არქივი

ავტომობილების მობილური რეცხვა!

944ef50be3de
სამხრეთ კორეული კომპანია SJE CORPORATION აწარმოებს ახალი თაობის ავტომობილების სარეცხ აპარატს – OPTIMA STEAMER–ს, რომელიც ავტომობილის გარეცხვის საშუალებას იძლევა ნებისმიერ ადგილას. აღნიშნული აპარატი მობილურია და მონტაჟდება ფურგუნის ტიპის ავტომობლიში.  სწორედ მისი მობილურობა განაპირობებს ახალი სერვისის შექმნის შესაძლებლობას, კერძოდ ავტომობილების რეცხვას გამოძახებით.

აღნიშნული სერვისი დაინერგა აშშ–ში, სადაც ავტომობილების გამოძახებით რეცხვას ახორციელებს კომპანია STEAMERICA.

ავტორეცხვა აშშ-ში.

ავტომობილის სრული რეცხვა:

მსგავსი პროფილის კოპმანიები გაჩნდნენ ევროპაშიც, კერძოდ: დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, პოლონეთში, რუმინეთში, უკრაინაში, ჩეხეთში, ესტონეთში.

კიდევ ერთი ვიდეო, უკვე ევროპა:

 

როგორც ამ კომპანიების ვებგვერდებზე არის მითითებული, აღნიშნული ტექნოლოგიით რეცხვას აქვს მთელი რიგი უპირატესობები, კერძოდ:

ავტომობილების რეცხვა ხდება ეკოლოგიურად უსაფრთხო ტექნოლოგიებით:

  • იზოგება მოხმარებული წყლის რაოდენობა;
  • არ ხდება   დაბინძურებული წყლების ჩადინება;
  • პრაქტიკულად არ ხდება ქიმიური ნივთიერებების მომხმარება;

სალონის უმაღლეს დონეზე რეცხვა

  • ხდება  მაჩვენებელი ხელსაწყოების პანელის, ფანჯრების და დამჭერების უმაღლეს დონეზე დასუფთავება;
  • ხდება გადასაკრავებდან  და ხალიჩებიდან  რთული ლაქების ამოყვანა;

სალონის დეზინფექცია

  • სრულიად ნადგურდება  ბაქტერიები და მტვრის ტკიპები;
  • ქრება უსიამოვნო სუნი;
  • სალონის დეზინფექცია ხდება ქიმიკატების გარეშე;

კარების და საბარგულის რეცხვა

  • სუფთავდება კარების კუთხეები და დირეები (მიუდგომელი ადგილები);

ძრავის რეცხვა

  • ხდება ზეთის და საგოზავის (საცხების) მოშორება;

სპეც–რეცხვა და დეტალები

  • მანქანების  და მოტოციკლეტების ექსკლუზიური რეცხვა;
  • ანტიკვარული მანქანების  აღდგენა;

მობილურობა

  • ავტომობილების რეცხვა ნებისმიერ ადგილას;

წარმოგიდგენთ რამოდენიმე ვიდეოს, სადაც ასახულია ავტომობილების რეცხვის პროცესი.

და ბოლოს, როგორც აღმოვაჩინე, მსგავსი სერვისი საქართველოშიც ყოფილა. მსგავს საქმიანობას კომპანია ECO CITY ახორციელებს. იხ.ბმული http://www.facebook.com/ecocityltd .

იმედია მოგეწონათ!

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button