კულტურა

ურუგვაი ჩემპიონია!

092cf2a5a862

დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართა კოპა ამერიკას ფინალი, რომელშიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ურუგვაი და პარაგვაი.

მატჩი საკმაოდ სწრაფი ტემპით დაიწყო და ურუგვაის მე-9 ნომერმა-ლუის სუარეზმა მე-12 წუთზევე გამოიჩინა თავი. მთელი პირველი ტაიმი ურუგვაი სრულ უპირატესობას ფლობდა რაც ანგარიშზეც აისახა და დიეგო ფორლანმა ტაიმის მიწურულს – 42-ე წუთზე გადაწყვიტა თამაშის ბედი.
მეორე ტაიმში პარაგვაიმ შეუტია, თუმცა მას დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა. პარაგვაი მეორე ტაიმში მცირეს მაგრამ მაინც ფლობდა უპირატესობას, ურუგვაი ერთხელ ძელმაც კი იხსნა. საბოლოოდ ურუგვაის მე-10 ნომერმა დიეგო ფორლანმა 90 წუთზე დუბლი გაიფორმა და კიდევ ერთხელ გაახარა ურუგვაის გულშემატკივარი.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ,,ლივერპულის” ფორვარდი ლუის ალბერტო სუარეზი გახდა

მიმოხილვა და გოლები

ყველა ურუგვაის გულშემატკივარს ვულოცავ გამარჯვებას!

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button