ფლორენციელი მონსტრი
ვაგრძელებ წერას სერიული მკვლელების შესახებ. ამჯერად იტალიელ მონსტრზე მოგიყვებით, რომელიც 60-იანი წლებიდან მოსვენებას არ აძლევდა არამარტო იტალიას, არამედ მთელ მსოფლიოს.მისი ერთ-ერთი მსხვერპლი ფრანგი-ქართველი (თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ მას მხოლოდ გვარი ჰქონდა ქართული) ახალგაზრდა მამაკაციც კი გახდა.
მოგეხსენებათ, იმ პერიოდში იტალიაში ქორწინებამდე სექსუალური ცხოვრება მიუღებელი იყო, ”ფლორენციელი მონსტრი” (ეს სახელი მას ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა უწოდა) კი სჯიდა იმ წყვილებს, რომლებიც ამ დაუწერელ კანონს დაარღვევდნენ.
კარმელა დინუჩიო და ჯოვანი ფობი
1981 წლის ივნისის ერთ დილას პოლიციელმა დაინახა საშინელი სურათი. 21 წლის კარმელა დინუჩიოს და 30 წლის ჯოვანი ფობის გვამები. მამაკაცის სხეული მანქანაში იყო დატოვებული. თავში მას სროლის კვალი ეტყობოდა, ხოლო ქალის სხეული სასტიკად იყო შეურაცხყოფილი, მას გენეტალიების რაღაც ნაწილი მოჭრილი ჰქონდა.სასამართლო პათანატომმა დაათვალიერა მათი სხეულები და აღნიშნა, რომ შეინიშნებოდა უამრავი ჭრილობა, რამოდენიმე ცეცხლსასროლი და ასევე დანით მიყენებული დაზიანებები.
პასკუალე ჯენტირ კორე და სტეფანია პიტინი
კარაბინერები ცდილობდნენ ეპოვნათ ამ დანაშაულის მოტივი. მათ რაღაცნაირად დაუკავშირეს იგი 7 წლის წინანდელ მკვლელობას. 1974 წლის 15 სექტემბერს წყვილი, რომელიც განმარტოებას ეძებდა, საშინლად იქნენ მოკლულები. პასკუალე ჯენტირ კორე და სტეფანია პიტინი სიცოცხლეს ”ფლორენციელმა მონსტრმა” გამოასალმა. ამ შემთხვევაშიც მოტივი ამოუხსნელი იყო, ქალი კი საშინლად დასახიჩრებული. განსაკუთრებით გენეტალიები, სადაც ყურძნის ტოტი ჰქონდა ჩადებული! (ბოდიშს ვიხდი, უბრალოდ სხვა სიტყვა ვერ შევარჩიე).
ენცო სპალეტი
გაირკვა, რომ ადგილობრივი მცხოვრები ენცო სპალეტი წყვილს უთვალთვალებდა. იგი მაშინვე დააკავეს, ქალაქმაც ამოისუნთქა! თუმცა მაშინ როდესაც კარაბინერებს ეგონათ, რომ მკვლელი დაიჭირეს და ქალაქი უსაფრთხოდ იყო, კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა.
სტეფანო ბალდი და სუზანა კამბი
1981 წლის 6 ოქტომბერს 26 წლის სტეფანო ბალდიმ და 24 წლის სუზანა კამბიმ ფლორენციასთან ახლოს მდებარე სოფელში განმარტოება გადაწყვიტეს. მათ იქ თავს დაესხა ”ფლორენციელი მონსტრი” და სიცოცხლეს გამოასალმა.მათი მკვლელობა ძალიან გავდა წინა დანაშაულებს. ორივე მოკლულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღით. მამაკაცი მანქანაში იყო დატოვებული, გოგონა კი გარეთ. მისი სხეული განსაკუთრებით იყო დამახინჯებული.გამომძიებლები როგორც იქნა მიხვდნენ, რომ სპალეტი არ იყო მანიაკი და გაათავისუფლეს. ამ დანაშაულის ადგილას აღმოაჩინეს გილზები, რომლებიც წინა დანაშაულის ადგილის გილზების იდენტური აღმოჩნდა (22 კალიბრი), ანუ ეს იმას ნიშნავდა, რომ თითოეული მკვლელობა ერთი და იმავე იარაღით იყო ჩადენილი, შესაბამისად დადგინდა, რომ საქმე სერიულ მკვლელობებთან ჰქონდათ.
პაოლო მაინარდი და ანტონელა მალიორინი
1982 წლის 19 ივნისს კვლავ აღმოაჩინეს 2 ადამიანის გვამი.22 წლის პაოლო მაინარდის და მისი საცოლის, ანტონელა მალიორინის.თუმცა სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ჯერ კიდევ სუნთავდა.მანიაკს დრო არ ეყო შეემოწმებინა რომელიმე გადარჩა თუ არა, რადგან სოფელთან ძალიან ახლოს იმყოფებოდნენ, ამავე მიზეზით ქალის სხეული ხელუხლებელი დარჩა. გამომძიებლებს იმედი მიეცათ, რომ მაინარდი რაიმე სასარგებლო ინფორმაციას მიაწვდიდა მანიაკის შესახებ, მაგრამ ამ უკანასკნელმა სულ რაღაც 4 საათი იცოცხლა და ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო. კარაბინერებმა პრესაში გაავრცელეს ცრუ სტატია, თითქოს მოწმემ სიკვდილის წინ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა პოლიციას მკვლელის შესახებ, იმ იმედით, რომ მკვლელი სტატიას წაიკითხავდა. ასეც მოხდა. სულ რაღაც რამოდენიმე დღის შემდეგ ლორენცო ალიგრატის ( მან აღმოაჩინა დაჭრილი პაოლო) დაურეკა უცნობმა და კითხა, რა თქვა მაინარდიმ! როდესაც ლორენცომ კითხა თუ ვის ელაპარაკებოდა, ყურმილში გაისმა: ”ფლორენციელ მონსტრს!” პოლიციამ ალიგრანტი დაცვის ქვეშ აიყვანა, თუმცა სატელეფონო მუქარები მანიაკისგან არ წყდებოდა.
ბარბარა ლოკი
ანტონიო ლო ბიანკო
ამ დროს პოლიციამ მიიღო ანონიმური წერილი, რომელშიც ეწერა: მიაქციეთ ყურადღება 1968 წლის მკვლელობას. იგულისხმებოდა ბარბარა ლოკისა და მისი საყვარლის ანტონიო ლო ბიანკოს 14 წლის წინანდელი მკვლელობა საკუთარ მანქანაში. ამ საქმეშიც 22 კალიბრი ფიგურირებდა, გილზები კი 74,81და 82 წლების მკვლელობის გილზების იდენტური აღმოჩნდა.68 წლის საქმეში დაადანაშაულეს ბარბარას ეჭვიანი ქმარი, რომელიც სამუდამო სასჯელს იხდიდა ციხეში.
ფრანჩესკო ვინჩი
კარაბინერებმა თავიდან დაიწყეს გამოძიება, იარაღის კვალმა ისინი ფრანჩესკო ვინჩიმდე მიიყვანა, რომელიც მოკლული ბარბარა ლოკის საყვარელი იყო. იგი განთქმული მოძალადე ბრძანდებოდა. აღმოჩნდა, რომ ვინჩის მანქანა დაბაშაულის ადგილთან ახლოს შეამჩნიეს. იგი მთავარი ეჭვმიტანილი გახდა და შესაბამისად დააკავეს, მაგრამ 1983 წელს კვლავ მოხდა მკვლელობა. (მაშინ, როდესაც ფრანჩესკო ვინჩი ციხეში იჯდა). გილზების ბალისტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ მკვლელობა იმავე 22 კალიბრიანით იყო ჩადენილი, ეს კი ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ მონსტრი თავისუფალი იყო!
უვე რუშ იენსი
ვილჰელმ მაერსი
ამჯერად მსხვერპლი აღმოჩნდა 2 გერმანელი ტურისტი ვილჰელმ მაერსი და უვე რუშ იენსი. ორივე მამაკაცი, თუმცა ერთერთს გრძელი ქერა თმები ჰქონდა და ადვილი შესაძლებელია მკვლელს იგი გოგო ჰგონებოდა.ვინაიდან ისინი მონსტრის გემოვნებას არ აკმაყოფილებდნენ, მათი სხეულები ხელუხლებელი დარჩა.
პია რანტინი და კლაუდიო სტეფანაჩი
19 წლის პია რანტინი და კლაუდიო სტეფანაჩი დანიშნულები იყვნენ, ისინი ბუნებაში წავიდნენ გასართობად, მაგრამ როდესაც დანიშნულ დროს აღარ დაბრუნდნენ, მეგობრებმა გადაწყვიტეს მათთვის მიეკითხათ. დახვდათ მარტო ცხედრები.სიკვდილი ისევ ცეცხლსასროლი იარაღით დადგა, მაგრამ გოგონას სხეული საშინლად ჰქონდა დასახიჩრებული. ”ფლორენციელი მონსტრის” ხელწერის-გენეტალიების მოჭრის გარდა, მკერდიც მოკვეთილი ჰქონდა.
ნადინ მარიოტი და ჟან მიშელ კრავეიშვილი
1985 წლის სექტემბერში ფრანგი ტურისტები ნადინ მარიოტი და ჟან მიშელ კრავეიშვილი ტოსკანიაში ატარებდნენ შვებულებას. მონსტრი მათ თავს დაესხა. გოგონა მაშინვე მოკლა, კრავეიშვილი კი გაიქცა ტყეში, სადაც მანიაკმა მისი დაჭერა მოახერხა და ყელი გამოჭრა.
პიეტრო პაჩიანი
მოგვიანებით ”ფლორენციელმა მონსტრმა” კვლავ გაუგზავნა ანონიმური წერილი პოლიციას, რომელშიც მსხვერპლის მკერდის ნაწილი იდო. გამოძიება ტუპიკში შევიდა. მათ უბრალოდ დაიწყეს კრიმინალური წარსულის მქონე პირების გადამოწმება ფლორენციასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელთაც შეეძლოთ ჩაედინათ ეს მკვლელობები.ამოტივტივდა ერთი სახელი და გვარი-პიეტრო პაჩიანო- მოძალადე მკვლელი, რომელიც ცხოვრობდა ”ფლორენციელი მონსტრის” მოქმედების ზონაში.მას ყავდა მეუღლე, 3 შვილი და მუშაობდა ფერმაში. პაჩიანი 13 წელი იჯდა მკვლელობისთვის. (მან თავის საცოლეს წაასწრო ვიღაც ვაჭართან და ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.) პაჩიანის დაკითხვისას აღმოაჩინეს, რომ ის დიდი მანიპულატორი იყო და სრულიად შეესაბამებოდა მკვლელის პროფილს. მიუხედავად იმისა, რომ იგი 60 წელს გადაცილებული იყო და გულიც აწუხებდა, მას საკმაოდ დიდი ძალა გააჩნდა (ფიზიკური). პოლიცია 11 დღეღამის განმავლობაში ჩხრეკდა პაჩიანის სამფლობელოს. აღმოჩენილ იქნა პლანშეტი (გერმანელი ტურისტების), რომელიც პირდაპირ კავშირში იყო ერთერთ მკვლელობასთან, ასევე ბაღში ტყვია, რომელიც ”ფლორენციელი მონსტრის” იარაღის ტყვიებს შეესაბამებოდა.
პაჩიანი სასამართლოში
1994 წლის 1 ნოემბერს პიეტრო პაჩიანი სცნეს დამნაშავედ და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და არცერთი მკვლელობა არ უღიარებია (თუმცა გამომძიებლებმა მას ვერაფრით ათქმევინეს, რომ ეს მკვლელობები შემზარავი იყო). მის დას, ანა მარია პაჩიანის სჯერა ძმის უდანაშაულობის. ისინი მიიჩნევენ, რომ ტყვია სპეციალურად იყო დაგდებული პაჩიანის ბაღში, რომ პოლიციას ეჭვი მასზე აეღო. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პოლიციის თქმით კრავეიშვილი და მისი მეგობარი პარასკევს საღამოთი მოკლეს, მაგრამ გაკვეთა ირწმუნება, რომ მათ კუჭში აღმოჩენილია საჭმელი, რომელიც მათ შაბათ საღამოს მიიღეს. თუ მკვლელობა მოხდა შაბათ საღამოს, მაშინ გამოდის რომ პაჩიანი უდანაშაულოა, რადგან იგი იმ დროისათვის ერთერთი სოფლის წვეულებაზე იმყოფებოდა, რასაც უამრავი ხალხი დაამოწმებდა. ასევე იბადება კითხვა: როგორ დაეწია 60 წელს გადაცილებული გულით ავადმყოფი პაჩიანი ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე კრავეიშვილს? ამ ფაქტების გამო პაჩიანიმ აპელაცია შეიტანა და იგი გაათავისუფლეს. თუმცა გამომძიებლებს იგი ძველებურად დამნაშავე გონიათ,რადგან იმ პერიოდში, რაც პაჩიანიმ ციხეში გაატარა , არანაირი მკვლელობები არ მომხდარა. პოლიცია კვლავ დაუბრუნდა პაჩიანის სახლიდან ამოღებული ნივთმტკიცებების შესწავლას. მათი ყურადღება მიიქცია ახალგაზრდა ქალის სურათმა, რომელსაც მარცხენა მკერდი და გენეტალიები კალმით ჰქონდა შემოხაზული.ბოლოს როგორც იქნა მივიდნენ იმ დასკვნამდე,რომ პაჩიანის შესაძლოა ჰყოლოდა თანამზრახველი.
მარიო ვანი
ჯანკარლო ლოტი
პაჩიანის 2 მეგობარმა პენსიაზე გასულმა ფოსტალიონმა მარიო ვანიმ და მაწანწალა ჯანკარლო ლოტიმ აღიარეს, რომ ეხმარებოდნენ პიეტროს მკვლელობებში. ვანის მისცეს სამუდამო (რა აზრი ქონდა, ისედაც მიხრწნილია), ლოტის კი, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობდა, 26 წელი. პაჩიანი სასამართლომდე რამოდენიმე დღით ადრე მკვდარი იპოვეს საკუთარ სახლში. სიკვდილის მიზეზი-ავადმყოფი გული!
ეს საქმე იტალიაში ყველაზე გახმაურებულია, მისი ყველა დეტალი დღემდე არ არის ცნობილი. დღესაც კი ბევრს ეპარება ეჭვი, მართლა ეს 3 მოხუცი ატერორებდა ამდენი წლის მანძილზე ფლორენციას თუ უბრალოდ პოლიციამ თავიდან მოიშორა პასუხისმგებლობა! არ ვიცი რა და როგორ, მაგრამ ფაქტი ერთია! მსგავსი მკვლელობები იტალიაში აღარ მომხდარა.
რაღაც დიდი გამოვიდა, მაგრამ ვერ შევამცირე, მერე აზრი იკარგებოდა, იმედია ბოლომდე წაიკითხავთ. მომავალში ისევ შემოგთავაზებთ მკვლელებზე და მანიაკებზე პოსტებს:)))