გასართობი

როგორ ხატავთ ადამიანს?

2df25cf21bf7
ფსიქოლოგთა აზრით, ნახატის მიხედვით მხატვრის ხასიათის გამოცნობაა შესაძლებელი. დახატეთ კაცუნა და ამოიცანით საკუთარი თავი.

 

  • მრგვალთავიან კაცუნას მათემატიკური ნიჭის მქონე ადამიანი ხატავს, ოვალურს – ჰუმანიტარულის, სამკუთხედს – ტექნიკური საგნებისადმი მიდრეკილი, ხოლო გრძელთავიანს – ლინგვისტი.
  • კაცუნას თავზე რამდენიმე ღერს ანალიტიკურად მოაზროვნე “მხატვარი” უხატავს, ხვეულ თმას – შემოქმედი. თუ მხატვარმა კაცუნა თმის გარეშე დატოვა, მას კარგი მეხსიერება აქვს.
  • დიდპირიან, გაღიმებულ კაცუნას ოპტიმისტი და გარშემომყოფებისადმი კეთილგანწყობილი ხატავს. თუ მხატვარმა პატარაპირიანი გაღიმებული კაცუნა დახატა, იგი კეთილი და მოწყალეა. პირის ადგილას ტირეს რეალისტი ხატავს. იგი გარშემომყოფებისაგან მუდმივად ითხოვს ყურადღებასა და დახმარებას.
  • მორიდებული ადამიანი კაცუნას თვალების ადგილას წერტილებს მიუხატავს. მრგვალ თვალებს ემოციური “მხატვარი” ხატავს, რომანტიკოსი ლამაზად გამოყვანილ თვალებს წამწამებსაც უკეთებს.
  • კეთილშობილი ადამიანი კაცუნას რკალისებურ წამწამებს უხატავს, ოვალურს – შრომისმოყვარე. ტანის ნაცვლად სწორ ხაზს კი ეგოისტი და ჯიუტი პიროვნება გაავლებს. კაცუნას ტანზე ჭიპს იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ტიპაჟი უხატავს.
  • თუ კაცუნას სქელი ხელები აქვს, მხატვარი მხოლოდ ფულის გამო მუშაობს. კონსერვატორი ხელების ნაცვლად სწორ ხაზებს ავლებს. გარდა ამისა, ის კარგი თანამშრომელია და დაწინაურებას შრომით მოიპოვებს. სხარტად მოაზროვნე, შემოქმედი ადამიანი კაცუნას ხელებს მოძრაობაში უხატავს.
  • მოკრძალებული და ზრდილობიანი ადამიანი კაცუნას ტანსაცმელს დეტალებით დაამშვენებს. მფლანგველი ადამიანი კაცუნას შიშველს დატოვებს. პუნქტუალური, მაგრამ საკუთარ თავში ჩაკეტილი საათითა და სამკაულებით შეამკობს.
  • აქტიური ტურისტი კაცუნას ფეხსაცმელს მოარგებს, ოჯახური სიმყუდროვის მოყვარული კი, ფეხშიშველს დატოვებს.
  • მხიარული, აზარტული პიროვნება პერსონაჟს სქესის გარეშე დატოვებს.

Francuzka_Rock

"is, vinc cremlebis girsia, arasodes agatirebs" - ase, rom tavs nu itanjavt tyuilad :** moeshvit da ilivliiveeeett .... !

მსგავსი ამბები

Back to top button