არქივი

უცნაური ფილოსოფოსობს

457323d7396d
იუმორი და სარკაზმი ძალიან რომ მიყვარს ეს ყველამ იცის, ახლა ცოტა ფილოსოფოსობამაც შემომიტია და ახალი სენი მჭირს, ძალიან მომწონს მოთხრობები- მორალით = ) პოსტში ამოიკითხავთ სწორედ ასეთ ,,მოთხრობებს”, ძალიან სასაცილოს, ძალიან მხიარულს, მაგრამ თან ჭკვიანურსა და დამაფიქრებელს = )

მამას სიხარულები

4 მეგობარი, რომელთაც ერთმანეთი 30 წელი იყო არ ენახათ, შეხვდნენ ერთმანეთს ფართიზე, რამდენიმე ჭიქაც გადაკრეს და შემდეგ ოთახში გავიდნენ სალაპარაკოდ.
ერთმა მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭი მამას სიხარული და სიამაყეა. მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში, სწავლობს ბიზნესსა და ადმინისტრირებას, სამუშაოზე ნელ-ნელა მოწინავე პოზიციებზე ინაცვლებდა და ახლა უკვე კომპანიის პრეზიდენტია. ისეთი მდიდარი გახდა, რომ დაბადების დღეზე თავის მეგობარს ბოლო მოდელის მერსედესი აჩუქა. ”

მეორე მეგობარმა თქვა: ,,ძალიან კარგი. ჩემი ბიჭიც მამას სიხარული და სიამაყეა. მუშაობა ავიაკომპანიაში დაიწყო, შემდეგ პილოტობა მოისურვა და სწავლაც დაიწყო. ამასთანავე კომპანიის პარტნიორიც გახდა და აქტივების უმრავლესობას ფლობს. ისეთი მდიდარია, რომ თავის მეგობარს დაბადების დღეზე რეაქტიული საჰაერო ხომალდი აჩუქა. ”

მესამე მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭიც მამას სიამაყე და სიხარულია. საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარა და ინჟინერი გახდა. შემდეგ საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსა და მულტიმილიონერი შეიქნა. ამის წინ თავის მეგობარს 30,000 კვადრატული მეტრის სახლი აჩუქა დაბადების დღეზე. ”

სამი მეგობარი ერთმანეთს გადაეხვია და ულოცავდნენ გახარებულები, რომ ასეთი წარმატებული და კარგი ბიჭები ჰყავდათ. მეოთხე მეგობარი შემოტრიალდა და ჰკითხა: ,,ვისთვისაა განკუთვნილი ახლა ეს მილოცვები?”
ერთ-ერთმა უპასუხა: ,,ჩვენ გვიხარია ასეთი კარგი შვილები რომ გვყავს, შენ ბიჭზე რას გვეტყვი?”

bce598fdde30

მეოთხემ უპასუხა: ,,ჩემი ბიჭი გეია და სტრიპტიზ ბარში მუშაობს სტრიპტიზიორად”.

სამი მეგობარი აღშფოთდა და ერთხმად ჩაილაპარაკეს: ,,რა სირცხვილია.. რა იმედგაცრუებაა..”
მეოთხემ კი თქვა: ,,არა, მე არ მრცხვენია, ის ჩემი შვილია და მიყვარს. ამასთანავე არც ისე ცუდი ბიჭია, მისი დაბადების დღე 2 კვირის წინ იყო და საჩუქრად 30000 კვადრატული მეტრის სახლი, საჰაერო ხომალდი და ბოლო მოდელის მერსედესი მიიღო, ეს ყველაფერი მისმა სამმა ბოიფრენდმა აჩუქა ^^ ”

ბოსის სიყვარული

ერთი თანამშრომელი ურეკავს უფროსს სახლში, ტელეფონი ცოლმა აიღო და დამწუხრებული ხმით უთხრა: ,,ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ის ერთი კვირის წინ გარდაიცვალა”.
გადის ერთი დღე და ეს თანამშრომელი კვლავ რეკავს უფროსის სახლში და კვლავ ბოსს კითხულობს.. ცოლი უმეორებს, რომ გარდაიცვალა და ვერ დაგალაპარაკებთო. გადის კიდევ ერთი დღე და თანამშრომელი კვლავ რეკავს, ცოლი უკვე გაცოფდება და დაუღრიალებს: ,,მერამდენედ უნდა გაგიმეორო, ჩემი ქმარი, შენი უფროსი მოკვდა უკვე ერთი კვირაა, რამდენჯერ უნდა დარეკო?”
თანამშრომელს სიცილი აუტყდა და უთხრა: ,,მე უბრალოდ მსიამოვნებს ამის მოსმენა”

მორალი: კარგად მოექეცით თანამშრომლებს, თორემ გამორიცხული არაა იგივე სიტუაცია განმეორდეს..

რონის და ედნას სიყვარულის ისტორია

რონი და ედნა ფსიქიატრიული საავადმყოოს პაციენტები იყვნენ. ერთ დღესაც ისინი საცურაო აუზის გვერდზე სეირნობდნენ.უცებ რონი წყალში გადაეშვა, ამ ადგილას კი აუზი საკმაოდ ღრმა გახლდათ. ის აუზის ფსკერზე ჩაეშვა და აღარ ინძრეოდა. ედნას არც უყოყმანია, მაშინვე ჩახტა წყალში, ჩავიდა ფსკერზე და ამოიყვანა რონი, ასე გადაარჩინა სიკვდილს. როცა სამედიცინო პერსონალმა ეს ამბავი შეიტყო, დირექტორმა მაშინვე გასცა ბრძანება გაეწერათ ედნა ფსიქიატრიულიდან და ეღიარებინათ ფსიქიკურად გაწონასწორებულად.
ერთ–ერთი ექიმი მივიდა ედნასთან და უთხრა: ,,ედნა, ორი ამბავი მაქვს, ერთი კარგი და მეორე ცუდი. კარგი ისაა, რომ შენ ფსიქიატიულიდან განთავისუფლებთ, რადგანაც ამხელა მამაცობა გამოიჩინე და საყვარელი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინე. ცუდი კი ის არის, რომ რონიმ აბაზანაში თავი ჩამოიხრჩო, ზუსტად იმის შემდეგ,როცა შენ გადაარჩინე.. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ის უკვე მკვდარია.”
ედნამ მშვიდად უპასუხა: ,,მას თავი არ ჩამოუხრჩვია, მე დავკიდე იქ, ვიფიქრე დასველდა და გაშრესთქო. ჰო მართლა, როდის შემიძლია სახლში წასვლა? ”

მორალი: კარგად დაფიქრდი სანამ გიჟს გიჟად ჩათვლი და ჭკვიანს ჭკვიანად : )

წუწურაქი ქმარი

ერთ ქალს ჰყავდა ქმარი,რომელსაც ფული ყველაფერს ერჩია.. მთელი ცხოვრება მუშაობდა, მუშაობდა, როგორც ზღაპრებში იტყვიან ხოლმე წელებზე ფეხს იდგამდა და დიიდ რუდუნებით აგროვებდა ფულს. ბოლოს საკმაო თანხაც მოაგროვა და მოაწია სიკვდილის ჟამმაც. მანამდე ცოლი მოიხმო და უთხრა, ხომ იცი როგორ მიყვარს ფული, ამის გროვებას შევალიე სიცოცხლე და ვერც იმქვეყნად გავძლებო, ჰოდა როცა მოვკვდები, იცოდე მთელი ფული თან უნდა გამატანოო. მოკლედ ეს საწყალი ქალიც დაითანხმა იმდენი აფიცა და ანამუსა და აი სულიც განუტევა.
გაიმართა ჩვეულებრივი დაკრძალვის ცერემონია და ის იყო კუბო უნდა დაეხურათ რომ ქალმა გამოიტანა დიდი ბოხჩა, ჩადო ზანდუკში და ეს ზანდუკი კუბოში მოათავსა. წავიდნენ სასაფლაოზე და დაკრძალეს მიცვალებული. ერთმა დაქალმა გვერდზე გაიხმო ეს ცოლი და ეკითხება:
ახლა არ თქვა რომ მართლა ჩაატანა ის ფული :|
ცოლი: აბა რა უნდა მექნა, მე ჭეშმარიტი ქრისტიანი, საწყალ კაცს ვერ ვუღალატებდი, პირობა რაც მივეცი უნდა შემესრულებინა.
დაქალი: ანუ, მთელი ფული მართლა ჩაატანე?
d5df279511ca

ცოლი: რა თქმა უნდა. ოღონდ ჯერ ბანკში შევიტანე, მერე ჩეკი გამოვუწერე მთლიანი თანხის და სწორედ ის ჩავდე ბოხჩაში : )

მორალი: ცხვარი ცხვარიაო, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო :/ (©რომელიღაცა ჩემი ფბ ფრენდი)

პრობლემა

ერთი კაცი მეტად შეწუხებული იყო რაღაც პრობლემით, თუ დავაკონკრეტებთ ცოლის სიყრუით. დიახ, ის ეჭვობდა რომ მის ცოლს ბოლო ხანებში სერიოზული ხარვეზი ჰქონდა სმენასთან დაკავშირებით. თუმცა ეს ამბავი ვერა და ვერ უთხრა თავად ცოლს, ალბათ ერიდებოდა, ან მისი შეშინება არ უნდოდა. ბოლოს ექიმს მიაკითხა და მოუყვა თავისი გასაჭირი. ექიმმაც ყურადღებით მოუსმინა და რჩევაც მისცა, ამ გეგმის მიხედვით კაცი ნამდვილად დაადგენდა თუ როგორი მდგომარეობა ჰქონდა მის ცოლს.
გეგმის მიხედვით კაცი ცოლისგან 40 ნაბიჯის მოშორებით უნდა დამდგარიყო და ჩვეულებრივი სასაუბრო ტონით ეთქვა რაიმე, თუ ქალი ვერაფერს გაიგებდა, მაშინ 10 ნაბიჯით უნდა მიახლოვებოდა, კვლავ თუ ვერაფერს გაიგებდა, კიდევ 10 ნაბიჯით და თუ კიდე ვერ გაიგებდა ესეიგი ცუდად იყო საქმე..
მოკლედ ქმარი დამშვიდებული მივიდა სახლში რომ აი სადაცაა მის პრობლემას გადაჭრის, დადგა ცოლისგან 40 ნაბიჯზე და ამბობს:
,,საყვარელო, რა გვაქვს სადილად?”
სიჩუმეა..
გადადგა 10 ნაბიჯი და იმეორებს იგივე კითხვას, კვლავ სიჩუმეა… გადადგა 10 ნაბიჯი, მივიდა სამზარეულოს კართან და კვლავ იმეორებს იგივეს, სიჩუმეა… კიდევ 10 ნაბიჯი გადადგა, ამბობს: ,,საყვარელო, რა გვაქვს სადილად?” შენც არ მომიკვდე, კიდევ სიჩუმეა. ადგა და მივიდა ცოლთან, გვერდზე დაუდგა და ხმამაღლა ამბობს: ,,საყვარელო, რა გვააქვს საჭმელად?”
ამ დროს ცოლი ეუბნება: ,,მურთაზ, უკვე მეხუთედ გიმეორებ, ქათამი! შემწვარი ქათამი!!!”

მორალი: პრობლემა შეიძლება სულაც არაა იმათში, ვისზეც ვფიქრობთ, შეიძლება პრობლემა ზუსტადაც ჩვენშია და ეს აზრადაც არ მოგვდის.

ფეხმძიმე გოგონა

16 წლის ლამაზი გოგონა ერთ დღეს დედას გამოუტყდა, 2 თვეა მენსტრუაცია არ მქონიაო. ქალმა ჯერ თავში ხელი შემოირტყა, მერე იქნებ ტყუილად ვირტყავო და სასწრაფოდ აფთიაქში გავარდა ორსულობის დასადგენი ტესტის საყიდლად. მართლაც ყველაფერი ინსტრუქციის მიხედვით გააკეთეს და გოგონა ორსულად აღმოჩნდა.
baa8a85e3946
ამას მოჰყვა ისტერიკები, ცრემლის ღვრა, ყვედრება და კიდევ ათასი რამ, დედ-მამა ორ ხმაში მოითხოვდა იმ ღორის სახელისა და გვარის დასახელებას, ვინც ეს საშინელება გააკეთა.
გოგონამ ტელეფონი აიღო და ვიღაცას დაურეკა, ერთი საათის შემდგომ მათ სახლთან ფერარი გაჩერდა, იქიდან სიმპატიური მამაკაცი გადმოვიდა, ბოლო მოდაზე იყო გამოწყობილი და თავდაჯერებული ნაბიჯით მოემართებოდა სახლისკენ. მშვიდად შეხვდა გოგონას მშობლებს და უთხრა, გასაგებირ ომ ის ჩემგან ბავშვს ელოდება, მაგრამ ჩემი ოჯახური მდგომარეობის გამო ცოლად ვერ მოვიყვანო, სამაგიეროდ თუკი გოგო იქნება 1 სახლს გადავცემ, ერთ ვილას ზღვის ნაპირზე და ბანკის ანგარიშზე მილიონ დოლარს დავურიცხავ. თუ ბიჭი დაიბადება ორ კომპანიას გადავუფორმებ და საბანკო ანგარიშზე 2 მილიონ დოლარს გადავურიცხავ. თუ ტყუპები იქნა ორ უზარმაზარ სახლს გადავცემ და თითო-თითო მილიონს ანგარიშზე. თუ არცერი არ დაიბადა, ანუ მუცელი მოეშალა, მაშინ რას იტყვით, რა გნებავთ რომ მოგცეთ? ყველაფერს ჩუმად უსმენდა დედ-მამა, ამ კითხვაზე კი მამა წამოდგა, მხარზე ხელი დაარტყა მამაკაცს და უთხრა:
,,მაშინ ახლიდან უნდა სცადოთ შვილო”

იურიდიული კონსულტაცია

ერთი ყასბის მაღაზიაში ძაღლი შეცუნცულდა, იტრიალა იტრიალა, და როგორც კი შანსი მიეცა ხორცის ერთი კარგი მსუყე ნაწილი ითრია და გაშპა : ) ყასაბმა ეს რა თქმა უნდა დაინახა, გამოეკიდა და დაინახა როგორ შევარდა ძაღლი მეზობლის ეზოში. ეს მეზობელი კი ცნობილი ადვოკატი გახლდათ. მეორე დღეს ყასაბმა დაურეკა თავის მეზობელ ადვოკატს და ეკითხება:
,,შენმა ძაღლმა ხორცი რომ მომპარა, მეკუთვნის თუ არა შენგან ზიანის ანაზღაურება?”
ადვოკატი: – რა თქმა უნდა, რა ღირდა ხორცი?
ყასაბი: – 7,98 $
გავიდა ერთი დღე და ყასაბს მეილზე მისდის ჩეკი, 7,98$-ია გამოწერილი.. ამ ჩეკს თან ახლავს ინვოისი, სადაც წერია: იურიდიული კონსულტაცია 150$
c124d60fb174

მორალი: ასეა, იურისტს რომ გადაეკიდები კაცი!

სიკვდილი რეცეპტით

ერთი ქალბატონი შევიდა აფთიაქში და ფარმაცევთ ციანიდი მოსთხოვა. კაცმა გაკვირვებით შეხედა და დაინტერესდა, თუ რისთვის უნდოდა ქალს ეს ნივთიერება. ქალმა კი მშვიდად მიუგო, ქმრის მოწამვლას ვაპირებო.
ფარმაცევტს ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ კი აბნეულად დაიწყო ქაქანი:
,,ეგ როგორ შეიძლება ქალბატონო, კანონით ისჯება მკვლელობა, თქვენ რომ ეს ჩაიდინოთ მეც დამიჭერენ, თქვენც დაგიჭერენ.. ტრიფონს არ ვიცი, მაგრამ კარგი დღე არ გველის.. არა, ვერაფრით ვერ მოგცემთ ციანიდს! ”

ამ დროს ქალმა სურათი ამოიღო, რომელზეც მისი ქმარი და ფარმაცევტის ცოლი ერთად იყვნენ უხერხულ პოზაში..
ფარმაცევტმა სურათს დახედა და ცოტა ხანში ქალს მიუგო:
,,თქვენ არ გითქვამთ თუკი რეცეპტი გამოწერილი გქონდათ.. ინებეთ.. ”

მორალი: დაიმახსოვრეთ, თქვენთვის სასურველი ბევრი რამ ,,რეცეპტის გამოწერის” გარეშე არ გაიცემა. ზოგჯერ უცნობიც კი შეიძლება გახდეს მიზნის მისაღწევი იარაღი, მაგრამ მის დასათანხმებლად აუცილებლად დაგჭირდებათ ,,რაღაც”.

მენეჯმენტის გაკვეთილები

გაკვეთილი პირველი: ერთხელ ერთი ინდაური ელაპარაკებოდა ხარს. ინდაურმა ინატრა ნეტა აი იმ უზარმაზარი ხის შუამდე ამიყვანაო. ხარმა ურჩია, მერე ჩემი ნეხვი შეჭამე, ძალიან ნოყიერია და ენერგიას მოქცემს იმდენს, რომ იქამდე ააღწიოო. ინდაურმა მართლაც გასინჯა ნეხვი და ჯანზე მოვიდა.. იმ დღეს ხის პირველ ტოტამდე მიაღწია, მეორე დღეს კიდევ ჭამა ნეხვი და მეორე ტოტსაც ასწვდა, მესამე დღეს უფრო მეტი ჭამა და როგორც იქნა ნანატრ ადგილზე შემოსკუპდა. ამ დროს გამოვიდა სახლიდან ფერმერი, მოიმარჯვა კეტი, რეხვა ინდაურს და ჩამოაგდო ძირს.
მორალი: შეიძლება ნეხვის ჭამამ აგიყვანოს ზევით, მაგრამ იქ მაინც არ გაგაჩერებს.

გაკვეთილი მეორე:როცა სხეული შეიქმნა, მისი ყველა ერთმანეთში შეკამათდა. ყველას უფროსად დანიშვნა უნდოდა. ტვინმა განაცხადა: – უფროსი მე უნდა ვიყო, ჩემი საშუალებით იმართება სხეულის ყველა ნაწილიო.
ამ დროს ფეხებმაც თქვა თავისი სიტყვა: – უფროსი მე უნდა ვიყო, ტვინიდან იმპულსები ჩემთან მოდის და ტანი მე დამყავსო.
ხელებმა თქვა: – უფროსი მე ვარ, ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ფულსაც ჩემი საშუალებით შოულობს სხეულიო.
მოკლედ ყველა ნაწილი დაჟინებით ამტკიცებდა თავის უფროსობას, ბოლოს ხმა ანუსმაც ამოიღო.
1da0d12a75ef

ამაზე დანარჩენმა ნაწილებმა სიცილი ატეხეს, ტრაკსაც კი უფროსობა მოუნდაო. ჰოდა ანუსმა გადაწყვიტა პროტესტი გამოეცხადებინა, ადგა და მუშაობაზე უარი განაცხადა!
გავიდა 1 დღე, 2, 3, 4 დღე და სხეულს ცუდად წაუვიდა საქმე, თვალებმა ტრიალი დაიწყო, ხელები უღონოდ ჩამოიყარა, ფეხები აკანკალდა, გული აფანცქალდა, ტვინს კი ანთება დაემართა. და ყველა ნაწილი მიხვდა რომ ტრაკი უნდა დაენიშნათ უფროსად. მართლაც ასე მოიქცნენ, იმის მერე ყველამ გააგრძელა მუშაობა, ფეხებმა სიარული, ხელებმა თავისი საქმე, ტვინმა იმპულსების გაცემა და ა.შ. ანუსი კი იჯდა მთელი დღე (მხოლოდ 1 საქმით იყო ხოლმე დაკავებული შიგადაშიგ).
მორალი: უფროსი რომ გახდე ტვინი კი არა ტრაკი გჭირდება!

გაკვეთილი მესამე: იდგა საშინლად სუსხიანი ზამთარი, პატარა ჩიტი კი შორ მანძილზე მიფრინავდა. ბოლოს სულ გაიყინა და ჩამოვარდა ერთ ტრიალ მინდორზე. გამოიარა ძროხამ და მოფუნა, პირდაპირ ჩიტს დაეცა ცხელი ნეხვი და გაათბო. გამოფხიზლდა ჩიტი, ხედავს რომ რაღაც მასაშია გახვეული, და ძალიან თბილათაა. საბრალოს გაუხარდა და სიხარულისგან ჭიკჭიკი დაიწყო. გარეთ კატა დაწანწალებდა და ხმა რომ მოესმა ნეხვთან მიცუნცულდა, იპოვნა საკბილო და მაშინვე შეჭამა.
მორალი: ვინც თავზე დაგანეხვებს, ყველა შენი მტერი არაა.
ვინც ნეხვიდან ამოგათრევს, ყველა შენი მეგობარი არაა.
როცა ყელამდე ნეხვში ხარ, კეთილი ინებე და მოკეტე მაინც რა!

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button