გასართობისაკითხავისასარგებლო

this is the Zodiac speaking…….


ალბათ ბევრ თქვენგანს გაგებული გექნებათ სერიული მკვლელის შესახებ, რომელსაც ”ზოდიაკს” ეძახოდნენ…..

სანამ რამეს დავწერდე წინასწარ მინდა გითხრათ, რომ სიტყვა ზოდიაკი ვერაფრით ვერ გადავთარგმნე, (ან შეიძლება არც ითარგმნება, არ ვიცი), არ მინდოდა მისი სახელის გადაკეთება, მაგრამ ისიც არ გამოდიოდა ლათინური ასოებით დამეწერა მარტო ეგ სიტყვა, თან მთელი პოსტის განმავლობაში ბევრჯერ მომიწევს მისი გამოყენება, ამიტომ იმედია არ გამაკრიტიკებთ…

”ზოდიაკს” თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ 20 საუკუნის ჯეკ მფატრავი. მის სინდისზე 5 მკვლელობა და 2 დაჭრილი ადამიანია. (ხოლო ჯეკ მფატრავმა კი თუ არ ვცდები 6 ადამიანი მოკლა.).მის შესახებ დაწერილია 5 წიგნი და გადაღებულია 3 ფილმი, (ყოველ შემთხვევაში მე მეტი არ მინახავს, თუ ვცდები არც ეგ არაა პრობლემა,) ”ზოდიაკმა” ზედმეტსახელი თავად დაირქვა.


ბეტი ლუ ჯენსენი და დევიდ ფარადეი

მისი დაბადების თარიღი უცნობია, ამიტომ ბავშვობის შესახებ მე ვერაფერს ვერ მოგიყვებით. მისი ისტორია კი პირველი მკვლელობიდან იწყება. 1968 წლის 20 დეკემბერს, კოლეჯის სტუდენტები 17 წლის ბეტი ლუ ჯენსენი და 19 წლის დევიდ ფარადეი განმარტოვდნენ კალიფორნიის ერთერთ ტბასთან. სწორედ ამ ადგილას ჩაიდინა თავისი პირველი და თანაც ორმაგი მკვლელობა ”ზოდიაკმა”. დევიდი დაიღუპა მანქანის სალონში ერთი გასროლით, ბეტი კი გაქცევას ცდილობდა და მანქანიდან გადმოსვლაც კი მოახერხა, მაგრამ მისი სხეული 5 ტყვიით მანქანიდან დაახლოებით 10 მეტრში იპოვნეს. სექსუალური ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მათი სხეულები თავდასხმიდან რამოდენიმე წუთში აღმოაჩინეს, მაგრამ მკვლელის დაკავება ვერ მოხერხდა.
ბეტი ლუ ჯენსენის ნაცნობი იყო ”ზოდიაკის” მორიგი მსხვერპლი–დარლინ ფერინი. ისინი ერთ კოლეჯში სწავლობდნენ, (დარლინი უფროსი იყო,) კალიფორნიის ერთერთ ქალაქ ვალეიოში. შემდგომ, გამოძიების ჩატარების შედეგად გაირკვევა, რომ დარლინი თავად მკვლელსაც კი იცნობდა. მკვლელობიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ მისი ნათესავები და მეგობრები იხსენებენ, რომ დარლინს უთვალთვალებდა ვიღაც მამაკაცი, რომელიც ”ზოდიაკის” გარეგნობას შეესაბამებოდა. იგი ამის შესახებ მეგობრებსაც კი მოუყვა და დაამატა რომ მას ვიღაც კაციც კი ჰყავს მოკლულიო.


დარლინ ელიზაბეტ ფერინი და მაიკლ მეგოუ

ბეტი და დევიდის მკვლელობიდან 6 თვე იყო გასული. 1969 წლის 5 ივლისს, გვიან ღამით 22 წლის დარლინ ფერინი და მისი 19 წლის მეგობარი მამაკაცი მაიკლ მეგოუ (თუმცა დარლინი გათხოვილი იყო,) მანქანით იყვნენ გაჩერებული ერთერთ ღამის კლუბთან. მათთან ახლოს მდებარე ავტომობილში იმყოფებოდა მკვლელი, რომელსაც დარლინი როგორც ჩანს იცნობდა, რადგან მაშინ როდესაც მაიკლი შეშინდა (გვერდზე მანქანის მძღოლი უცნაურად იქცეოდა), დარლინმა უპასუხა–არაფერი განსაკუთრებული არ ხდებაო. დარლინი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მაიკლი გადარჩა. იგი სამ ადგილას იყო დაჭრილი. პოლიციამ მთელი 10 წუთი მოანდომა დანაშაულის ადგილზე მოსვლას, დარლინმა ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. მაიკლმა კი აღნიშნა, რომ მკვლელი მას ”დის” ეძახოდა (დარლინს ასე მხოლოდ მეგობრებისა და ახლობლების წრეში ეძახდნენ) და ასევე ჩააწერინა მკვლელის გარეგნული ნიშნები.
ამ ინცინდეტიდან ნახევარ საათში პოლიციაში დარეკა უცნობმა მამაკაცმა და შეატყობინა შემდეგი რამ: ”კოლუმბუსის ბულვარიდან 1 მილში, ყავისფერ მანქანაში არის 2 გვამი, მე ვესროლე მათ 9 მილიმეტრიანი ”ლუგერით”, ის ბავშვები შარშან ასევე მე მოვკალი.” როგორც შემდეგ გაირკვა ”ზოდიაკი” პოლიციის დეპარტამენტთან მდებარე ტელეფონ-ავტომატიდან რეკავდა. რამოდენიმე წუთში მან დარლინის სახლში დარეკა და მის ქმარს კითხა: ”რატომ არ ათევს შენი ცოლი შენთან ღამეებს?””


”ზოდიაკის” წერილი


აქ კი დაშიფრულია მისი სახელი

1969 წლის 31 ივლისს კალიფორნიის 3 გაზეთმა მიიღო ანონიმური წერილები.მათში ავტორი ზემოთხსენებულ მკვლელობებზე იღებდა პასუხისმგებლობას. ისინი ნაწილობრივ დაშიფრული იყო. მათი ამოხსნა ადგილობრივმა მათემატიკოსმა შეძლო, მას შემდეგ რაც ისინი გაზეთში გამოქვეყნდა. წერილები ხელმოწერილი არ იყო, თუმცა ეხატა რგოლი და მასში ჯვარი. მისი მნიშვნელობა კრიმინალისტებმა დღემდე ვერ გაიგეს, თუმცა არსებობს რამოდენიმე ვერსია. მაგალითად, იგი ძალიან გავს სამიზნეს. ასევე ასეთივე სიმბოლო ჰქონდა ერთერთ ამერიკულ კომპანიას, რომლის სახელიც არის ”ზოდიაკი”. შესაძლებელია მანიაკმა უბრალოდ ისესხა სახელი და სიმბოლო ამ კომპანიიდან. მან საკუთარი თავი ამ სახელით მონათლა უკვე შემდეგი წერილიდან, რომელიც სან ფრანცისკოს ერთერთმა გაზეთმა მიიღო. მას შემდეგ თითქმის ყველა წერილი იწყება ფრაზით ”ლაპარაკობს ზოდიაკი” და მთავრდება მისი ემბლემით.


სესილია შეპარდი და ბრაიან ჰარტნელპი

”ზოდიაკის” მომდევნო მსხვერპლიც წყვილი გახდა. 22 წლის სტუდენტი სესილია შეპარდი და 20 წლის ბრაიან ჰარტნელპი. ეს ყველაფერი მოხდა 1969 წლის 27 სექტემბერს კალიფორნიის ტბასთან. მათ მიუახლოვდა შავებში ჩაცმული მამაკაცი (ტანსაცმელზე ”ზოდიაკის” ნიშანით), რომელიც იარაღით ემუქრებოდა. ისინი ჯერ დააბა მანიაკმა თოკით, შემდეგ კი გოგონას მიაყენა დანით 10 ჭრილობა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა, ხოლო შემდეგ მამაკაცს 6-ჯერ ჩაარტყა დანა ზურგში. სანამ მანიაკი მიიმალებოდა მან მანქანის კარზე გააკეთა წარწერა.


წარწერა მანქანის კარზე, სადაც წინა მკვლელობების თარიღებიც არის მოხსენიებული


პოლ ლი სტაინი

”ზოდიაკის” უკანასკნელი მკვლელობა აბსოლიტულად განსხვავდებოდა წინა შემთხვევებისგან. მან მოკლა 29 წლის მარტოხელა ტაქსისიტი პოლ ლი სტაინი. 1969 წლის 11 ოქტომბერს მკვლელმა კეფაში ესროლა თავის მსხვერპლს სან ფრანცისკოს ერთერთ კარგად განათებულ გზაჯვარედინზე. მკვლელი ვერ ხვდებოდა, რომ მეზობელი სახლიდან უყურებდნენ ბავშვები. (ან მეორე ვერსიით ერთი გოგონა), რომლებმაც მკვლელი აღწერეს, როგორც შავგვრემანი მამაკაცი. მათ იგულისხმეს მზისგან გარუჯული, მაგრამ პოლიციამ ეს ყველაფერი გაიგო, თითქოს ბავშვებს შავკანიანი მამაკაცი ჰყავდათ მხედველობაში. შესაბამისად ყველას გადასცეს მისი ასეთი აღწერილობა. ასევე მანქანაზე აღმოაჩინეს თითის ნაწილობრივი ანაბეჭდი.დანაშაულის ადგილიდან ძალიან ახლოს ორმა პოლიციელმა საეჭვო თეთრი მამაკაცი შეამჩნიეს, მაგრამ რა თქმა უნდა არ დააკავეს, რადგან იგი არ იყო შავკანიანი და მათი კოლეგების მიერ გადმოცემულ აღწერილობას არ შეესაბამებოდა.


”ზოდიაკის” ფოტორობოტი

მოწმეების აღწერით ”ზოდიაკი” იყო საშუალო სიმარლის, ჩაფსკვნილი მამაკაცი და ატარებდა სათვალეს. წერილებში იგი ამტკიცებდა, რომ მკვლელობის დროს სათანადოდ ინიღბებოდა.
რამოდენიმე დღეში სან ფრანცისკოს გაზეთის რედაქციაში კვლავ მოვიდა წერილი, კონვერტში კი მასთან ერთად იდო პოლ სტაინის გასისხლიანებული პერანგის ნაჭერი.
”ზოდიაკს” მეტი არავინ მოუკლვას, მაგრამ წერილების წერას განაგრძობდა. ერთერთ მათგანში იმუქრებოდა, რომ ააფეთქებდა სკოლის ავტობუსს, ასევე მან გამოაგზავნა თავისი დაშიფრული სახელი, რომლის ამოხსნაც ვერავინ ვერ შეძლო. ასევე ითხოვდა, რომ მისი სიმბოლო ქალაქის ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოეფინათ და ხალხს ის ტანსაცმელზე დაეხატა. მისი ბოლო წერილი 1974 წელს მოვიდა. (1978 წელს მოვიდა მსგავსი წერილი, თუმცა ვერ დაამტკიცეს, რომ იგი ნამდვილად ”ზოდიაკმა” დაწერა). სულ მანიაკის 20-მდე წერილი მიიღო კალიფორნიის სხვადასხვა გაზეთებმა.ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ”ზოდიაკი” ერთი ადამიანი სულაც არ არის.


არტურ ლი ალენი

1971 წლის მაისში ქალაქ სანტა-როზადან არტულ ლის ნათესავებმა პოლიციას შეატყობინა, რომ იგი შესაძლოა ”ზოდიაკი” ყოფილიყო. არტურ ლის ძმის ცოლი ირწმუნება, რომ დაინახა მაზლის მანქანაში სისხლიანი დანა. როდესაც ამის შესახებ მას არტურს კითხა, მან უპასუხა, რომ დედას ეხმარებოდა ქათმების დაკვლაში, რაც რა თქმა უნდა ტყუილი იყო. 1969 წლის ნოემბერში მისმა ღვიძლმა დამ დაინახა იგი ”ზოდიაკის” სიმბოლოების შემცველი წერილით ხელში. ფსიქოლოგიური და გარეგნული პორტრეტის მიხედვით იგი ”ზოდიაკის” მონაცემებს შეეფერებოდა. არტური ცხოვრობდა დედასთან, რადგან ფინანსურად იყო დამოკიდებული მასზე. მან კარგად იცოდა ქიმია. ინტერესდებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებებით.მოვლილი ჰქონდა ჯარი, საზღვაო ფლოტი. (მათ ასწავლიან სპეციალური მარყუჟის გაკეთებას,შეპარდი და ჰარტნელპი ზუსტად ასეთი მარყუჟით იყვნენ შეკრულები თოკით). გამომძიებელმა მაიკლ ტოშიმ ასევე იპოვნა მისი მეგობრები, რომლებიც ირწმუნებოდნენ, რომ ლიმ 1965 წელს უთხრა მათ მკვლელობების სერია უნდა დავიწყო და ამის შესახებ გაზეთებს უნდა შევატყობინოო.ტოშიმ მოახერხა და აიღო ორდერი არტურ ლის მანქანისა და ტრეილერის ჩხრეკაზე, მაგრამ ვერაფერი საინტერესო ვერ იპოვნა.რაც მთავარია თითის ანაბეჭდი აღებული ტაქსისტის მანქანიდან არ დაემთხვა არტურ ლის ანაბეჭდს.თუმცა 22 წლის შემდეგ ”ზოდიაკის” გადარჩენილმა მსხვერპლმა მაიკლ მეგოუმ ამოიცნო იგი, როგორც თავდამსხმელი. მას აჩვენეს 1968 წლის არტურ ლი ალენის მართვის მოწმობის სურათი. თუმცა ამ უკანასკნელს დიაბეტი ჰქონდა და გარდაიცვალა თირკმლის უკმარისობით 1992 წელს, ასე რომ მისი ხელმეორედ დაკითხვა ვერ მოხერხდა. (ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მას ჰქონდა საათი ”ზოდიაკის” ემბლემით).


რიჩარდ ჯოზეფ გაიკოვსკი

ერთერი ეჭვმიტანილი იყო რიჩარდ ჯოზეფ გაიკოვსკი. მის შესახებ ცნობილი გახდა 2009 წელს, მას შემდეგ რაც მისმა მეგობარმა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა, მოუყვა გამომძიებლებს და ”დისქავერის” ჯგუფს. იგი ყოველთვის შენიღბული მიდიოდა ინტერვიუებზე და კატეგორიულ უარს აცხადებდა საუბრის ჩაწერაზე.გაუგებარია ამდენი ხანი რატომ იცადა და რატომ აქამდე არ მიაკითხა მან პოლიციას.
რიჩარდი 1936 წლის 14 მარტს დაიბადა.მამა ეროვნებით პოლონელი ყავდა, ხოლო დედა–ირლანდიელი. ანონიმი ინფორმატორის თქმით ის და რიჩარდი ხშირად სვამდნენ ერთად. 1982 წელს კი რიჩარდმა დაიწყო ”ზოდიაკის” მკვლელობებზე საუბარი, რომელთა შესახებ უმცირესი დეტალებიც კი იცოდა (თუმცა ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, ”ზოდიაკის” საქმე ყველაზე გახმაურებული იყო იმდროისათვის). 1984 წელს მან მოახერხა რიჩარდის საუბრის ჩაწერა დიქტოფონზე. ეს ჩანაწერი მოასმენინეს იმ ქალბატონს, რომელიც მანიაკს ელაპარაკა ტელეფონით (როდესაც პოლიციაში დარეკა), და მან სავსებით დარწმუნებით თქვა, რომ ეს ხმა ჩაწერილი დიქტოფონზე ნამდვილად ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელსაც ტელეფონით ელაპარაკა. რიჩარდის დაკითხვა შეუძლებელი იყო, იგი 2004 წელს გარდაიცვალა, ამიტომ პოლიცია შეეცადა მოძებნა მისი ახლო მეგობრები და ნათესავები, თუმცა მათი დახმარებითაც ვერ მოახერხეს გაიკოვსკი ”ზოდიაკთან” დაეკავშირებინათ.

თეგები

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close