არქივი

ცეცხლზე გავლა

86c67619cb38
ალბათ ყველას ძალიან გვეშინია დამწვრობის და ვერც წარმოგვიდგენია როგორ უნდა მივიდეთ იმ დონეზე, რომ გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე ან ქვებზე საკუთარი ნებით მშვიდად გავიაროთ. ერთი შეხედვით ეს შეუძლებლად მოგვეჩვენება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ცეცხლზე გავლა პრობლემას არ წარმოადგენს, მეტიც.. ამაში ვარჯიშობენ და რეკორდებსაც კი ამყარებენ, და რაც ყველაზე მთავარია – ეს არ იწვევს დამწვრობას! გგონიათ რომ კიდევ ერთ ელუზიონისტთან გვაქვს საქმე? არა, სულაც არა, ამაზე მეცნიერები მუშაობენ და ცდილობენ გაარკვიონ, არსებობს თუ არა მოვლენაში რაიმე ზებუნებრივი, თუ უბრალოდ რაიმე ბუნებრივ კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე?!

ცეცხლში გავლის ტრადიციას სხვადასხვა ქვეყანასა თუ რელიგიაში არც ისე მცირე ხნის ისტორია აქვს. ყველაზე ცნობილი ამ მხრივ მაინც ინდოეთია. იქ ჯერ კიდევ რკინის ხანაში არსებობდა მსგავსი ტრადიცია და ამით ადასტურებდნენ ფაკირების მისტიკური ძალების სიძლიერეს.
ცეცხლში გავლის ტრადიციას ორი დატვირთვა ჰქონდა, ერთის მხრივ გამოიყენებოდა პიროვნების გამბედაობისა და სიძლიერის შესაფასებლად და მეორე დატვირთვა კი წმინდა რელიგიური ხასიათის იყო, ანუ დაყრდნობილი გახლდათ პიროვნების რწმენაზე.

დღესდღეობით არსებობს სხვადასხვა სემინარები, ჯგუფები, სადაც ცდილობენ ჩამოუყალიბონ მსურველებს ნდობა იმისა, რომ არ დაიწვებიან )) ეს არის ერთგვარი შემზადება რიტუალისთვის, რადგანაც ცეცხლში გავლა მოითხოვს ძალიან დიდ რწმენას, რომ რაღაც ზებუნებრივი ძალა დაეხმარება მას, ან უნდა არსებობდეს ინდივიდუალური უნარი, ფოკუსირება გონებაზე, ისე რომ გონება აყვანილი იყოს ამ რიტუალის ზევით, ანუ ადამიანი მყარად უნდა იყოს დარწმუნებული, რომ გონებით ყველაფრის მართვა შეუძლია.

66c6e2527567
ამერიკაში ცეცხლში გავლა 1970 წლიდან გახდა პოპულარული, როდესაც ტოლი ბურკანმა წამოიწყო პრაქტიკის განმარტების კამპანია. ის საღამოობით სპეციალურ ცეცხლში გავლის პროგრამებს მართავდა, დასწრება თავისუფალი იყო და რა გასაკვირია, რომ ბევრს დააინტერესებდა. მალე ცეცხლში გავლის კურსები მომგებიან ბიზნესად გადაიქცა.

1930 წელს University of London Council for Psychical Research-მა 2 ცეცხლში გავლა მოაწყო, რათა მეცნიერულად შეესწავლათ ეს მოვლენა. 1935 წელს ინდოელმა კუდა ბუქსმა და ორმა ბრიტანელმა მეცნიერმა 12 ფუტის სიგრძის ცეცხლის ორმოში გაიარეს, იქ მუხის ნაკვერჩხლები ეყარა, რომელიც 800 გრადუსამდე იყო გავარვარებული. 1937 წლის აპრილში კი ზემოთ მოხსენიებულმა საბჭომ კიდევ ერთი პრეზენტაცია მოაწყო, მასში მუსლიმანი აჰმედ ჰუსეინი, ინგლისელი რეჯინალდ ედკოკი და კიდევ რამოდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. არც კუდა ბუქსს, არც ჰუსეინს და არც რეჯინალდს არანაირი დამწვრობა არ მიუღია, სხვებს კი პატარა ბუშტუკები გამოუვიდათ მხოლოდ.

ამის შემდეგ 1980 წლამდე თითქოს ყველაფერი მიწყნარდა და არც ბრიტანეთში, არც ამერიკაში ცეცხლზე გავლა ,,მოდაში” აღარ იყო. შემდეგი ათწლეულის მიჯნაზე კი კვლავ გამოჩნდნენ ასპარეზზე ფულის გაკეთების მსურველები და შეიქმნა სხვადასხვა კურსები, სადაც სწავლება მიმდინარეობდა. სხვათაშორის ასეთი კურსები დღემდე არსებობს. ასეთი კურსები ცდილობდნენ ცეცხლზე გავლა წარმოეჩინათ როგორც რეალობა, რომელიც გონების ძალის ზევით ხდება, და არა რაიმე მარტივი ფიზიკის კანონის ძალით.

ზოგჯს სჯეროდა ამ ზებუნებრივი მოვლენის, ზოგიც კი კრიტიკის ქარცეცხლში ახვევდა მეცნიერებს. ბერნარდ ლეიკენდმა და უილიამ მაკკარტიმ გამოაქვეყნეს სკეპტიკური ჩანაწერი, სადაც აცხადებდნენ, რომ ცეცხლზე გავლა შესაძლებელი იყო თუკი ნახშირს დაბალი თერმული მოცულობა ექნებოდა, ან თუკი მოსიარულე ისე გაივლიდა, რომ ძალიან მცირე ხნით შეახებდა ფეხს ნახშირს.

რომ გავიგოთ თუ როგორაა შესაძლებელი ცხელ ნახშირზე გავლა დამწვრობის გარეშე, ჯერ მცირე ინორმაცია უნდა შევიტყოთ. მიიჩნევენ, რომ მერქანი და ნახშირი ძალიან კარგი თერმული იზოლატორები არიან. თქვენც გინახავთ ქვაბებს ხშირად ახლავს მერქნის სახელურები, ან ძველ უთოებზე შეგინიშნავთ ხის ხელის მოსაკიდი. ეს ადასტურებს იმას, რომ ხე კარგი იზოლატორია, ხოლო ნახშირი კი თურმე ოთხჯერ უკეთესია ამ მხრივ. ამასთანავე, ნაცარი,რომელიც ნახშირის შემდგომ რჩება, ძალიან ცუდი გამტარია, ისევე როგორც ნახშირი და მერქანი, და არ აწარმოებს სითბოს.
შემდეგი მნიშვნელოვანი ფაქტორი,რომელიც უნდა განვიხილოთ არის დრო! დრო,რომლის განმავლობაშიც ფეხი ეხება ნახშირს. ამბობენ რომ გაქცევა არაა საჭირო, რეკომენდებულია ცოცხლად სიარული, ცოცხალი ნაბიჯით. ისე რომ ნაბიჯის გადადგმას მოანდომო წამის ნახევარი ან ნაკლები.

7ae31e562775

სითბოს გადაცემა 3 გზით შეიძლება მოხდეს: კონვენციური გზით, რადიაციით და გამტარობით.

კონვექცია– “მოტანა”, “მოზიდვა”სითბოს ან ელექტრომუხტების გადატანა მოძრავი გარემოს (ჰაერის, ორთქლის, წყლის და მისთ.)
კონვექცია – არის სითბოს გადაცემა მოძრაობით, მაგალითად სითბოს დაკარგვა ჰაერის მოძრაობით კანის ზედაპირზე. კონვექცია ასევე არის პასუხისმგებელი სითბოს გადაცემაზე სხეულის შიგნიდან მისი ზედაპირისათვის სისხლის ცირკულაციის გამოყენებით. მაგრამ კონვექცია ცეცხლში გავლასთან არანაირ კავშირში არაა, რადგანაც ამ პროცესში არც რომელიმე გაზი (აირი) დომინირებს და არც რაიმე სითხე, ასე რომ კონვექცია გამოვრიცხოთ.

სითბო შეიძლება გადმოგვეცეს რადიაციის გზით, ელექტრომაგნიტური ტალღის საშუალებით, მაგალითად როგორც მზის საშუალებით ვიღებთ ჩვენ სითბოს ისე. ცეცხლზე გავლის დროს რადიაციური გზით ფეხს ძალიან დიდი სითბო არ გადმოეცემა, ამის მთავარი მიზეზი კი დროა.. ანუ ფეხი და ნახშირი ძალიან მოკლე დროის განმავლობაში ეხებიან ერთმანეთს და ვერ ასწრებს სითბო რადიაციის გზით მცირე დროში დიდი რაოდენობით გადმოსვლას. ხოლოდ თუ ნახშირს თან ახლავს ნაცრის მცირე ფენა, ან ზევიდან შემოკრული ან დაყრილი, ამ შემთხვევაში ნაცარი შესანიშნავი დამცველია ფეხისთვის და ბლოკავს რადიაციას.

რაც შეეხება გამტარობას, გამტარობა – არის სითბოს გაცვლა სხეულის პირდაპირი კონტაქტით (კანი, ფეხები) მიწასთან და სხვა ზედაპირებთან, როგორიცაა წყალი. გამტარობით გაცვლილი სითბოს რაოდენობა დამოკიდებულია ტემპერატურის სხვაობაზე ორ ზედაპირსა და მათ სითბოს გამტარობაზე. ჩვენს შემთხვევასთან ყველაზე უფრო ახლოს გამტარობაა. გამტარობა ხდება როდესაც გავარვარებული ნახშირის ენერგიული მოლეკულები ეჯახებიან ,,დარბაისელ” მოლეკულებს, როდესაც ადამიანი ფეხის ძირს შეახებს ამ ნახშირს, რა თქმა უნდა გადაეცემა მას ენერგია, მაგრამ სითბოს გამტარობა მაინც დაბალია, რადგანაც ნახშირი პატარაა, ფეხი კი მასზე ოთხჯერ დიდი მაინცაა.

ასევე გააჩნია თვითონ ფეხის ტემპერატურასაც, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც უფრო ცხელი იქნება ფეხი, მით უფრო ნაკლები იქნება მისი ნახშირით დაწვის შანსი.
მოკლედ როდესაც ადამიანი ნახშირზე გაივლის, მას გადაეცემა არც ისე ბევრი სითბო, რადგანაც ნახშირი ცუდი გამტარია, არ აქვს საკმარისი შიდაენერგობაზა, და ამასთანავე შედარებით გაცივებული ნახშირი ნაცრის შემოკრობით წარმოშობს ე.წ. დამცავ ფენას, რომელიც სითბოს არ ატარებს.
ცეცხლზე გავლის შემდგომ ბევრი ფეხებს ისველებს, რადგანაც ამბობენ ეს შველის იმ გადმოცემული სითბოს უცებ გაქრობასო. ამიტომაც გასავლელი გზის ბოლოს წყლიან ჯამს დებენ ხოლმე.

უყურეთ ამ ვიდეოს და გაოცდებით = ) ასევე მოისმენთ ამ მოვლენის ახსნას, სხვადასხვა ადამიანების მიერ..

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

ჩემი ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button