არქივი

სიდ ბარეტის მხატვრობაზე…

6c109cccc47d

პინკ ფლოიდის დამაარსებელ სიდ ბარეტს მსოფლიოში მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. ბევრი სიდის მხოლოდ მუსიკას იცნობს და არაფერი იცის მის მხატვრობაზე. არადა ,როგორც ამბობენ ,ბარეტი პირველ რიგში თავს მხატვრად თვლიდა.

სამწუხაროდ ბარეტის მუსიკალური მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელდა. 1968 წელს მან პინკ-ფლოიდი დატოვა. მაშინ ამბობდნენ, რომ სიდი ძლიერ სულიერ ტკივილს განიცდიდა და ის სრულიად გაუცხოებული იყო.
syd barrett
ბარეტმა, პინკ-ფლოიდიდან წასვლის შემდეგ, ორი სოლო ალბომი ჩაწერა.1981 წელს კი , ის სამუდამოდ გადაბარგდა თავის მშობლიურ ქალაქ კემბრიჯში და სიცოცხლის ბოლომდე მარტოობაში ცხოვრობდა. სიდი კემბრიჯში დაუბრუნდა ფერწერას…

ბარეტის უმცროსი და როზმარი ბრინი იგონებს ,რომ პატარა სიდი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა და მისი განსაკუთრებულობა პირველად, ყველამ სწორედ მის ნახატებში დაიანხა… სიდი ჩინებულად ხატავდა ნატურიდან და მისი ნახატები ყოველთვის საინტერესო იყო.
ბარეტმა მალე ლონდონის კემბერვილის კოლეჯში დაიწყო სწავლა.,სადაც სწავლობდნენ ჰოვარდ ჰოდჯკინი R.B. Kitaj და მაიკ ლი. სიდმა მალევე მაიტოვა მხატვრობა ,მას შემდეგ, რაც დაიწყო აქტიური მუსიკალური მოღვაწეობა.
syd
როზმარის თქმით, სიდი თავს ყოველთვის უფრო მხატვრად თვლიდა ,ვიდრე მუსიკოსად…. მისთვის მუსიკა უბრალო გატაცება იყო. მხატვრობა კი_ ჭეშმარიტი მოწოდება.
”ჩემი აზრით. სიდს მუსიკამ ხელი შეუშალა ,რომ მხატვარი გამხდარიყო …მჯერა, რომ თუ ის მხატვრობას გაჰჰყვებოდა ,ცხოვრებიდან უფრო დიდ სიამოვნებას მიიღებდა”_ამბობს როზმარი.

სიდი გარდაიცვალა 2006 წელს ,60 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების შემდეგ მოეწყო გამოფენა-გაყიდვა ,რომელზეც გამოტანილი იყო ცხრა ნამუშევარი. მისი ტილოების გაყიდვამ ჯამში 121 ათასი ფუნტი მოიტანა ,რომელიც მხატვრობის განვითარების ფონდში გადაირიცხა.
syd

2008 წელის 22 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე, სიდის მეგობრიების პატრონაჟით, გამიართა კიდევ ერთი საქველმოქმედო აქცია- გამოფენა ,რომელზეც გამოფენილი იყო ბარეტის 30 ნამუშევარი. საინტერესოა ,რომ სიდს შეეძლო კვრაობით ემუშავა ერთ ტილოზე ,შემდეგ კი, ის ფოტოს უღებდა მას და მერე უბრალოდ წვავდა. ამიტომ, გამოფენაზე მისი ბვერი ტილოს მხოლოდ ფოტო იყო

წყარო : ჩემი ბლოგი hehnews.wordpress.com

Back to top button