არქივი

10 საუკეთესო დრამა (ჩემთვის)

c8161477deff
ამ პოსტში მინდა გაჩვენოთ ის ფილმები, კერძოდ დრამები, რომელიც მე ძალიან მიყვარს, და იმედია თქვენც:)თუმცა ძალიან გამიჭირდა მათი რიცხვის 10-მდე შემცირება…თითოეულ მათგანთან რაღაც მოგონებები მაკავშირებს, ზოგი ბავშვობაში მაქვს ნანახი და მახსოვს რა შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა როდესაც იმავე ფილმს რამოდენიმე წლის შემდეგ ვუყურე სულ სხვა თვალით შევხედე. ეს იგივეა ერთი და იგივე წიგნი 10-15 წლის შუალედში წაიკითხო.რა თქმა უნდა ჩამონათვალი სიმბოლური იქნება. ყველა ქვემოთ მოყვანილი ფილმი ჩემთვის პირველ ადგილზეა:)
მაშ ასე დავიწყოთ:

10.the basketball diaries
66a1dfd08796

ლეონარდოს დიდი ფანი ნამდილად არ ვარ, მაგრამ ამ ფილმში ნამდვილად დამაჯერა და რამდენჯერაც არ უნდა ვუყურო ყოველთვის ვრწმუნდები რომ არის რაღაც მასში განსაკუთრებული და ამას ქვია ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული სიუჟეტი:|))ფილმი ყოველთვის უფრო საინტერესოა, როდესაც იგი ნამდვილი ამბავია და არა ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი.

9.Braveheart

da91bb8265cc

არ ვიცი, მემგონი არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ეს ფილმი არ უყვარს..უბრალოდ შეუძლებელია რაღაც არ იგრძნო ფილმის კულმინაციურ მომენტზე, როდესაც უოლოოს თავს კვეთავენ.პატრიოტიზმი, თავდადება..ყველაფერი ერთად. მელ გიბსონი შეუდარებელი მსახიობი და რეჟისორია უდავოდ.

8. the legends of the fall
0f45c6795e40

ოოოო ბრედ პიტი:)უბრალოდ არ შემეძლო ათეულში არ შემეყვანა მისი რომელიმე ფილმი, მართალია ამ ბოლო დროს მისი ნამუშევრები ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ არაუშავს.მაინც კარგი მსახიობია.რაც შეეხება ფილმს, იმ გოგოზე (ანუ ჯულია ორმონდს ვგულისხმობ) სულ ნერვები მეშლებოდა ბავშვობაში.3 ძმას დაერია და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა უკვე შევეგუე და ფილმის მშვიდად ყურება შემიძლია:)))))მომენტებში მაინც ვერ ვიკავებ თავს და ერთი ორს მაინც წავკბენ ხოლმე:)))მთლიანობაში მშვენიერი ფილმია:)

7. cinderella man
b25a6abc8146

თქვენ წარმოიდგინეთ ამ ფილმს ვუყურე სულ რაღაც 1 წლის წინ და სულ ცხარე ცრემლებით ვიტირე….მერე ჩემს თავზე მომეშალა ნერვები აქამდე როგორ არ ვიცოდი ამ ფილმის არსებობათქო..რასელ ქროუ უნუჭიერესია..რენესი რა მოგახსენოთ, რატომღაც ანიტიპატიით ვარ ამ მსახიობის მიმართ განწყობილი, თუმცა ამ ფილმში თავის როლს თავი მშვენივრად გაართვა,მოკლედ კარგი ფილმია ძალიან:)

6. walk the line

3182adf8e9a8

ეს ფილმი ჩემს ერთერთ უსაყვარლეს მომღერალზე- ჯონი კეშზეა, ხოაკინ ფენიქსი და რიზ უიზერსპუნი უბრალოდ გენიალურად ასრულებენ, როგორც როლს ასევე სიმღერებსაც, ძალიან თბილი და გულშიჩამწვდომი ფილმია.

5.candy
97d9c738b76d

ოოოო ჰიტ ლეჯერიიი:(((ამ ფილმის ყურება ცრემლების გარეშე არ შემიძლია, რაღაცნაირი მართალი ფილმია, თან როგორ ასრულებს:(((საქართველოში აქტუალურ თემას-ნარკომანიას ეხება..უყურეთ ნარკომანებო:)))თუმცა ეჭვი მეპარება რომელიმე მათგანი საერთოდ რამეს კითხულობდეს….

4. malena

53a41a2778ef

ამ ფილმს როცა ვუყურე დაახლოებით 15 წლის ვიყავი და მახსოვს როგორ გავბრაზდი იმ “მსუქან და მახინჯ” (საკუთარ თავს ვუკეთებ ციტირებას) ქალებზე.მართლა კარგი ფილმია და სხვათაშორის საქართველოში ესეც ბევრმა უნდა ნახოს და ისწავლოს არ შეიძლება ადამიანზე გააკეთო დასკვნები გარეგნობის ან ჭორების გამო…

3. requiem for a dream

24e47b4e9d3a

არვიცი ამაზე რა ვთქვა, რეჟისორით დაწყებული მსახიობებით დამთავრებული ყველა გენიალურია….მე ასეთი განსხვავებული და კარგი ფილმი უკვე 11 წელია არ მინახია და მგონი ვერც ვნახავ ვერასოდეს…უბრალოდ ამ სიაში ვერ მოვახვედრე თორემ “მისტერ არავინ”, სადაც ასევე ჯარედ ლეტო თამაშობს შეუდარებელია…

2. the notebook
a54117e1e866

მე, როგორც მანდილოსანს უბრალოდ უფლება არ მქონდა ეს ფილმი არ მომწონებოდა:)))))რავიცი ყველაფერი მიყვარს სიუჟეტი, სცენარი, რეჟIსორი!!!!, მსახიობები, განათება, ჩაცმულობა:))))მოკლედ ყველაფერი:)))

1. the schindler’s list
0095d47c8232

და ბოლოს ფილმი შედევრი ფილმი ლეგენდა—შინდლერის სია!!!ფილმი, რომელსაც გულგრილი არ დაუტოვებია არავინ ( ვისაც მე ვიცნობ ყოველ შემთხვევაში), ფილმი, რომელმაც ებრაელების მიმართ იმხელა სიმპათია გამიჩინა, რომ მთელი ცხოვრება გამყვება და ფილმი, ჩემძე წარუშლელი კვალი დატოვა..სანამ იქნებიან ისეთი რეჟისორები როგორიც სტივენ სპილბერგია მე მჯერა რომ კინომატოგრაფიას არაფერი ემუქრება:))

ეს იყო სულ:))იმედია მოგეწონებათ:))დიდად ნუ გამკიცხავთ, ეს ჩემი აზრია და რა თქმა უნდა ვისვისაც კინოიდეალად “მკვლელი ნინძა” და “მწვანე ბუზი” ითვლება ის ნამდვილი ფილმის აზრს ვერასოდეს ჩაწვდება:))
პ.ს. ეს პოსტი უფრო გოგოებისთვისააა, დრამები უფრო ჩვენ მოგვწონს, ალბათ:)))

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button