Aamer Architects–მა განახორცილა პროექტი – “Ninety7 @ Siglap”–ი, რომელიც სინგაპურში მდებარე, ულამაზესსა და კომფორტულ საცხოვრებელს წარმოადგენს.
თანამედროვე სტილში ნაშენი ნაგებობა, რომელიც მზის სისტემის ენერგიით მარაგდება, 3 დონიანია, სადაც ყოფითი პირობებისათვის განკუთვნილი, ყველა დანიშნულების ოთახების გარდა, უზრმაზარი ვერანდები, ტერასები და ბარბეკიუს მოსაწყობად მიჩნეული სივრცეებია. აქ ასევეა სართულებს შორის არსებულ ღია ტერასებსა და სახურავზე გაშენებული ბაღები, საიდანაც ბრწყინვალედ მოსჩანს მოპირდაპირე მხარეს მყოფი – Siglap–ის მთისა და ირგვლივმყოფი, თვალწარმტაცი ლანდშაფტური ზონა.
ნაგებობაში არსებული საძინებლები პირველ სართულზე ისეა განლაგებული, რომ უზარმაზარი ფანჯრებიდან და მინის, სრიალა კარებებიდან მოსაჩანს იქვე მყოფი, ლაჟვარდოვანი საცურაო აუზი. აუზის ირგვლივ მყოფ სივრცეს, კი როგორც გასარუჯი, ასევე საჩრდილობელი და წვეულების მოსაწყობი დატვირთვაც აქვს. ეს ცოტაოდენი რამ ჩვენს მიერ შემოთავაზებული – “Ninety7 @ Siglap”–ის აღწერილობის შესახებ, დანარჩენი კი თავად განსაჯეთ, როცა ფოტოებსაც გადაავლებთ თვალს. ისიამოვნეთ!
იმედია მოგეწონათ ))
წყარო: journal.top100.ge