გასართობისაკითხავისასარგებლო

11 წლის მკვლელი

ვინაიდამ ჩემმა პოსტებმა ასე თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გადავწყვიტე გამეგრძელებინა მოყოლა სერიულ მკვლელებზე. ამჯერად ახალგაზრდა გოგონაზე მინდა მოგიყვეთ.

მერი ბელი ცხოვრობდა ინგლისის ერთ-ერთ ქალაქ ნიუკასლში, სწორედ ამ ქალაქში ჩაიდენს ის 11 წლის ასაკში 2 მკვლელობას. თუმცა მანამდე მე მინდა უბრალოდ გაგაცნოთ რა პირობებში უწევდა პატარა გოგონას ცხოვრება. დედამისი ბეტი ბელი 17 წლის იყო, როდესაც მერი გააჩინა. იგი არაერთხელ ცდილობდა ბავშვი თავიდან მოეშორებინა, მაგრამ ამაოდ. ერთხელ მისი მოწამვლაც კი სცადა. ბეტი ცნობილი მეძავი იყო. პატარაობიდანვე მერი თვალყურს ადევნებდა დედამისის და მისი მრავალრიცხოვანი პარტნიორების სადისტურ სექსუალურ ცხოვრებას. ცოტა რომ წამოიზარდა , მერე მონაწილეობასაც კი აღებინებდა შვილს თავის სადომაზოხისტურ სექსუალურ აქტში. რა თმა უნდა მერის ნებართვის გარეშე. ჩემი აზრით, დედამისს უდიდესი წვლილი მიუძღვის მერის არასწორი ფსიქიკის ჩამოყალიბებაში.


ბეტი ბელი, მერის დედა

მარტინ ბრაუნი 4 წლის იყო, როდესაც მისი სიცოცხლე შეწყდა. ჯუნ რიჩარდსონი (ბავშვის დედა), იხსენებს, რომ ერთ დღესაც მარტინი სათამაშოდ წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. 1968 წლის მაისის ბოლოს მშენებლებმა მიტოვებულ სახლში პატარა ბიჭის გვამი იპოვეს პირდაღმა დაგდებული. ბავშვი მაშინვე იცნეს და ჯუნთანნ მეზობელი გაგზავნეს, ეს პატარა ბიჭი მარტინ ბრაუნი იყო. გაკვეთამ ვერ აღმოაჩინა მოწამვლის კვალი და ძალადობაც გამორიცხა. მისი სიკვდილი უბედურ შემთხვევად იქნა გამოცხადებული. მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა, რომ ასე არ იყო, 11 წლის მერი ბელმა, რადგან ზუსტად მან მოკლა მარტინ ბრაუნი!. პატარა ბიჭს როგორც ჩანს მერის სულ არ შეშინებია და მიტოვებულ სახლში შეყოლია (დაკითხვის ოქმებიდან) , მას ეგონა, რომ უნდა ეთამაშათ. მერის უთქვამს ყელი უნდა მოგირჩინოო და ხელები მოუჭერია.ბავშვი გაიგუდა. სასამართლო ექსპერტიზამ ძალადობი კვალი იმიტომ ვერ შენიშნა, რომ მერის დიდი ძალაც არ უხმარია 4 წლის ბავშვის დასახრჩობად.


მარტინ ბრაუნი

საქმე იმაშია, რომ მერი თავის საქციელს არც ნანობდა და მან მშვენივრად იცოდა რა იყო სიკვდილი, განსხვავებით თანატოლებისაგან. 2 დღის შემდეგ რაც ეს ყველაფერი მოხდა, იგი პირდაპირ მარტინის სახლში მივიდა მსხვერპლის დედასთან. “უცებ კარზე კაკუნი გავიგონე- იხსენებს ჯუნი- გავაღე და მერი ბელი დავინახე, მან მითხრა მე მოვედი მარტინის სანახავად. მე ავუხსენი, რომ მარტინი აღარ იყო ცოცხალი, მან კი მიპასუხა, ვიცი, უბრალოდ მინდა ვნახო კუბოში როგორ წევს!”
მერი თავის ნამდვილ ხასიათს არასოდეს მალავდა, სკოლაშიც და სახლშიც მან ყველას მოუყვა თავისი საქციელი, მაგრამ მას არავინ დაუჯერა. იგი დღიურში ხატავდა პატარა მარტინს, რომელიც მიტოვებულ სახლში იწვა, იქვე მიწერილიც იყო ”მე მოვკალი მარტინ ბრაუნი და ვერასოდეს დამიჭერთ!”


ბრაიან ჰოუ

სულ რაღაც 1 თვე იყო გასული მარტინ ბრაუნის მკვლელობის შემდეგ, მერი კი კვლამ ემზადებოდა მოსაკლავად. მისი მომდევნო მსხვერპლიც 4 წლის იყო. მერი და მისი 13 წლის მეგობარი ნორმა სეირნობდნენ და შემთხვევით დაინახეს 4 წლის ბრაიან ჰოუ. მან მსხვერპლი კვლავ გაგუდა, ოღომდ განსხვავებით წინა მკვლელობისაგან, იგი ამჯერად ტოვებს პირად ხელწერას. მაკრატლით ამოაჭრა მსხვერპლს ტანზე ინიციალები ”მ” და ”ნ”. (მერი და ნორმა). მერე კი გენეტალიები მოაჭრა.მერის მოსწონდა, როდესაც მასზე სუსტებს აყენებდა ტკივილს. ბოლოს როგორც იქნა მიაქციეს მერის უცნაურ საქციელს ყურადღება. პოლიციელმა შეამჩნია ის, მაშინ როდესაც ბრაიან ჰოუს პატარა კუბო გამოჰქონდათ სახლიდან. მერი იცინოდა! და პოლიციელმაც რაღაც იეჭვა.
დაკითხვაზე ნორმამ ყველაფერი აღიარა. მერი კი ასე ადვილად არ ნებდებოდა, მაგრამ ფაქტები მის საწინააღმდეგოდ მეტყველედნენ.სასამართლოში ისე იქცეოდა, თითქოს მას არაფერი ეხებოდა, იცინოდა, ჭამდა ტკბილეულობებს და ა.შ. მერის სიცოცხლის ბოლომდე ციხეში გატარება მიუსაჯეს, მაგრამ მოსამართლემ გაითვალისწინა მისი ასაკი და დაუშვა მომავალში საქმის გადახედვა. 12 წლის გატარების შემდეგ არასრულწლოვანთა კოლონიაში, მერი გაათავისუფლეს (სწორად დავწერე, რომ არ ჩამომახრჩოთ) მან შეიცვალა სახელი, გააჩინა შვილი და მომავალში დანაშაული აღარ ჩაუდენია.


მერი ბელი

მომავალში კვლავ დავწერ ამ თემაზე პოსტს, მკვლელები და მანიაკები იმდენია, მაგრამ ვცდილობ მათგან ყველაზე საინტერესო და უცნაურები შევარჩიო. და კიდევ ერთი, იმედია გრამატიკულ შეცდომა თუ შეგხვდებათ გაატარებთ:)))))

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close