საკითხავისასარგებლო

არაკომპეტენტურობა – ნაბიჯი კარიერის მსხვრევისაკენ

გაგრძელება II ნაწილი

პირველი ნაწილის წასაკითხად დააკლიკეთ აქ

მე ვაწარმოებ მიმოწერას ერთ ერთ სოლიდურ უნივერსიტეტთან, 15 თვის წინ საცხოვრებელი მისამართის შეცვლასთან დაკავშირებით გავუგზავნე შეტყობინება აღნიშნულ უნივერსიტეტს, მაგრამ ისინი წერილებს მაინც ძველ მისამართზე აგზავნიდნენ, შემდეგ ტელეფონითაც ვაუწყე მისამართის შეცვლა მაგრამ წერილები მაინც ძველ მისამართზე მიდიოდა, ბოლოს გადავწყვიტე პირადად ვხლებოდი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ჩავაწერინე ახალი მისამართი და დრწმუნებული, იმაში რომ ახლა მაინც მომივიდოდა წერილი რეალურ მისამართზე წამოვედი. მაგრამ მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. 3 დღის უკან დამიკავშირდა ქალბატონი რომელიც ჩემს ბინაში გადავიდა საცხოვრებლად და მაუწყა იმის შესახებ, რომ წერილები მასთან მიდიოდა. პარადოქსია მაგრამ აღმოჩნდა, როდესაც ქალბატონი გადავიდა სხვა საცხოვრებელში წერილები უკვე ამ ქალბატონის ახალ მისამართზე მიდიოდა.

როგორც ვახსენე, მე უკვე შევეგუე იმას, რომ არაკომპეტენტურობა ყელგან სუფევს, მიუხედავად ამისა მე დარწმუნებული ვიყავი, რომ როგორც კი ამ სენის მიზეზს ვნახავდი, შესაძლებელი იქნებოდა ამ სენისაგან განკურნება. დავიწყე შეკითხვების დასმა და ჩავწვდი უამრავი თეორიის არსს.

ბანკირი ადანაშაულებს სკოლას: „თანამედროვე ბავშვებს არ აზიარებენ კეთილსინდისიერებას“.

მასწავლებელი ადანაშაულებს პოლიტიკოსებს: „მმართველობის სფეროში მომუშავე არაკომპეტენტური კადრების ფონზე, რას უნდა ველოდეთ რიგითი მოქალაქეებისაგან? გარდა ამისა, ისინი არ ასრულებენ ჩვენს მოთხოვნებს განათლების დარგში ასიგნებების გაზრდასთან დაკავშირებით“

ათეისტი ადანაშაულებს ეკლესიას: „ისინი ადამიანის ტვინს ალაყებენ იგავებით და არ აძლევენ საშუალებას დაკავდნენ პრაქტიკული საქმიანობით“.

მღვდელმსახური ადანაშაულებს რადიოს, ტელევიზიას, კინოს: „ეს ყველაფერი რყვნის და აშორებს ადამიანებს ეკლესიას“.

პროფკავშირების წევრი ადანაშაულებს ადმინისტრაციას: „ძალიან წუწკობენ და არ იხდიან იმ ანაზღაურებას რასაც უნდა იხდიდნენ, არანაირი ინტერესი აღარაა მუშაობისა, ხელფასი მხოლოდ იმისთვის გყოფნის რომ შიმშილით არ მოკვდეთ“.

მეწარმეები ადანაშაულებენ პროფკავშირებს: „თანამშრომელი აღარაფრით არ ინტერესდება, ის ფიქრობს მხოლოდ ხელფასის მომატებაზე, შვებულებებზე და პენსიაზე“.

ინდივიდუალისტი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს იდეამ სოციალური უზრუნველყოფის განვითარების სისტემის შესახებ, დაამკვიდრა საყოველთაო განურჩევლობა. ერთ ერთმა სოციოლოგმა მითხრა, რომ სამსახურისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება გამოწვეულია, მორალური გარყვნილებით ყოფიერებაში.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ სექსუალური მომწიფება სიყმაწვილეში იწვევს უიღბლობისაკენ ქვეცნობიერ სწრაფვას, დანაშაულის გამოსყიდვისათვის.

ფილოსოფოსები უფრო კონკრეტულები არიან: „ადამიანები, ადამიანებია და შემთხვევითობას ვერ გაექცევი“.

ყველა ამ ვარიანტის განსაზღვრება იმდენად სუსტია, გინდაც ეს განმარტებები არ არსებობდეს. მე დასაწყისშივე მეჩვენება, რომ ვერც ვერასოდეს გავიგებ რას ნიშნავს არაკომპეტენტურობა.

ერთხელაც თეატრში ყოფნის დროს შევხვდი დოქტორ ლოურენს პიტერს, რომელიც უამრავი წლის განმავლობაში იკვლევდა არაკომპეტენტურობის სათავეებს და მიზეზებს.

მინდა შემოგთავაზობთ ლოურენს პიტერის პრინციპები, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს წარმოდგენას არაკომპეტენტურობაზე და შეგიქმნით სრულ წარმოდგენას როგორ უნდა დააღწიოთ ამ უკურნებელ სენს თავი.

მაშ ასე, თუ თქვენ გყოფნით გამბედაობა, წაიკითხეთ დაიმახსოვრეთ და გამოიყენეთ ცხოვრებაში ლოურენს პიტერის პრინციპები.

 

 

ლოურენის პრინციპები:

 

როცა ბავშვი ვიყავი, ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ზემოთ იციან რასაც აკეთებენ. მე მეუბნებოდნენ: „პიტერ რაც უფრო მეტი გეცოდინება, უფრო წინ წახვალ“ და მეც ვსწავლობდი, სანამ არ დავამთავრე კოლეჯი, შემდეგ მჯეროდა რა ამ იდეებისა  შევუდექი ცხოვრებას, მკერდში მაგრად ჩაკრული მასწავლებლის ახალი დიპლომატით. ჩემი მასწავლებლობის პირველივე წელს, აღმოვაჩინე, რომ უმეტესობა მასწავლებლებისა, დირექტორისა, ინსპექტორებისა არც კი ფიქრობენ თავიანთ პროფესიულ პასუხისმგებლობაზე და მზად არ არიან შეასრულონ თავიანთი მოვალეობები. მაგალითად: დირექტორი დღენიადაგ ზრუნავდა იმაზე, რომ სარკმლის ჟალუზები ყოფილიყო კლასებში მუდმივად ჩამოწეული, ხმაურისგან დაცვის მიზნით. ხოლო ინსპექტორ – მანდატური ზრუნავდა იმაზე, რომ ყველაფერი წყნარად ყოფილიყო და ოფიციალურ შეკითხვებზე პასუხები გაცემულიყო დროულად და შესაბამისი ფორმის მიხედვით. ბავშვების განათლებაზე და აღზრდაზე კი ჩანდა არავინ არ იყო დაინტერესებული.

თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ნაკლოვანებები მხოლოდ იმ სკოლაში ხდება სადაც მე ვასწავლიდი და ვთხოვე ჩემს სხვა სკოლაში გადაყვანა. მე შევავსე ყველა ანკეტა, მოვაწესრიგე აუცილებელი დოკუმენტაცია და მონდომებით გავიარე ყველა ბიუროკრატიული პროცედურა. რამოდენიმე კვირის შემდეგ ყველა დოკუმენტაცია დამიბრინდა უკან. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ მომყოლი წერილი მამცნობდა რომ ასეთი ტიპის წერილები უნდა გაგზავნილიყო მხოლოდ სადაკვეთო წერილის საშუალებით. და მთხოვდნენ ხელმეორედ გამეგზავნა დოკუმენტაცია სადაკვეთო წერილით.

მე ვიეჭვე, რომ მხოლოდ ჩემი სკოლა არ არის მონოპოლისტი არაკომპეტენტურობის საკითხებში და როცა გავაანალიზე მივხვდი, რომ ყველა დაწესებულებაში არსებობენ ადამიანები ვინც ვერ უმკლავდება თავიანთ სამუშაოს.

 

საყოველთაო ფენომენი

პროფესიონალური არაკომპეტენტურობა შეინიშნება ყველგან. შეგხვედრიათ თუ არა თქვენ? ალბათ მას ყველა ვამჩნევთ.

აი მერყევი პოლიტიკანი საკუთარ თავს ასაღებს სახელმწიფოს თავისუფალ მოღვაწედ, მაგრამ „სარწმუნო წყარო“,  დაუმტკიცებელ ინფორმაციას „გაუთვალისწინებელ გარემოებად“ ხსნის.

რაოდენობის დადგენა გაგიჭირდება იმ სახელმწიფო მოღვაწეებისი, რომლებიც თავისი მონური დამოკიდებულებით ვერ მართავენ პროცესებს, როგორც საჭიროა ისე. ჩვენ ზურგს ვაქცევთ და იგნორირებას ვუკეთებთ მოსამართლე მექრთამეებს, უსუსურ ადვოკატებს, მწერლებს, რომელთაც წერა არ შეუძლიათ და მასწავლებლებს ვინც ნაწერებში ორფოლოგიურ შეცდომებს უშვებენ. უნივერსიტეტებში ვხედავთ ადმინისტრაციის მიერ ხელმოწერილ ლოგიკური გადმოცემის უნარს მოკლებულ ბრძანებებს და ვუსმენთ მონოტონურ, გაუაზრებელ ლექციებს.

ნათელია რა არაკომპეტენტურობა იერარქიის ყველა სფეხურზე, იქნება ეს პოლიტიკა, კანონმდებლობა თუ განათლება მივედი ერთ დასკვნამდე, რომ მიზეზი მდგომარეობს წესების რაღაც განსაკუთრებულ სპეციფიკაში, რომლის მიხედვითაც ხდება ადამიანების არჩევა გარკვეულ საფეხურზე. ასე დავიწყე სერიოზული კვლევა იმისა, როგორ ადიან თანამშრომლები იერარქიულ საფეხურზე და რა ემართებათ მათ ამ დროს.

ამ მეთოდით მე შევაგროვე მონაცემები ასობით სხვადასხვა კარიერის შესახებ.

 

გაგრძელება იქნება …..

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close