გასართობისაკითხავისასარგებლო

დონ ჟუანის ჩანაწერები

f4d7ffdc1e47

– ქალი უფრო ადვილად შეგიყვარებს, ვიდრე გამოგიტყდება ამაში.
კაცი კი უფრო ადვილად გაგიმჟღავნებს, ვიდრე შეგიყვარებს.
– არც ისე ცუდია როდესაც ქმარს მხოლოდ ერთი რამ სურს ცოლისგან.
გაცილებით ცუდია, როდესაც მას არაფერი სურს მისგან.
– თუ ღალატია, მაშინ სჯობს ისეთთან, რომლის გამოც ”დაწვის” შემთხვევაში არ შეგრცხვება ცოლის.
– ნამდვილმა დონ-ჟუანმა უნდა იცოდეს არა იმდენად მოდური ჩაცმა, რამდენადაც სწრაფად ჩაცმა.
– სანამ კაცთან ღამეს გაატარებს – ქალს სურს გაიგოს უყვარს თუ არა ეს კაცი.
მამაკაცს კი მხოლოდ ღამის ერთად გატარების შემდეგ შეუძლია იმის გაგება.
– როდესაც კაცი ცუდად გრძნობს თავს – ეძებს ქალს.
ხოლო როდესაც კაცი კარგად გრძნობს თავს – ეძებს კიდევ ერთს.
– საყვარელი ქალის შემხედვარე კაცი, თავიდან ბრმავდება, შემდეგ კი ყრუვდება.
– უსაფრთხოების წესების დაუცველად შესაძლებელია არა მარტო კაცის სიკვდილი, არამედ მისი დაბადებაც.
– სიყვარული სკოლის მსგავსია ყველაზე საინტერესო – შესვენებაა.
– არასოდეს კითხოთ მას რატომ უყვარხართ.
დაფიქრების შემთხვევაში შეიძლება გაირკვას, რომ სასიყვარულო მართლაც და არაფერია.
– ხშირად ქალი გიძალიანდება მხოლოდ იმისათვის, რომ შენთან მეტხანს იყოს.
– პირველად ცოლი მოყავთ – სიყვარულით. მეორედ – გათვლით. მესამედ – ჩვევით.
– უბედურება არაა, როდესაც მეუღლე მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
გაცილებით მეტი უბედურებაა, როდესაც ის სხვაზე ფიქრობს.
– ქალს სურს კაცთან ერთად თავდაპირველად გაიაროს თეატრში, კინოსა თუ რესტორანში, რომ გაერკვას ღირს კი მასთან ღამის გატარება.
ხოლო მამაკაცს სურს თავდაპირველად ღამის გატარება, რომ გაერკვას ღირს კი მისი იქ წაყვანა.
– ყოველთვის მიძნელდებოდა ქალის სახლში მოყვანა.
თავდაპირველად მშობლების გულისათვის, მერე კი – ცოლის.
– იყო იმის ერთგული რაც არ მოგწონს, ნიშნავს ღალატობდე საკუთარ თავს.
– პირველი ქორწინება ხშირად მთავრდება წარუმატებლობით რადგან ქალი ჩქარობს.
ხოლო იმიტომ ჩქარობს – რომ წარუმატებლობის შემთხვევაში მოასწროს ახალი ქორწინება.
– ოჯახი ნიშნავს ყველაფერს. ამიტომ დაოჯახებამდე კარგად დაფიქრდი რას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს შენთვის: ოჯახს თუ – ყველაფერს.
– რამდენადაც რთულია ქალის ალაპარაკება, იმდენად რთულია მისი გაჩუმებაც.
– ქალს სურს მრავალი რამ, მაგრამ მხოლოდ – ერთი მამაკაცისაგან.
მამაკაცს კი სურს მხოლოდ ერთი რამ, მაგრამ – მრავალი ქალისაგან.
– ახალგაზრდობაში ღალატობ იმასაც კი ვინც გიყვარს იმიტომ, რომ სიბერეში მაგის თავი არ გექნება თუნდაც აღარ გიყვარდეს.
– ძაღლს შენი ყველაფერი ესმის, მაგრამ არ ძალუძს საკუთარი აზრის გამოთქმა.
ქალი კი ყველაფერზე საკუთარ აზრს გამოთქვავს, მაგრამ არ სურს არაფრის გაგება.
– რამდენადაც დასაწყისში ქალს არ სურს თავისთან მიშვება, იმდენადვე არ სურს შემდეგ შენი გაშვება.
– როდესაც კაცი სახლში ადრე ბრუნდება, ფიქრობს რა წაიკითხოს.
ხოლო როდესაც გვიან ბრუნდება – ფიქრობს რა მოყვეს.
– ქალის გულის გაღება შედარებით ადვილია ავტომანქანის გასაღებით.
– როდესაც მამაკავი ხშირად ჩასჩურჩულებს ყურში, რომ ის ყველაზე:
ლამაზია, სათნოა, ჭკვიანია, გამგებია, ეს იმდენად მიმართული არაა ქალის მიმართ, რამდენადაც საკუთარი თავის დასარწმუნებლად – რომ ეს ასეა.
– თუ ქალი საკუთარ თავს არ აქცევს ყურადღებას, მაშინ მამაკაცი სხვა ქალს აქცევს ყურადღებას.
– ქალისათვის ჩაცმაში ის უნდა იყოს მთავარი, რამდენად მოუნდება კაცს მისი გახდა.
– ქალს არ უყვარს უხეში ანეგდოტების მოყოლა, მაგრამ უყვართ მათი მოსმენა.
– რამდენადაც ქალი ნაკლებად გააკეთებს საჭმელს, იმდენად უფრო გემრიელი იქნენა ეს საჭმელი კაცისათვის.
– სიყვარული ეს ავადმყოფობაა, რომლის სამკურნალოდაც საჭიროა ავადმყოფებმა უფრო მეტი დრო გაატარონ საწოლში.
– ქალისათვის ყველა საყვარელი კარგია – მაღალიც და დაბალიც.
დაბალს ადვილად დამალავს, ხოლო მაღლის უკან თავად ადვილად დაიმალება.
– ქალი ციხესიმაგრის მსგავსია. ერთს დაიპყრობ პირველივე შეტევით, მეორეს – ხანგრძლივი შეტევებით. დანარჩენს – მოლაპარაკების გზით.
– თუ ქალი ძალიან ადვილად დანებდა კაცს, ეს ამ კაცის დამსახურება კი არაა, არამედ – იმათი, ვინც ადრე იყვნენ ამ ქალთან.

წყარო: forum.ge

მსგავსი ამბები

Back to top button