კივის ისტორია
სანამ შემოხვალთ კივი იყიდეთ, იმიტომ რომ ამ პოსტის მერე აუცილებლად მოგინდებათ მისი დაგემოვნება=)
დიდი ხნის წინ, ძველ ჩინეთში მომრავლებული იყო ლამაზი მცენარე სახელად “ლიანა”, რომელსაც ადგილობრივი ხალხი ეძახდა “მიხუტაო”–ს.შემოდგომაზე იგი ყვავდება ნაზი თეთრი ან მოყვითალო ყვავილებით, ხოლო მისი ტოტები როგორც მიჯნური ეხვევა ირგვლივ მყოფ ხეებს. ტურისტებიც ვერ უძლებენ ცდუნებას და არ შეუძლიათ რომ ყვავილი არ მოწყვიტონ ან თესლი არ წამოიღონ.
ამ მცენარეს თესლი ხელში ჩაუვარდა ერთ მებაღეს ახალი ზელანდიიდან, რომელსაც უნდოდა ამ მცენარისგან მიეღო ახალი პროდუქტი, რომელიც მის ბიზნეს წინ წაწევდა.სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში მან შეძლო ეს).სამართლიანობის ხათრით მაინც ვიტყვით რომ მან არა მხოლოდ თავის ბიზნეში გახდა წარმატებული, მან ახალი ხილი გამოიყვანა, რომელიც მთელი მსოფლიო გააოცა,თვითონ ხილი კი ტკბილი იყო გემოზე და ღია მწვანე ფერი დაჰკრავდა.ამ ხილის სხვა ქვეყნების ბაზარზე გაყვანა კი ჩინელი ბიზნესმენის დამსახურებაა(ეტყობა იტყვით მისი სახელი და გვარი რატომ არ დაწერეო? მე კი გიპასუხებთ,რომ არსად წერია), მან როდესაც გაიგო, რომ ლიანას დახმარებით შეიძლებოდა ფულის ადვილად შოვნა, მან დაიქირავა ხალხი და ამ ხილის პოპულარიზაციას მიჰყო ხელი.და აი ასე გაიგო მთელმა მსოფლიომ კივიზე!
აი უკვე ბევრი წელია რაც ლიანა, შემოკლებულად კი კივი, უვსებს ბიზნესმენებს ჯიბეებს და გვაკმაკოფილებს ჩვენ ,ეგზოტიკის მოყვარულებს=)”როდესაც თქვენს ხელში კივი იქნება, გაჭერით,დახედეთ მის მწვანე ვარსკვლავს,ეს მიხუტაოა, რომელიც გიგზავნის მხურვალე კოცნას და სიყვარულს”
ამ ხილის სახელი კი განაპირობა მისი მსგავსება ამ ფრინველთან.”ფრთები, ფრთები…რაც მთავარია კუდი!”მართალია ამ ჩიტს არც ერთი და არც მეორე აქვს მაგრამ ამის და მიუხედავად ეს ფრინველი ახალი ზელანდიის სიმბოლოა
ახალ ზელადნიის მცხოვრებლებს კივის ეძახიან, სულაც არ სწყინთ! ისინი ამაყობენ ამით, რაც კარგად ადასტურებს მათი ბანერები ” იყავი კივი” ,მათთვის ეს არა მხოლოდ პატივია არამედ სახუმარო თემაც.
ეს ფერმა მდებაროებს ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე, “te puke” ქალაქში . რომელსაც ქვია Kiwifruit country 360
ასე გამოიყურება კივის მომწიფების პერიოდი
მწიფდებიან პატარები)))
რას აღარ ამზადებენ კივისგან: კოსმეტიკას, საპონს,კანფეტებს,ტკბილეულობებს,მურაბას და ალკოჰოლსაც კი
მაგრამ ყველაზე საინტერესო კივის არაყია ,რომელიც სასიამოვნოა და სასარგებლოც
ტყუილად არ მოსწონთ ფოტოგრაფებს და კულინარებს მისი ორიგინალური სილამაზე
P.s ეს ჩემი პირველი პოსტია , ასე რომ ძალიან კრიტიკულებიც ნუ იქნებით