არქივი

იდეალური ტანი

163b813fc525
ლეონარდო და ვინჩი იყო ერთ–ერთი პირველი ადამიანი, ვინც შეისწავლა და დაადგინა ადამიანის სხეულის იდეალური პარამეტრები.მის მიერ წარმოდგენილი ანატომიური პროპორციები დღემდე ისწავლება სამხატრო სკოლებში მთელ მსოფლიოში.

თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანის სხეულის იდეალური პარამეტრების შეცვლა ხდება ყოველ 15 წელიწადში ერთხელ.ყველასთვის კარგდა ნაცნობია 90 60 90, რათქმაუნდა არ არის ყველა ქალის ტანის პროპორციის ეტალონი. საერთოდ ტანის პროპორცია შეუძლებელია იყოს ყველა ქალისთვის ერთი და იგივე,რადგან არსებობს სხვადასხვა ტიპის აღნაგობა,რომელიც გადაეცემა გენეტიკურად.

აღნაგობის მთავარი ტიპები.
__________________________________________________________________________________

აღნაგობის მთავარ ტიპებია: წვრილძვლიანი,ნორმალურძვლიანი და მსხვილძვლიანი.

წვრილძვლიან ქალებს აქვთ წვრილი ძვალი,გრძელი კიდურები, წვრილი ყელი, კუნთები შედარებით სუსტადაა განვითარებული. ამ აღნაგობის წარმომადგენლებს როგორც წესი არ აქვთ დიდი წონა, არიან ენერგიულები და მოძრავნი. საკმაოდ კარგად ჭამის შედეგად ისინი დიდ წონას არ იმატებენ რადგან ენერგიას ხარჯავენ უფრო სრაფად.
ნორმალურძვლიანი ქალები განსხვავდებიან თავიანთი პროპორციებით. როგორც წესი ამ ტიპის ქალებს აქვთ ყველაზე ლამაზი სხეული .
მსხვილძვლიანი აღნაგობის მქონე ქალებს მსხვილი და მძიმე ძვალი აქვთ ასევე ფართო მხრები და თეძოები, ხოლო ფეხები შედარებით მოკლე, უმეტესობას მიდრეკილება აქვს სიმსუქნისკენ.

რომ დაადგინოთ რომელი ტიპის აღნაგობა გაქვთ უნდა გაზომოთ მარჯვენა ხელის( თუ ცაცია არ ხართ) მაჯა.
ნორმალურძვლიანებს ექნებათ 16– 18,5 სმ
წვრილძვლიანებს 16 სმ (მე პირადად 15 სმ მაქვს)
სქელძვლიანებს 18,5 სმ

ძალიან ხშირად გვხვდება შერეული აღნაგობის ტიპებიც.

ქალის სიმაღლე
______________________________________________________________________________

ჩვეულებრივი ქალის სიმაღლე :
დაბალი– 150 სმ და ნაკლები
საშვალოზე დაბალი– 151 – 156 სმ
საშვალო– 157–167 სმ
მაღალი– 168–175 სმ
ძალიან მაღალი– 176 სმ და მეტი.

სწორი ფეხები
________________________________________________________________________________

სიმაღლესა და ფეხის სიგრძეს შორის არსებობს გარკვეული პროპორცია.მოკლე ითვლება ის ფეხები რომელთაც სიგრძე სიმაღლის ნახევარზე ნაკლებია.პროპორციული იტვლება ტანი როდესაცფეხების სიგრძე მეტია სიმაღლის ნახევრის, მსხვილძვლიანებისთვის სასურველია 2–4 სმ_თ მეტი იყოს , ნორმალურძვლიანებისთვის 4–6 სმ_თ მეტი და წვრილძვლიანებისთვის 6–9 სმ მეტი. მაგალითად ნორმალური ტიპის აღნაგობით და 168 სმ სიმაღლით ფეხების სიგრძე თუ უდრის 90 სმ, ეს იდეალურია.
ფეხების სიგრძე უნდა გაიზომოს ოდნავ გამოსული თეძოების ძვლიდან იატაკამდე.
ამის გარდა იდეალური ფეხების დასადგენად უნდა დადგეთ დიდი სარკის წინ და ფეხის ქუსლები შეაერთოთ ხოლო ფეხის თითები პირიქით დააშოროთ,თქვენ უნდა დაინახოთ მუხლს ქვემოთ შეუვსებელი ფართობი შემდეგ ტერფთან და შემდეგ თეძოებთან

ef9e10e4e83f

A _იდეალური ფეხები

სწორი წონა
____________________________________________________________________________

ასაკი | წვრილძვილანი | ნორმალურძვლიანი | მსხვილძვლიანი
____________________________________________________________________________
15_დან – 18 წელამდე | 315 | 325 | 355
____________________________________________________________________________
19_დან – 25 წლამდე | 325 | 345 | 370
____________________________________________________________________________
26_დან – 39 წლამდე | 335 | 360 | 380
____________________________________________________________________________

ტაბულაში მოცემულია კოეფიციენტი სიმაღლის და წონის (წონა გრამებში იყოფა სიმაღლე სანტიმეტრებში) 15 და 40 წლამდე ასაკის ქალებისთვის.

წვრილძვლიანი აღნაგობის ტიპის ქალებს საკმარისია ჰქონდეთ თითო სიმაღლის სანტიმეტრზე 325 გრამი. ნორმალურძვლიანებს 350 და მსხვილძვლიანებს 375 გრამი.შემდეგ ინდექსი მრავლდება სიმაღლეზე და ვღებულობთ თქვენთვის განკუთნილ სწორ წონას.

თეძოები, წელი და მკერდი
___________________________________________________
6e2382807064

ამ პარამეტრების ცოდნა გვეხმარება დავადგინოთ აღნაგობის სისწორე.

ნორმალური პარამეტრი ახალგაზრდა გოგოსთვის (18– 28 წლამდე) ნორმალურძვლიანი ტიპის აგნაგობით შეიძლება ჩაითვალოს, თუ გულმკერდის გარშემოწერილობაუდრის სიმაღლის ნახევარს პლიუს 2–5 სმ, მკერდისთვის უნდა იყოს _ გულმკერდის გარშემოწერილობა პლიუს 8–10 სმ. წელი უნდა იყოს – სიმაღლეს მინუს 100. თეძოები უნდა იყოს წელის პარამეტრძე დაახლოებით 25 – 30 სმ მეტი.
წვრილძვლიანებს გულმკერდის ძვლის ზომა დაახლოებით 84– 86 სმ მერყეობს მკერდი პლიუს 4–6 სმ_თ მითიტებულ ციფრებზე მეტი.წელი როგორც წესი წვრილი აქვთ და არის 60 – 64 სმ, და თეძოების გარშემოწერილობა მეტი დაახლოებით 25– 30 სმ_ით.
მსხვილძვლიანებს გულმკერდის ძვალი სიმაღლის ნახევარს პლიუს 8– 10 სმ_ა. მკერდი _ კიდე 8 – 10 სმ, წელი 166– 168 სმ სიმაღლისთვის 70 _დან –76_მდე, ხოლო თეძოები მეტია 25 _30 სმ_თი წელზე.

დაახლოებით ასეთივე დასკვნამდე მივიდა 90 წლების დასაწყისში ტეხასის შტატის ფსიქოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი დევენდრა სინგჰი. ოღონდ ის ითვლიდა პროპორციას წელსა და თეძოებს შორის.
მისი თეორიის თანახმად წელი 60 – 70 %_ია თეზოების.
წელის გარშემოწერილობა გაყავით თეძოების გარშემოწერილობაზე, მიღებული შედეგი უნდა იყოს 0.6 დან 0.7 _მდე.
წარმოგიდგენთ რეალურად იდეალურ ქალებს ამ მხრივ:

მერლინ მონრო 0.61 (56/91.5)
ბრიჯიტ ბარდო 0.66 (58.5/89)
დემი მურ 0.72 (66/91)
კლაუდია შიფერ 0.67 (62/92)
სინდი კროუფორდ 0.69 (58/84)
ჟიზელ ბუნდჰენ 0.70 (61/86)
კაილი მინოუგ 0.70 (63/89).

ექიმები თვლიან რომ ეს ენდოკრენული თანაფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 0,85.
თუ თქვენი წელი არ აღემატება 85% თეძოებისას მაშინ თქვენი ტანი სრულიად წესრიგშია ესთეთიკური და სამედიცინო თვალსაზრისით.

და რაც მთავარია თუ თქვენი პარამეტრები არაა იდეალური მაშინ ნუ განაწყენდებით, ყველაზე მთავარია ქალი გამოიყურებოდეს ინდივიდუალურად და მოვლილად.

წყარო- angel.ge

მსგავსი ამბები

Back to top button