არქივი

ოტია იოსელიანი

3896d789773d

ოტია იოსელიანის ბიოგრაფია
1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში დაიბადა ოტია იოსელიანი. ერთი წლისა და სამი თვისას მამა გარდაეცვალა. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ. ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას – ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად. ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ.

მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს.

მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ოტია და მისი ძმა ათი_თერთმეტი წლისანი იყვნენ. მათ კარგად იცოდნენ ბებიას მოყოლილი ზღაპრებიდან დედინაცვალი და მამინაცვალი. ბავშვები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც მათ შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და სიკეთე, სინამდვილე და ზღაპარი. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა.
8392a9aa8aee
დედა ქუთაისში გათხოვდა. ეს განცდები კარგადაა აქვს მწერალს გადმოცემული თავის მოგონებებში, რომლის სათაურის წაკითხვაც კი სევდას მოგგვრის. ნოველა მოკლედ და მკაცრად არის დასათაურებული _ ,,დედა გათხოვდა”.

“ამ მდუღარეგადასხულ ჩემს ბიოგრაფიაში – წერს ოტია იოსელიანი – ვერცერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნი. ყურმოკრული მაქვს, თითქოს ჰემინგუეის უთქვამს – “მწერლის აკადემია უბედური ბავშვობააო” – ცინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემიაო”.
524f9147d1d3
ოტიას და მის უმცროს ძმას ბებია და მამიდა ზრდიდნენ. ბებიამ, ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა, დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას, საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი.
60fa0dbfffaf
ომი ახალი დამთავრებული იყო, იმ დროისათვის ველოსიპედის ყოლა დღევანდელი ავტომობილის შეძენას უტოლდებოდა, ამიტომ ეს საჩუქარი არა მარტო ოტიასთვის, მთელი უბნის ბიჭებისათვის დიდი საოცრება იყო. ველოსიპედის ხიდზე შემოიჯენდა ოტია თავის ძმას და ისე დადიოდნენ სკოლაში. მეგობარი ბიჭები ხარბად აყოლებდნენ თვალს და ამ ,,ტრანსპორტის” ყოლაზე ოცნებასაც ვერ ბედავდნენ.
a93aebebbc37
სკოლის წლებს მწერალი დიდ ადგილს უთმობს თავის შემოქმედებაში. განსაკუთრებული პატივისცემით იხსენიებს ქართული ენის მასწავლებელს ქეთევან ბალანჩივაძეს, რომელიც ოთხი წელი დამრიგებელიც იყო. ქეთევანმა წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვობის დროინდელ მეხსიერებაზე.
1c1fd021ebca
მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს ქართული ენისა და ლრიტერატურის ფაკულტეტზე.

მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისათვის მას უკვე ჰყავდა მეუღლე და უფროსი ვაჟი ბაჩო.

ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებინა, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო.

ოტიას უთხრეს: ძალიან, რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო.

,,ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს” ამბობს ოტია.

შედეგი, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი გამოდგა.

ამის შემდეგ იგი იწყებს ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესების და სცენარების წერას.

ოტია იოსელიანი მწერალთა კავშირიდან გაგზავნეს საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლეს ორწლიან კურსებზე. რუსეთში ყოფნის დროს გარდაეცვალა “ქვეყნის უკეთესი ბებია”, რაც ძალიან განიცადა. 1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურული კურსები. მისი პირველი თხზულება დაიბეჭდა 1954 წელს, მოთხრობების პირველი კრებული “კარის მეზობელი” გამოსცა 1957 წელს.
5d50e61eddbd
1957 წელს ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი პირველი რომანის განხილვისას (მოსკოვში) კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე, იმდენად მაღალი შეფასება მოიპოვა ამ ნაწარმოებმა. იქიდან მოყოლებული სულ უფრო ძლიერდებოდა ოტის შემოქმედებისადმი სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოყვა, ნოველას – ნოველა, რომანს -რომანი… აღიარებას – აღიარება. სულ მალე ამ ყველფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი. თეატრთან პირველი შეხება სერგო ზაქარიაძის მეშვეობით მოხდა. სწორედ ამ მსახიობისთვის დაიწერა პიესები: ,,ადამიანი იბადება ერთხელ”, ,,სანამ ურემი გადაბრუნდება” და ,,ურემი გადაბრუნდა” (მის კინოვერსიაშიც სერგო ზაქარიაძემ შეასრულა მთავარი როლი).

1960 წელს გამოვიდა ოტია იოსელიანის საბავშვო სათავგადასავლო წიგნი ,, უთაური ბიჭის თავგადასავალი”.

1961 წელს გამოაქვეყნა რომანი ,,ვარსკვლავთცვენა”. იმავე წელს დაიწერა პიესა ,,ადამიანი იბადება ერთხელ” და დაიდგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

1972 წელს საბჭოთა მწერალმა გამოსცა რომანი ,,ტყვეთა ტყვე”.

1973 წელს ,,ნაკადულმა” გამოსცა ,,დაჩის ზღაპრები” (უძღვნა თავის უმცროს შვილს დაჩის).

1981-82 წლებში რჩეული ორტომეული.

1989-91 წლებში ისევ ორტომეული.

1999 წელს გამოიცა 55 არაკი.

2002 წელს გამოიცა მისი ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექსია შეტანილი.

თარგმნილია: რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე. სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად… საერთო ტირაჟით აქვს მილიონამდე.

ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთაგან: ,,ადამიანი იბადება ერთხელ”, ,,სანამ ურემი გადაბრუნდება”, ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”, ,,ურემი გადაბრუნდა” და სხვა დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის ასზე მეტ თეატრში.

ავტორია სცენარებისა: ,,ჩქარი მატარებლიდან”,,ლევანა”, ,,თეთრი ქალიშვილი”, ,,აკაციის ყვავილობა”, ,,ცეცხლთან თამაში”, ,,ბოშას კოცნა”, ,,მალე გაზაფხული მოვა”, ,,ჩემი ქალაქის ვარსკვლავი”.

მულტფილმები: ,,კიბერნეტიკა და სიყვარული”, ,,დაჩის ზრაპრები”.
5ce01b7d0653
ოტია იოსელიანი ცხოვრობდა წყალტუბოში, თავისივე ხელით აგებულ ლამაზ ოდა სახლში, სადაც თავს იწონებს ოტიასავე ხელით გაკეთებული ბუხარი. ოტია იოსელიანს სახლის მეორე სარული დათმობილი აქვს ლიტერატურული სალონისათვის. სალონს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტუმრობენ მწერლები, ხელოვნების მუშაკები და ატარებენ ლიტერატურულ საღამოებს. ო. იოსელიანს ჰყავს სამი შვილი – ბაჩო, მანო და დაჩი, რომელთა სახელები კარგადაა ნაცნობი მისი ნაწარმოების მკითხველისათვის.

გარდაიცვალა 2011 წლის 14 ივლისს

წყარო: burusi.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button