არქივი

ჩარლი მენსონი

d72221f0b778

მე მინდა მოგიყვეთ იმ ადამიანის შესახებ ( თუმცა მიჭირს მისთვის ადამიანის დაძახება), რომელმაც ნარკოტიკებით გაბრუებული და ჰიპებით დაკომპლექტებული ამერიკა შეძრა, მისი ინიციატივით ჩადენილი მკვლელობებით.

f55d75a0fb15

ბავშვობა და ახალგაზრდობა

ჩარლზ მენსონი უკანონო ვაჟი იყო 16 წლის კეტლინ მედოკისა, რომელიც თავს პროსტიტუციით ირჩენდა. იგი 1934 წლის 12 ნოემბერს დაიბადა ოჰაიოს შტატში ქალაქ ცინცინატში. მამამისი იყო ვინმე კოლონელ სკოტი, თუმცა გვარი მენსონს ერგო დედამისის გათხოვების შემდეგ მამინაცვლისაგან, რომელსაც უილიამ მენსონი ერქვა. როდესაც ჩარლი 6 წლის იყო დედამისი 5 წლით ჩასვეს ციხეში შეიარაღებული ძარცვისათვის. იგი იძულებული გახდა ნათესავებთან ეცხოვრა, რომელთა შორის იყო მისი ბიძაც. ეს უკანასკნელი ჩარლის “ნაზ არსებად” მიიჩნევდა და სკოლის პირველ დღეს გოგოს კაბაში გამოწყობილიც კი გაუშვა . როდესაც 11 წლის გახდა, კეტლინი კი გამოვიდა ციხიდან, მაგრამ ბავშვი სახელმწიფოს გადააბარა. შემდეგი წლები მან სხვადასვა ბავშვთა სახლებში გაატარა, საიდანაც ყოველთვის გარბოდა. ერთხელ შტატის საზღვრის დატოვებასაც კი ცდილობდა მოპარული მანქანით, რის გამოც გამოსასწორებელ კოლონიაში 3 წლის გატარება მოუწია.
1955 წლის იანვარში ჩარლზ მენსონი დაქორწინდა 17 წლის როზალი ჟან უილისზე და საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდნენ. 3 თვის შემდეგ ჩარლი ლოს-ანჯელესში დაიჭირეს ისევ იმავე მიზეზით. (შტატის გადაკვეთა მოპარული მანქანით) როზალი ორსულად იყო, ამიტომ სასამართლომ ჩარლის 3 წელი პირობითი სასჯელი მისცა. მიუხედავად ამისა მან კანონი მაინც დაარღვია და მოხვდა ციხეში. მშობიარობის შემდეგ როზალიმ ქმარი მიატოვა და ქალაქიდან გადავიდა. “განთავისუფლებული” მენსონი ჰოლივუდში რამოდენიმე გოგონას სუტინიორი გახდა. 1959 წელს კიდევ დაიჭირეს, ის ცდილობდა გაენაღდებინა მოპარული ჩეკი (37,50) , რის გამოც 10 წელი პირობითი მიიღო. დაახლოებით ამ დროს ჩარლიმ იქორწინა მეორედ ვინმე ლეონაზე, მაგრამ კვლავ ციხეში აღმოჩნდა. საბოლოოდ მიუსაჯეს 10 წელი ციხე. ლეონამ გააჩინა ვაჟი და საბუთები გაყრაზე შეიტანა. ამ დროს მენსონი საენტოლოგიით ინტერესდება. 1967 წელს იგი განთავისუფლდა და პირდაპირ სან-ფრანცისკოში გაემგზავრა, სადაც გაიცნო გოგონა სახელად მერი ბრანერი, იგი გახდა პირველი წევრი ე.წ “მენსონის ოჯახისა”.

f27b343e76c3
მერი ბრანერი

68e10ef6e77f
“მენსონის ოჯახი”

“ოჯახი”

ჩარლი და მერი კალიფორნიაში მოგზაურობდნენ, მათუფრო და უფრო მეტი ხალხი ემატებოდა “ოჯახში”. ჩარლის თქმით ის ბავშვები, რომლებიც სახელმწიფომ გადააგდო, თავისით პოულობდა მისკენ (ანუ ჩარლის ოჯახისკენ) გზას. მან ყველას ახალი სახელები მისცა. “ოჯახმა” ისინი დებად და ძმებად გადააქცია.ლოს- ანჟელესში გადასვლისას ისინი ერთერთ ფერმაში დასახლდნენ. ეწეოდნენ თავისუფალ ცხოვრებას, იყენებდნენ ნარკოტიკებს, მღეროდნენ, ერთმანეთში ჰქონდათ ჯგუფური სექსი და ა. შ.

2a2156b753b2
ბობი ბოსოლეი

57f0cf1d44d3
სუზანა ატკინსი

a9791ca4e7ff
ბრიუს დევისი

475532864fd9
ჩარლზ უოტსონი

ხინმანი

1969 წლის ივლისის ბოლოს “ოჯახის” წევრები ბობი ბოსოლეი, სიუზან ატკინსი (სედი) და მერი ბრანერი წავიდნენ ჰარი ხინმენთან შესახვედრად, რომელმაც ბობის მიყიდიდა დაბალხარისხიანი ნარკოტიკი, რაც რა თმა უნდა ბოსოლეის არ მოეწონა. “ოჯახი” ფულს ითხოვდა უკან. ჰარი უარზე იყო, მოვიდა მენსონი ბრიუს დევისთან ერთად, ჩარლიმ ხინმანს ყური მოაჭრა და წავიდა, მეორე დღEს კვლავ დაბრუნდა, ხინმენი კვლავ უარზე იყო. 2 დღის შემდეგ კი ბობიმ იგი მოკლა მკერდში 2-ჯერ დანის ჩარტყმით, ამავე დროს ატკინსი და ბრანერი მას ბალიშით გუდავდნენ. ბოლოს ბოსოლეიმ კედელზე დაწერა “political piggy” ხინმანის სისხლით დახატა “თათები”.,რომ პოლიციას ეჭვი კრიმინალურ დაჯგუფება “შავ პანტერაზე” აეღო. რამოდენიმე ხანში ბობი დაიჭირეს და “ოჯახიც” პანიკამ მოიცვა.

74577ead6ab1
წარწერა ხინმენის კედელზე

ჰელტერ სკელტერი

შემდგომ განვითარებულ მოვლენებში მენსონი გარკვეულწილად ბითლზების “თეთრ ალბომს” ადანაშაულებდა. იგი მიიჩნევდა, რომ მათი მუსიკა მესიჯს შეიცავდა, რომელიც პირადად მისთვის იყო განკუთვნილი. კერძოდ, კი აფრთხილებდა მასმოსალოდნელ ომზე თეთრებსა და სავებს შორის, ანუ როგორც მენსენი ეძახოდა “ჰელტერ სკელტერი”. მას ჰქონდა გეგმა, რომ წასულიყვნენ უდაბნოში, დამალულიყვნენ მიწისქვეშეთში და დალოდებოდნენ სანამ ომი დამთავრდებოდა, ამასთან მათი რიცხვი იმ დროისათვის 144000 უნდა გამხდარიყო და მომავალში მსოფლიოს მართვასაც გეგმავდა. რადგანაც “ზანგებმა იციან მხოლოდ ის, რაც თეთრებმა უთხრეს”- ამბობდა ხოლმე მენსონი.
1969 წლის 8 აგვისტოს მან დაუძახა ჩარლზ უოტსონს და უთხრა რომ “დრო მოვიდა!” , უბრძანა თან წაეყვანა პატრისია კრენუი, ლინდა კასაბიანი და სეიდი (სუსან ატკინსი) და წასულიყვნენ იმ სახლში, სადაც ადრე ცხოვრობდა ტერი მელჩერი, ვისაც იქ ნახავდნენ ყველა მოეკლათ, ფული კი წამოეღოთ. . გოგოებს უთხრა, რომ უოტსონისათვის ყველაფერი დაეჯერებინათ. მისცა დანები, რევოლვერი და ბოლოს შესთავაზა იმ სახლში. რაიმე საზარელი დაეტოვებინათ. სახლს, როდესაც მიუახლოვდნენ შეამჩნიეს მათკენ მომავალი თეთრი მანქანა, გააჩერეს და სათვალეებიანი ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. შემდეგ ღობეზე გადაძვრნენ, ლინდა კი საყარაულოდ დატოვეს. ტექსი (იგივე უოტსონი), ფანჯრიდან გადაძვრა და გოგოები შემოუშვა. სახლში 2 მამაკაცი და 2 ქალი აღმოჩნდა. მათ მოთხოვეს ფული, შემდეგ შეკრეს, შემდეგ კი დაიწყო ყველაზე საშინელება, ნამდვილი ჟლეტვა. სეიდიმ სისხლიანი პირსახოცით კარზე დაწერა “pig”, როდესაც ეზოში გავიდა, დაინახა ჩარლი როგორ ეცეკვებოდა მთვარის შუქზე თავის გაშიშვლებულ მსხვერპლს. მენსონთან დაბრუნების შემდეგ არცერთი მათგანი არ გრძნობდა არც სინანულს და არც სინდისის ქენჯნას. მეორე დღეს, ტელევიზიის საშუალებით გაიგეს თუ ვინ იყო მათი მსხვერპლები.

3439e8823e92
დანაშაულის ადგილი

a07fee2eccb2
18 წლის სტივენ პარენტი, თეთრი მანქანის მძღოლი.

aab249f55f00
ჯეი სებრინგი- ცნობილი მამკაცაბის სტილისტი

3624df657ac6
ვოიტეკ ფრიკოვსკი- რომან პოლანსკის მეგობარი

bdb98ba839e9
ებიგეილ ფოლგერი- მდიდარი მემკვიდრე

b5010d4e9cb9
შერონ ტეიტი- პოლანსკის 8 თვის ორსული ცოლი

9 აგვისტოს მენსონმა თავად გადაწყვიტა “ჰელტერ სკელტერის” ჩატარება. ტექსი, ლინდა, კეტი, სეიდი, ლესლი ვან ჰოუტენი და სტივ გროგანი (იგივე კლემი) ლენო და როზმარი ლა ბიანკა სახლში წავიდნენ. ჩარლი და ტექსი შეიპარნენ შიგნით და პატრონები დააბეს, პირი შეუკრეს, რომ არ ეყვირათ. სეიდი, ლინდა და კლემი უკან გაბრუნდნენ, ხოლო კეტი და ლესლი კი შეურთდნენ წამებას. ამჯერად კედელზე სისიხლით დაწერეს “rise”, ”death to pigs”,პატრისიას მიერ არასწორად დაწერილი ”healter skelter” და ”war”, რომელიც ლენოს მუცელზე იყო ამოჭრილი.

ee6e98482202
ლენო ლა ბიანკა

4d597d577eee
ლენო და როზმარი ლა ბიანკა

35e93fb290f0
მენსონი სასამართლოში

დაკავება და სასამართლო

1969 წლის 16 აგვისტოს მენსონი და მისი “ოჯახი” დააპატიმრეს მანქანების ძარცვისათვის, მაგრამ გაანთავისუფლეს, იმიტომ რომ, რანჩოს ჩხრეკის ორდერი მხოლოდ და მხოლოდ რეიდამდე 2 დღით ადრე იქნა გაფორმებული. თუმცა პოლიციამ მოახდინა იარაღის და მანქანების კონფისკაცია. ჩარლი “გრძნობდა” რომ დონალდ ”შორტი” ლი იყო ამაში დამნაშავე, სორედ ამიტომ მისი მოკვლა ბრძანა.იგი დაჭრეს ნაწილებად და მიწაში ჩამარხეს. მეორე რეიდი 1969 წლის ოქტომბერში მოხდა და ამჯერად კი დამამტკიცებელი საბუთები საკმარისად ჰქონდა პოლიციას. სასამართლოში ლინდა კასაბიანი მთავარი მოწმე იყო, სიუზან ატკინსაც უნდოდა, რათა სასჯელი შეემსუბექებინა, მაგრამ შემდგომ გადაიფიქრა. სასამართლომდე რამოდენიმე დღით ადრე ამავე სასამართლოს მიერ დანიშნული ადვოკატი რობერტ ხიუ გაუჩინარდა, მისი დანაწევრებული სხეული 5 თვის შემდეგ იქნა ნაპოვნი.სასამართლოს მიმდინარეობისას მენსონმა და მისმა ”ოჯახმა” შუბლზე ამოიჭრეს ”X”. დიდიხნიანი სასამრთლო პროცესის შემდეგ 7 წევრს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ 1972 წელს უმაღლესმა სასამართლომ სასჯელი შეამსუბუქა სამუდამო პატიმრობად.

fce77cfbb745
ამჟამად ჩარლზ მენსონი ასე გამოიყურება

იგი კალიფორნიის ციხეში იმყოფება. 23 საათს ატარებს იზოლირებულად (ე.წ ადინოჩკაში, ქართულად არ ვიცი როგორ დავწერო, უკაცრავად,) მას ეკრძალება სხვაპატიმრებთან ურთიერთობა.
ჩარლზ უოტსონი mule creek state ციხეშია, მან დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი ”will die for me?”. მოიყვანა ცოლი და ყავს 4 შვილი, ასევე გახსნილი აქვს საკუთარი ვებ გვერდი.
სუზან ატკინსი, პატრისია კრენუინკელი და ლესლი ვანჰოუტენი კალიფორნიის ქალთა ციხეში არიან. ატკინსმა დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი ”child of satan, child of god”, ორჯერ გათხოვდა. 2008 წელს ცნობილი გახდა რომ მას კიბო აქვს და ნახევარ წელზე მეტს ვერ იცოცხლებს. 2009 წლის 24 სექტემბერს ის გარდაიცვალა. დანარჩენი ორი ითხოვენ შეწყალებას, თუმცა უშედეგოდ.
ბობი ბოსოლეო ორიგონის ციხეში ზის, მან მოიყვანა ცოლი, დაკავებულია მუსიკით და აქვს საკუთარი ვებ გვერდი.
დანარჩენებიც ან ციხეშია ან უკვე ცოცხლები აღარ არიან. არა მგონია არსებობდეს დედამიწის ზურგზე ნორმალური ადამიანი, ვინც მათ თანაუგრძნობს. მე გირჩევდით უყუროთ ჯონ გრეის ფილმს ”Helter Skelter”, სადაც მთავარ როლს ჯერემი დაივისი ასრულებს.

საკმაოდ ვრცელი კი გამოვიდა, მაგრამ იმედია ბოლომდე წაიკითხეთ.თუ მოგწონთ ესეთი პოსტები შემიძლია კიდე დავდო. . .

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button