არქივი

არასრულწლოვანთა დაოჯახება

d3dba41bb40e
ამ პოსტის დაწერის სურვილი ცოტა ხნის წინ გამიჩნდა.ერთ-ერთ გაკვეთლიზე მასწავლებელს ვთხოვეთ რამე საინტერესო თემაზე გვესაუბრა და ისიც დაგვთანხმდა,დაგვისვა შეკითხვა:სწორად მიგვაჩნდა თუ არა არასრულწლოვნების (სკოლის მოსწავლეების) დაოჯახება.ძალიან საინტერესო შეკითხვა იყო.
მოსწავლეთა უმრავლესობას დაფიქრება არც დასჭირვებია,სავსებით ნათელი იყო უმრავლესობის პასუხი,მაგრამ როგორც ყველგან ხდება აქაც ორად გაიყო აზრი.თითოეული მოსწავლე ასაბუთებდა თუ რატომ მიაჩნდა ასე…. ახლა გაგაცნობთ მათ ძირითად აზრს , ასევე ჩემსასაც.მინდა,რომ თქვენი სუბიექტური აზრიც დააფიქსიროთ.მაშ ასე დავიწყებ….
არ მიმაჩნია სწორად,რადგან ეს ისეთი ასაკია როდესაც ადამიანთა უმრავლესობას გემოვნება ეცვლება,მაგრამ პრობლემა მარტო ეს არ არის.როდესაც ოჯახდები, (მამაკაცი) უნდა იფიქრო მომავალზე თუ რითი აპირებ ოჯახის რჩენას,სად აპირებ ცხოვრებას,როგორ აპირებ მუშაობის დაწყებას მაშინ,როცა სკოლაც კი არ გაქვს დამთავრებული,არ გაქვს სათანადო განათლება მიღებული,ამას შესაძლოა დაემატოს ისიც,რომ მშობელი აღარ დაგეხმაროს ასეთი საქციელის შემდეგ.რჩები მარტოდ მარტო საკუთარ თავთან და შენს საყავრელ ადამიანთან ერთად.
55c435306e49
უკვე დეპრესიული მდგომარეობა იქმნება აღარ იცი რა გააკეთო ასეთ მდგომარეობაში მყოფი სულ ცუდ ხასიათზე ხარ ჩხუბობ. საყავრელ ადამიანსაც კი აღარ ერიდები არათუ სხვებს…..
43106924abb4
და შეიძლება ეს ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს.ასეთ დეპრესიულ მდგომარეობას, მამაკაცების უმრავლესობა გადაჭარბებულ სმამდე მიყავს.
8b3e0b10b41a
ამის შემდეგ დიდ რაოდენობას ძალადობის სურვილიც კი უჩნდება,აღარ ერიდება არავის და ა.შ…
ახლა გოგოს მხირიდან შევხედოთ ამ ყველაფერს.
ed3538e00c30გოგონა რომელიც აყოლილია ამ ბავშვურ ”სიყვარულს” ჰგონია რომ ყველაფერი კარგად იქნება,მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ყოფნაც კი კმარა მაგრამ ძალიან ცდება.
98e5f73c1359
ადამიანები ამბობენ, რომ ფული არაფერი არ არის მთავარია გული და სულიო,ნაწილობრივ მართალია მაგრამ ფულიც საჭიროა,როცა ფული არ არის ძალიან ხშირი პრობლემები იქმნება.
1c86e57f0ecf
ადამიანი რომელიც მიჩვეულია ფუფუნებას და შემდეგ ერთბაშად 0-ზე რჩება ნამდვილად აუტანელია.ხშირია ფულის ნიადაგზე კონფლიკტები.ეს პატარა გადახვევა გავაკეთე.როდესაც მცირეწლოვანი გოგონა თხოვდება მან უნდა გაითვალისწინოს მშობლების აზრი,რადგან მშობელი ცუდს არ გირჩევს უნდა მოუსმინო და აზრი გამოიტანო იქნებ ესე სჯობს?როცა ყველაფერი ასე ცუდად წარმიართება , მას ასევე ცუდი დაგვირგვინება სდევს თან.”არასასურველი შედეგი-ორსულობა”
5c2e12706db4
ეს არის ერთი მხარე ამ თემისა რომელიც ხშირ შემთხვევაში ფატალურად(გაყრით) სრულდება მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებაც,რომელიც ასევე მცირე რაოდენობით უკავშირდება რეალობას.მოდით ამას გამონაკლისი ვუწოდოთ, რადგან არც ისე ხშირად ხდება.არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ ასაკთან შედარებით ბევრად ადრე ყალიბდებიან პიროვნებებად , შეუძლიათ გადადგან სერიოზული ნაბიჯებიც კი, მაგრამ არა მხოლოდ თავიანთი მატერიალური შესაძლებლობების ხაჯზე,მათ აუცილებლად ედგებათ გვერდში ადამიანი რომელიც ყველანაირად კარგ გარემოს შეუქმნის ახალდაოჯახებულებს.მათი ცხოვრება ბედნიერებით აღსავსე შეიძლება იყოს.e434d87170ea
სწორედ ამასთან დაკავშირებით გვითხრა ჩემმა მასწავლებელმა.”მთავარი ის კი არ არის რომ გათხოვდე, არამედ – გათხოვდე იმისთვის რომ იყო ბედნიერი,იმისთვის რომ გიყვარდეს და უყვარდე,რომ გყავდეთ ბედნიერი ოჯახი,შვილები ,შვილიშვილები და შვილთაშვილები. მეც გავთხოვდი 16 წლის მაგრამ მადლობელი ვარ ჩემი მეუღლის რომ დღემდე ასე ბედნიერად ვცხოვრობ!”
70ba7775dfb3
c5da12d89a13
50472e2dd67b
დ ა ს ა ს რ უ ლ ი . იმედია მოგეწონათ.

მსგავსი ამბები

Back to top button