრებებს საბჭოს წევრებს, ისევე როგორც ამას კლასის დამიგებლობის დროს აკეთებდა მოსწავლეებთან მიმართებაში. ის ცდილობს დაიმორჩილოს საბჭოს წევრები, როგორც იმორჩილებდა მის ხელქვეითებს დირექტორობის დროს.
ახლა უკვე საბჭო ტირანს თვლის ზედამხედველის არაკომპეტენტურ თანაშემწედ. შესაბამისად ის არ უნდა ელოდეს დაწინაურებას.

მოქმედების სხვა სპირალები
ზემოთმოყვანილი მაგალითები ტიპიურია, როგორც ე.წ.  “საწარმოო დაწინაურებისა”.  არსებობს მოძრაობის სხვა მიმართულებაც – “ადმინისტრაციული დაწინაურება”.  აღნიშნულის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს მის პოსლოგას კარიერა.
მის პოსლოგა, რომელიც იყო კომპეტენტური სტუდენტი და შესანიშნავი მასწავლებელი, დანიშნეს დაბალი კლასების მეთოდისტად. ახლა მან უნდა ასწავლოს, არა მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებს. თუმცა ის ძველებურად იყენებს მეთოდს, რომელიც იძლევა მაღალ შედეგს მოსწავლეების მომზადებისას.
მიმართავს რა მასწავლბლებს, ის საუბრობს ნელა და გამოკვეთილად, ის იყენებს, არა პროფესიონალურ, არამედ ყოფით სიტყვებს. თითოეულ აზრს ის გადმოსცემს რამოდენიმე მაგალითით და რაც შეიძლება მისახვედრად. მისი სახიდან არ ქრება ნაზი ღიმილი.
მასწვლებლებს კი აღიზიანებს მისი გადმოცემის სიმარტივე და მონოტონური ტონი. მათმა უკმაყოფილებამ მიიღო იმდენად რადიკალური ხასიათი, რომ ისინი ცდილობენ არ მიყვნენ მითითებებს და მეტიც, მოძებნონ სხვა ალტერნატივები, რათა არ შეასრულონ მის პოსლოგას მეთოდები.
მის პოსლოგა აღმოჩნდა აბსოლიტურად არაკომპეტენტური მეთოდისტი. შესაბამისად ის ვერასოდეს დაწინაურდება და ის დარჩება თავისი კარიერის მანძილზე არაკომპეტენტური დაბალი კლასების მეთოდისტი.

განსაზღვრეთ თვითონ!
თქვენ შეგიძლიათ მსგავსი შემთხვევები აღმოაჩინოთ ნებისმიერ იერარქიაში. გადახედეთ თქვენს თანამშრომლებს და თქვენ მონახავთ მათ შორის ადამიანებს, რომლებმაც მიაღწიეს საკუთარი რაკომპეტენტურობის ზღვარს. თქვენ აღმოაჩენთ, რომ ნებისმიერ “რჩეულ” იერარქიაზე წინ მიიწევენ მანამადე, სანამ არ ჩერდებიან. ჩაიხედეთ საკუთარ თავში და იკითხეთ: “კი მაგრამ ამ პრინციპებიდან გამონკლისი არ არსებობს? შესაძლებელია თუ არა მისი მოქმედებიდან გადახვევა”…
ამ საკითხის განხილვას ეძღვნება შემდეგი თავი

სავარაუდო გამონაკლისი
უმრავლესობა იმათგან, ვისაც ვაცნობ პიტერის პრინციპებს, არ მეთანხმებიან მის სამართლიანობაზე. ისინი ჯიუტად ცდილობენ მოძებნონ, ხანდახან კი, თავისი აზრით ნახულობენ კიდეც შეუსაბამობას ჩემს იერარქიულ სტრუქტურაში. ამიტომ მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ: სავარაუდო გამონაკლისით არ მისცეთ საკუთარ თავს მოტყუების უფლება.

სავარაუდო გამონაკლისი #1: მოულოდნელი წინსვლა
“რას იტყვით უოლტ ზატორის დაწინაურების შესახებ? ის იყო სრულიად არაკომპეტენტური, აჩერებდა ყველა საქმეს, ამიტომ ხელმძღვანელობამ გადაწყვითა გზიდან ჩამოეშორებინა მისი დაწინაურებით.”
მე მიხდება ასეთი კითხვები ხშირად მოვისმინო. გადავხედოთ მოვლენებს, რომელსაც მე ვუწოდე მოულოდნელი წინსვლა.
ზატორი თავისი ადგილის შეცვლით კომპეტენტური გახდა ახალ ადგილას? ცხადია არა. ის უბრალოდ გადაიყვანეს იმ ადგილიდან, სადაც მას სარგებელი არ მოქონდა, სხვა ახალ ადგილას, სადაც ისევ ვერ მოიტანს სარგებელს. ეკისრება თუ არა მას დიდი პასუხისმგებლობა? არა. აკეთებს თუ არა ის უფრო მეტს, ვიდრე აკეთებდა?  არა!
მოულოდნელი წინსვლა თავის მხრივ წარმოადგენს ფსევდოდაწინაურებას. ზატორის ტიპის ადამიანებს ჯერათ, რომ მიიღეს ნამდვილი დაწინაურება, სხვა ტიპის ადამიანები, კი მოვლენებს რეალურად აფასებენ. თუმცა ფსევდოდაწინაურების მთავარი აზრი არის ის, რომ მოატყუო ისინი, ვინც მოცემულ იერარქიას ვერ ერგებიან. თუ ეს მიზანი მიღწეულია, მაშინ ეს მანევრი შეიძლება ჩაითვალოს გამართლებულად.
მაგრამ გამოცდილ იერარქიოლოგის მოტყუება შეუძლებელია. იერარქიოლოგიულად ჭეშმარიტი დაწინაურება მხოლოდ იმ შემთხვევაშია, რომელსაც დაწინაურებული აჰყავს კომპეტენტურობის მოცემულ დონეზე.
როგორია მოულოდნელი წინსვლის წარმატებული შედეგი? დავუშვათ, რომ ბრიკნი არის ფირმის მფლობელი, სადაც მუშაობს ჯერ კიდევ კომპეტენტური ზემოთნახსენები ზატორი, მისი დაწინაურებით ბრინკი აღწევს სამ მიზანს:
1. ის მაქსიმალიზაციას უკეთებს წარსულ შეცდომას. იმის აღიარება, რომ ზატორი არაკომპეტენტურია, ნიშნავს საფუძველი მისცე აზრს, რომ “ბრიკინს თავიდანვე შეეძლო ეფიქრა ზატორის შემდეგი დაწინაურების სიმცდარეზე”, მაგრამ მოულოდნელი წინსვლის თეორია ამართლებს ამ დაწინაურებას.
2. ის თავის თანამშრომლებში ნერგავს “ცრუ” სასარგებლო ოპტიმიზმს. თუმცა ზოგიერთი იმათგანი აუცილებლად იფიქრებს: “თუ ზატორმა მიიღო დაწინაურება, მაშინ, იგივე მეც გარანტირებული მაქვს”.
3. ის ამყარებს იერარქიის საფუძვლებს. მართლია ზატორი არაკომპეტენტურია, მაგრამ ის იმდენად ჩახედულია ბრიკნის საქმეებში, რომ ის სამსახურიდან დათხოვნის შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს კონკურენტი ფირმის ხელში საშიშ იარაღად.

საერთო მოვლენა
იერარქიოლოგია გვკარნახობს, რომ ყველა წარმატებული ორგანიზაციის ადმინისტრაციულ დონეზე თავს იყრის უმოქმედო მასა, რომელიც შედგება ადამიანებისაგან ვისაც მოულოდნელი დაწინაურება შეეხო, ასევე მოულოდნელი დაწინაურების კანდიდატურები. ერთ ერთ ცნობილ ფირმაში, რომელიც ამზადებს საყოფაცხოვრებო ტექნიკას, უკვე ყავს ოცდასამი ვიცე პრეზიდენტი (!)

პარადოქსული შედეგი
რადიო-სატელევიზიო კორპორაცია “კილოჰერცი” ცნობილია თავისი სტუდიის მიღწევებით. ეს მიღწევები განპირობებულია მოულოდნელი დაწინაურების შედეგად. კორპორაციამ რამოდენიმე ხნის წინ, ყველა არასაჭირო თანამშრომელი, რომელიც მოკლებული იყო კორპორაციისთვის აუცილებელ უნარ ჩვევებს, გადაიყვანა სრულიად არასაჭირო მთავარ ადმინისტრაციულ კორპუსში, რაშიც დაეხარჯა 3 მილიონი დოლარი. ამ ადმინისტარაციულ კომპლექსში არ არის, არც სატელევიზიო კამერები, არც მიკროფონები, არც გადამცემები და საერთოდ, ის ყველაზე უახლოეს რადიოსადგურს მოცილებულია ასობით მილით. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ კომპლექსში ყოველთვის უზომოდ დატვირთულები არიან, ადგენენ ანგარიშებს, ხაზავენ სქემებს და ნიშნავენ მნიშვნელოვან შეხვედრებს ერთმანეთთან.
რამოდენიმე ხნის წინ კომპანია “კილოჰერცმა” გამოაცხადა თავისი კომპანიის რეორგანიზაცია, კოორდინაციის მიღწევის მიზნით. ოთხი ვიცე პრეზიდენტის ნაცვლად აიყვანეს რვა ვიცე პრეზიდენტი და პრეზიდენტის მოადგილე კოორდინაციის დარგში.
ასეთი ფორმით, მოულოდნელი დაწინაურების საშუალებით, კომპანიამ თავიდან მოიცილა არასაჭირო კადრები და თავიდან აიცილა თანამშრომელთა განთავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემები.

გაგრძელება იქნება …..

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button