სერიალები….
ზაფხულია, მოგეხსენებათ ძალიან ცხელა, 12 საათიდან 18 საათამდე გარეთ არ გაისვლება, ზიხართ ალბათ კომპთან და ინტერნეტში დაძვრებით. (ძირითადად იმათ ვგულისხმობ, ვინც არ მუშაობს), ახალი გამოსული ფილმები კამრიპშიც კი ნანხი გაქვთ და უცნაური ბლოგიც ზეპირად იცით. თუ სერიალები გიყვართ მე შემიძლია რამოდენიმე მათგანი დაგისახელოთ, ოღონდ რათქმა უნდა არც ბრაზილიურს, არც ესპანურს და არც თვით მექსიკურს სერიალებს არ ვგულისხმობ! უმეტესი თქვენგანი ალბათ უკვე არის რომელიმე სერიალის გმირის ფანი, მოდი მე რამოდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ, არჩევანი კი თქვენთვის მომინდვია. შევეცდები გავითვალისწინო, როგორც ბიჭების, ასევე გოგების გემოვნებაც.
grey’s anatomy IMDB 7.2
ეს სერიალი ახალგაზრდა ექიმ მერედიტ გრეის შესახებაა> საკმაოდ კარგი იუმორით არის დატვირთული. ზოგჯერ დრამის ისეთი ელემენტები გვხვდება, რომ ბევრ თქვენგან ცრემლის შეკავება გაუჭირდება.
HOUSE M.D IMDB 8.8
მეეჭვება ამ სერიალის შესახებ ვინმემ არ იცოდეს, მაგრამ რა იცი რა ხდება, მაინც დავწერე. ესაა სამედიცინო სერიალი ეგოისტ და საკუთარ თავზე უზომოდ შეყვარებულ ექიმ გრეგორი ჰაუსზე, რომლის ქმედებებსაც, მიუხედავად სამედიცინო შეცდომებისა, მე პირადად სიამოვნებით ვადევნებ თვალს.
criminal minds IMDB 8.3
ეს საკმაოდ ძლიერი კრიმინალური სერიალია, ვისაც არ გაქვთ ნანახი გირჩევთ. არაჩვეულებრივი პერსონაჟებით და სიუჟეტით, რომელსაც უბრალოდ თვალს ვერ მოწყვეტთ.
cold case IMDB 7.6
ესეც კრიმინალურია, უბრალოდ ამ სერიალში ძველ გაუხსნელ საქმეებს იძიებს დეტექტივი რაში, ჩემის აზრით საკმაოდ საინტერესოა.
dexter IMDB 9.3
ეს არის ჩემი საყვარელი სერიალი მკვლელზე, რომელიც კლავს მკვლელებს!:))თითოეული სეზონი ერთმანეთზე უკეთესია და მე დღესაც მოუთმენლად ველოდები შემდეგი სეზონის გამოსვლას.
the vampire diaries IMDB 8.0
ამას გოგონებს ვურჩევდი, დეიმონის ხათრით:))აქვე მინდა ავღნიშნო რომ წიგნი სერიალთან შედარებით არის აბსოლიტური ნული! მე შემაცდინა ცნობისმოყვარეობამ და წავიკითხე, დღემდე ვნანობ დრო რა ტყილად დავკარგეთო. სერიალს არაუშავს.
the tudors IMDB 8.1
ისტორიულ ფილმებზე ყოველთვის ვგიჟდებოდი, მაგრამ რაც ეს სერიალი ვნახე….რაც ჯონათან რიზ მაიერსის თამაში ვიხილე….ნამდვილად კარგი სერიალია და ეს მოეწონებათ, როგორც ბიჭებს ისე გოგოებს. ჰენრი 8-ის ცხოვრებაზე და ცოლებზეა, სექსუალური სცენებით და ასე შემდეგ.
smallville IMDB 7.7
ესეც სუპერმენი!!! სიმართლე გითხრათ ამ სერიალთან მთელი 10 წელი მაკავშირებს და ამიტომაც დავწერე აქ.დასკვნა ასეთია: დროის მოსაკლავად მშვენიერი საშუალებაა, შეიძლება არც მსახიობები ბრწყინავს და არც სცენარით გამოირჩევა დიდად< მაგრამ თავის დროზე მაგარი სერიალი იყო. supernatural IMDB 8.8
ძმები დინ და სემ ვინჩესტერები. მათ შესახებ ვინ არ იცი? ებრძვიან ბოროტებას, დემონებს, ვამპირებს, ჯინებს და ათას უბედურობებს. გოგოებო, მე გირჩევდით, მშვენიერი ჭაბუკები თამაშობენ, თან თითოეული სერია მაინც მაგარია. მართალია 6 სეზონი ისეთი არ არის როგორიც უნდა იყოს, მაგრამ მაინც კარგი სერიალია.
პ.ს მე ყველა სერიალის ყველა სერია ნანახი მაქვს, რა ვქნა ასეთი უსაქმური ვარ:)