არქივი

მხეცი (პერსონაჟი)

8a0c5587906d

დოქტორი ჰენრი ფილიპ ”ჰენკ” მაკკოი (მხეცი) – გამოგონილი პერსონაჟი, მარველის კომიქსების სუპერგმირი, იქს-ადამიანების წევრი. შექმნილია მწერალი სტენ ლისა და მწერალი/ილუსტრატორი ჯეკ კირბის მიერ. პირველად გამოჩნდა კომიქსში იქს–ადამიანები (ნაწ. 1) #1 (1963 წლის სექტემბერი).

თავდაპირველად, ჰენკ მაკკოი იყო მუტანტი, რომელიც ფლობდა მაიმუნის-მსგავს ზეადამიანურ ფიზიკურ ძალას, სიმარდეს, დიდი ზომის ფეხებსა და ხელებს. სხვა მხრივ ჩვეულებრივ ადამიანს ემსგავსებოდა. მხეცად გარდაქმნის შემდგომ კი მუტანტმა შეიძინა ცხოველის-მსგავსი გარეგნობა: ლურჯი ბეწვი, წვეტიანი ყურები, ბასრი კბილები და ბრჭყალები, კატისებრთა თვისებები. მისმა ფიზიკურმა შესაძლებლობებმა და მგრძნობელობამ უმაღლეს დონეს მიაღწია.
მიუხედავად მისი გარეგნობისა, იგი არაჩვეულებრივი ხელოვანი და მეცნიერი, ბიოქიმიასა და გენეტიკაში მსოფლიოში აღიარებული მკვლევარი, იქს-ადამიანების მკურნალი ექიმი და მეცნიერებისა და მათემატიკის მასწავლებელია იქსევიერის ინსტიტუტში. ჰენკი აგრეთვე პოლიტიკური ფიგურაა. ცხოველური ინსტინქტების, საზარელი გარეგნობისა და სოციალური გაკიცხვის შიშის გამო, ჰენკმა მთელი სიცოცხლე უკეთესი მსოფლიოს შექმნას მიუძღვნა – ადამიანებისა და მუტანტებისათვის.

წლების მანძილზე, მხეცი იქს-ადამიანების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა იყო, ასევე შურისმაძიებლებისა და მცველების წევრი. პერსონაჟი პირველად 2003 წელს გამოჩნდა სრულმეტრაჟიან ფილმში იქს-ადამიანები 2 – მცირე ეპიზოდში. 2006 წელს კი ფილმში იქს-ადამიანები, უკანასკნელი ბრძოლა, სადაც მას მსახიობი კელსი გრამერი ანსახიერებს. 2008 წლის მაისში, გაზეთ Wizard-ის ყველა დროის 200 საუკეთესო კომიქსის პერსონაჟს შორის მხეცმა 180-ე ადგილი დაიკავა.

ჰენკი დაბადებიდანვე ფლობდა უდიდეს ძალასა და ფიზიკურადაც (გიგანტური სხეული – ხელები, ფეხები) ძლიერ განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ადამიანებისაგან. მისი უცნაური გარეგნობა იყო ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დოქტორი ჰენკ მაკკოი შეუდგა მუტანტთა გენების შესწავლასა და შეეცადა აღმოეჩინა ის ალტერნატიული გზა, რისი მეშვეობითაც თავად შეძლებდა ”განკურნებას”.

დიდხნიანი შრომის შემდგომ ჰენკი იძულებულია საკუთარ თავზე გამოსცადოს ”წამალი”. დოქტორი მაკკოის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, იგი უეცრად ემსგავსება ცხოველს და საბოლოოდ რწმუნდება, რომ ”დაავადებისაგან” განკურნება შეუძლებელია (ან ძალზედ რთული). თუმცა ჰენკს, წარუმატებლობის მიუხედავად, არ შეუწყვეტია დაწყებული სამუშაოები და მალე, როგორც დიდმა მეცნიერმა, მსოფლიო მასშტაბით აღიარება მოიპოვა

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button