არქივი

ქალი და მამაკაცი

e92e338e987c
რადგანაც დიდი ხანია სახალისო პოსტი აღარ დამიწერია, გადავწყვიტე განწყობა აგიმაღლოთ. მათ ვინც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა საპირისპირო სქესის აზრებში, ან უკვე გარკვეულია და გადამოწმება სურს, წესით ამ პოსტს გვერდი არ უნდა აუარონ = )

ერთმა ინგლისელმა პროფესორმა დაფაზე წინადადება დაწერა ყოველი სასვენი ნიშნების გარეშე. ეს წინადადება ასე გამოიყურებოდა:
“Woman without her man is nothing” – (ქალი კაცის გარეშე არაფერია). პროფესორმა სტუდენტებს მოუხმო და სთხოვა სასვენი ნიშნები დაესვათ. გამოვიდა ბიჭი და დაწერა: “Woman, without her man, is nothing.” – (ქალი, კაცის გარეშე არაფერია).
გამოვიდა გოგონა და დაწერა: “Woman! Without her, man is nothing.” – (ქალი! მის გარეშე კაცი არაფერია! )

ქალთა კანონები:

ab426f978b3a

1. არც კი წარმოიდგინო რომ კაცის შეცვლა შეგიძლია, თუკი ის ჯერ კიდევ საფენებს არ ატარებს.

2. რას იზამ თუკი შენი შეყვარებული წავა? კარებს მიხურავ.

3. არ ცადო შეუძვრე შენს კაცს ტვინში.. ისედაც პატარა ტვინი აქვს და მაინც ვერ დაეტევი.

4. ასაკით პატარა მამაკაცებთან დაიჭირე ურთიერთობა, ან რა ვიცი დიდებთან.. რა მნიშვნელობა აქვს მაინც არ იზრდებიან.

5. მარტოხელა კაცის განმარტება: მარტოხელა კაცი ეს არის მამაკაცი, რომელმაც გაუშვა შესაძლებლობა გაეუბედურებინა კიდევ ერთი ქალი.

6. ქალები არ ასულელებენ მამაკაცებს, ამ უკანასკნელთა უმეტესობა საკუთარი თავის გამსულელებელია.

7. თუკი გინდა მამაკაცი რაიმეს გაკეთებაზე დაითანხმო, უთხარი რომ ამისთვის უკვე მოხუცია..

8. სიყვარული კი ბრმაა, მაგრამ ქორწინება თვალების გასახელი მოწყობილობაა.

9. თუკი კაცი გკითხავთ რა სახის წიგნები გაინტერესებთო, უთხარით ჩეკის წიგნაკებითქო ^^

10. დაიმახსოვრეთ: იუმორის გრძნობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას (მამაკაცს) რაღაც ანეკდოტები უნდა მოუყვეთ ან გაეხუმროთ. იუმორის გრძნობაა ის, რომ მის ხუმრობებზე გეცინებათ.

11. დაე გამოიყენე ტყუილი ორგაზმი როდესაც საჭიროა.

12. არასოდეს დაივიწყო, რომ კაცები ღორები არიან.

13. გააკრიტიკე ქალები მათ ზურგს უკან.

14. შეცვალე აზრები როცა გინდა და რამდენიც გინდა, ეს ქალებისთვის დასაშვებია.

ახლა ამას შეხედეთ: MENtal illness, MENstrual cramps, MENtal breakdown, MENopause
და მერე კიდევ იტყვით ქალის პრობლემებში კაცი არ ფიგურირებსო?!

ოჰ ეს მამაკაცური ლოგიკა…

ერთ დღეს ცოლმა ქმარს უთხრა, ძალიან გთხოვ მაღაზიაში ჩადი და ერთი ქილა რძე ამოიტანე, თუ კვერცხი ექნებათ, 6 წამოიღე.
ცოტა ხნის შემდგომ ქმარი სახლში მოდის და მოაქვს 6 ქილა რძე.
ცოლი: ეს რა არის, რა ჯანდაბად გინდოდა 6 ქილა რძე?
ქმარი: კვერცხი ჰქონდათ.
აი ასე არ ესმით კაცებს ჩვენი = ))

არასოდეს შეეკამათო ქალს

ქმარი თევზობას მორჩა და ნავი იქვე ნაპირზე დატოვა. ცოლს გასეირნება მოუნდა, ჩასკუპდა ნავში, ფეხები წყალში ჩაყო, წიგნი მოიმარჯვა და კითხვას შეუდგა. ამასობაში ნავი ისეთ ადგილას მივიდა, სადაც თევზაობა დაუშვებელი იყო, მოვიდა ოფიცერი და ქალს უთხრა:
,,გამარჯობათ ქალბატონო, რას აკეთებთ?”
ქალი: წიგნს ვკითხულობ.
ოფიცერი: თქვენ ისეთ ადგილას იმყოფებით, სადაც თევზჭერა აკრძალულია.
ქალი: უკაცრავად ოფიცერო, მაგრამ მე წიგნს ვკითხულობ, არ ვთევზაობ.
ოფიცერი: გასაგებია, მაგრამ ნავზე ვხედავ რომ სათევზაო მოწყობილობები გიდევთ და მე რა ვიცი იქნებ დაიწყოთ კიდეც. ამიტომაც იძულებული ვარ ნავიანად ნაპირზე გადაგიყვანოთ.
ქალი: მაშინ მე თქვენ გიჩივლებთ სექსუალური ძალადობისთვის
ოფიცერი: კიმაგრამ რატომ? მე თქვენ არც კი შეგხებივართ.
ქალი: თქვენ ყველა მოწყობილობა გაქვთ და აბა მე რა ვიცი როდის რას მოისურვებთ..
ოფიცერი: ნახვამდის, მშვიდობიანი დღე ქალბატონო. = )

ქალი ყოველთვის იღებს იმას, რაც სურს

ოთხმა დაქალმა გადაწყვიტა დასასვენებლად ერთად წასულიყვნენ. იქ რა თქმა უნდა ფანტასტიკური დღეები ჰქონდათ დაგეგმილი.. კაზინო, კლუბები, შოპინგი.. წასვლამდე 2 დღით ადრე მერის ქმარი გაჯიუტდა და ცოლს გამოუცხადა ვერსადაც ვერ წახვალო. დაქალებს რა თქმა უნდა გული დაწყდათ, მაგრამ რაღას იზამდნენ, დათქმულ დღეს გაემგზავრნენ და წინასწარ არჩეულ სასტუმროში დაბინავდნენ. გაიხედეს და რას ხედავენ, მერი ბართან ზის და შამპანურს წრუპავს. გახარებულები მივარდნენ და მერე ქმრის ამბავიც გამოკითხეს, კიმაგრამ როგორ დაითანხმე აქ წამოსვლაზეო.
მერი: აქ გუშინ ღამე ჩამოვედი.. გუშინ საღამოს დივანზე ვიჯექი, უცებ ჩემი ქმარი უკნიდან ჩუმად მომეპარა, თვალებზე ხელები ამაფარა, თან მკითხა თუ გამოიცნობ ვინ ვარო, ოდნავ ხელები გადავწიე და ის მაისური დავინახე დაბადების დღეზე რომ უნდა ჩაეცვა, მან ხელები ჩამკიდა და თავბრუდამხვევად წამიყვანა საწოლი ოთახისკენ. ოთახში უამრავი სანთელი ციმციმებდა და მთლიანად ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი, ჰაერში არაჩვეულებრივი პარფიუმის სუნი ტრიალებდა. საწოლზე ბორკილები ეყარა და მათრახი = ) მან მითხრა საწოლზე მიმაბიო, მეც ავდექი და ბორკილებით საწოლის თავზე მივაბი.. შემდეგ კი ჩამჩურჩულა, ახლა რაც გინდა ქენი საყვარელო..

ჰოდააა აქ ვარ!

ზოგჯერ ქალი ამბობს ერთს, მაგრამ მამაკაცი იგებს მეორეს

გიორგის ძალიან ყურადღებიან ქმარად მოჰქონდა თავი. კარგა ხანს იფიქრა რა გაეხარდებოდა ცოლს დაბადების დღეზე, ბოლოს კი ისევ კითხვა ამჯობინა. ერთ დღეს მისი ცოლი იჯდა და სარკეში იყურებოდა. გიორგიმ სიჩუმე დაარღვია და ჰკითხა, დაბადების დღისთვის რა გიყიდო, რა მოგეწონებაო. ცოლმა, ისე რომ სარკისთვის თვალი არ მოუშორებია უპასუხა, მინდა ისევ ექვსის ვიყო.
გიორგი მაშინვე მიხვდა რა უნდა მოემოქმედებინა. ის ხომ ცოლის ბავშვობის მეგობარიც იყო, ჰოდა გადაწყვიტა გაეხსენებინა ძველი წლები. მოვიდა დაბადების დღეც და გიორგიმ გააქანა ცოლი საყვარელ საბავშვო პარკში, სადაც ყველა კარუსელზე იჯდნენ, 5 საათიანი რწევის, ნჯღრევის, ტრიალ-ბზრიალის შემდგომ ქალს მუცელმაც შეაწუხა და თავის ტკივილმაც. გიორგი არ დაიბნა და მაკდონალდსში წაიყვანა, ცოლს ხომ არ უყვარდა ხოლმე მოკალათება როცა პატარა იყო. ჰოდა მოატანინა ჰეფი მილი, ექსტრა ფრით, და შოკოლადის შეიქით. შემდეგ წავიდნენ კინოში, სადაც საყვარელი ტკბილეული და პოპკორნი მიირთვეს.
როცა ბოლოს და ბოლოს სახლში მოლასლასდნენ, ქალი მაშინვე საწოლზე წაყირავდა. გიორგი ეკითხება, აბა როგორ მოგეწონა 6 წლისად ყოფნა? ცოლს სახე შეეცვალა, გამოხედა და ეუბნება: მე კაბის ზომას ვგულისხმობდი, კაბისას!! მინდა ისევ 6 ვიყოთქო :|

ქალები სასარგებლო რჩევებს გაძლევენ, კარგათ უსმინეთ მათ

ქმარი ტელევიზორთან იჯდა, ცოლიც იქვე ჩამომჯდარიყო და ხანდახან ცალი თვალით გადმოხედავდა ხოლმე ქმარს. ნუ როგორც მამაკაცთა უმრავლესობას სჩვევია, ეს ვაჟბატონიც ხან იქით გადართავდა, ხან აქეთ. ბოლოს ორი არხი ამოარჩია, ერთზე თევზაობის სასწავლი კურსები გადიოდა, მეორეზე პორნო. ხან თევზაობაზე რთავდა, ხან პორნოზე. ბოლოს და ბოლოს ცოლს ამოუვიდა ყელში და დაუღრიალა, გააჩერე ერთ არხზე, გადართე იმ პორნოზე, თევზაობა კი იცი :| :D

რატომ სჯობს გყავდეს ძაღლი და არა ცოლი?

1) რაც უფრო გვიან მიხვალ, მით უფრო დიდი ემოციებით შეგებებება შენი ძაღლი.
2) ძაღლი სულაც არ იდარდებს, თუკი სხვა ძაღლის სახელს დაუძახებ შემთხვევით.
3) ძაღლებს ძალიანაც უყვართ თუკი ბევრ რამეს დაყრით და დატოვებთ იატაკზე.
4) ძაღლის მშობლები არასოდეს გესტუმრებიან.
5)არასოდეს მოგიწევს ძაღლის ლოდინი, 24 საათი მზადყონაში არიან, სადაც გინდა წაიყვანე.
6)ძაღლები მხიარულობენ როცა მთვრალს გხედავენ.
7)ძაღლებს უყვართ სანადიროდ და სათევზაოდ წამოსვლა.
8) ძაღლი არ გაგაღვიძებს შუაღამისას და არ გკითხავს: თუ მოვკვდები სხვა ძაღლს მოიყვანო?
9) თუ ძაღლმა იყნოსა, რომ სხვა ძაღლის სუნი აგდის, ამაზე სულაც არ გაგიჟდება და გადაირევა. ეს უბრალოდ დააინტერესებს.
10) თუ ძაღლი გტოვებს, შენი ქონების ნახევარი არ მიაქვს.
ამ ათი წინადადების დედააზრი: ჩაკეტეთ თქვენი ცოლი და ძაღლი ერთად ფარეხში, ერთი საათის შემდგომ გააღეთ და დაინახავთ რომელს გაუხარდება თქვენი დანახვა.

ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ყველაფერი უნდა გაუნაწილოს

2cbae9eb0474

ერთხელ იჯდა მოხუცი ცოლ-ქმარი კაფეტერიაში. ქმარმა იყიდა ერთი ჰამბურგერი, ერთი კარტოფილი ფრი და სასმელი. დაჯდა ცოლის წინ და დაიწყო განაწილება. ჰამბურგერი ფრთხილად გატეხა, ერთი თავის თეფშზე დადო, მეორე მეუღლეს მიართვა. მერე ფრიზე გადავიდა, დაითვალა და ესეც თანაბრად გაყო. მერე აიღო სასმელი, ერთი ყლუპი თვითონ მოსვა, მეორე ცოლმა.
ამ დროს ხალხი განცვიფრებული უყურებდა მოხუცებს, ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, საწყლები, ეტყობა არ აქვთ ფული რომ მეორე ულუფა იყიდონო.
კაცმა დაიწყო ფრის ჭამა, ნელ–ნელა ილუკმებოდა, თან ხელი უკანკალებდა.. მეზობლად მჯდომ ახალგაზრდა კაცს გული მოუკვდა, მივიდა მოხუცების მაგიდასთან და შესთავაზა მეორე ულუფას მე მოგართმევთო. მაგრამ მოხუცმა უთხრა: არა შვილო, მშვენივრად ვართ, უბრალოდ ასე ვუზიარებთ ერთმანეთს ყველაფერსო.
ხალხმა ირგვლივ შეამჩნია, რომ მოხუცი ქალი არაფერს არ ჭამდა. ის მხოლოდ უყურებდა ქმრის ლუკმვას და ხანდახან სასმელს მოსვამდა ხოლმე.
ახალგაზრდა კაცი კვლავ შეწუხდა, მივიდა მაგიდასთან და შესთავაზა საჭმელი. მოხუცმა ცოლმა უპასუხა: არა შვილო, ჩვენ უბრალოდ ყველაფერს ვუწილადებთ ერთმანეთსო.
საბოლოოდ როცა მოხუცი მორჩა ჭამას და პირი მოიწმინდა, ახალგაზრდა კაცი კვლავ მივიდა მაგიდასთან, დაინახა რომ მოხუც ქალს წინ ხელუხლებლად ეწყო ჰამბურგერისა და ფრის წილი. ინტერესმა სძლია და ჰკითხა: კიმაგრამ რას ელოდებით?
მოხუცმა ქალმა კი უპასუხა:
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
კბილებს.

მამაკაცები უბრალოდ ბედნიერი ხალხია

ფული
კაცი იხდის 2 ლარს 1 ლარიან რაღაცაში, რომელის სჭირდება.
ქალი იხდის 1 ლარს 2 ლარიან რაღაცაში, რომელიც არ სჭირდება, მაგრამ სეილია და ხომ უნდა იყიდოს.

არგუმენტები
ქალს ყოველთვის აქვს უკანასკნელი სიტყვა არგუმენტად.
კაცმა რაც არ უნდა თქვას, ეს სიტყვა მაინც ხდება შემდეგი არგუმენტის საწყისი.

მომავალი
ქალი დარდობს მომავალზე სანამ გათხოვდება.
კაცი სულაც არ წუხს მომავალზე, სანამ ცოლს არ შეირთავს.

წარმატება
წარმატებული კაცი ისაა, ვინც იმდენ ფულს შოულობს, რამდენსაც მისი ცოლი ვერ ხარჯავს.
წარმატებული ქალი ისაა, ვინც ასეთ კაცს პოულობს.

ქორწინება
ქალი ქორწინდება კაცზე, რომელზეც ფიქრობს, რომ დროთა განმავლობაში მის შეცვლას შეძლებს, მაგრამ ასე არ ხდება.
კაცი ქორწინდება ქალზე, რომლის შეცვლა არ უნდა, მაგრამ ის მაინც იცვლება.

ბუნებრიობა
კაცი ისეთივე იღვიძებს დილას, როგორიც წინა ღამეს დაწვა.
ქალი ღამის განმავლობაში ,,წახდება” ხოლმე.

და საბოლოოდ ერთი მნიშვნელოვანი სწავლება: დაქორწინებულმა კაცებმა უნდა დაივიწყონ თავიანთი შეცდომები. რა საჭიროა ორ ადამიანს ახსოვდეს ერთი და იგივე რამ.

ფრთხილად იყავით, სანამ უმადურობას გამოავლენთ (ეხება მამაკაცებს)

დაახლოებით 60 წლის ქალი და კაცი თავიანთი შეუღლების 35-ე წლისთავს აღნიშნავდა პატარა, რომანტიკულ რესტორანში. უცებ სად იყო და სად არა პატარა ფერია გაჩნდა მათ მაგიდაზე და თქვა: რადგანაც ასე სიამტკბილობით გიცხოვრიათ და გაგიტარებიათ ეს წელი, მე თქვენ თითო სურვილით დაგაჯილდოვებთო.
გახარებულმა ცოლმა მაშინვე წამოიყვირა: ოჰ, მე მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მინდა ჩემს საყვარელ ქმართან ერთად.
ფერიამ მაშინვე დასჭყივლა აბრაკადაბრა და 2ბილეთი გააჩინა, რომელიც ქალს გადასცა.
მეორე სურვილის თქმის ჯერი ქმარზე მიდგა. ის ცოტა ხნით ჩაფიქრდა და თქვა: ეს ყველაფერი ძალიან კარგი, რომანტიკულია, მშვენიერია, მაგრამ ასეთ შანსი კაცს ერთხელ თუ მიეცემა, ასე რომ მაპატიე საყვარელო, მაგრამ მე მსურს ჩემზე 30 წლით პატარა ცოლი მყავდეს.

ცოლიც და ფერიაც რა თქმა უნდა იმედგაცრუებულნი დარჩნენ, მაგრამ სურვილი სურვილი იყო.. ფერიამ აიქნია ჯოხი, თქვა აბრაკადაბრა და კაცი 92 წლის გახდა.
მორალი: კაცები შესაძლოა უმადური იდიოტები არიან, მაგრამ სამაგიეროდ ფერიები არიან … ქალები = )

არსებობს ისეთი კაცი, როგორიც ქალებს გვსურს?

ერთ მზიან დღეს ქალების ყურამდე შესანიშნავმა ახალმა ამბავმა მიაღწია. ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ არც მეტი, არც ნაკლები ,,ქმართა მაღაზია” გახსნა. აქ ნებისმიერ ქალს შეეძლო მისვლა და სურვილისამებრ ქმრის შერჩევა. თუმცა არსებობდა ერთი პირობაც: თუ ზედა სართულზე ახვიდოდი, მერე ქვედა სართულზე დაბრუნება ქმრის არჩევის მიზნით აღარ შეგეძლო.
ქალები მაღაზიას მიაწყდნენ და მათ შორის იყო დუდუხანაც, ერთი ჩვეულებრივი ტიპიური ქალი. მიადგა დუდუხანა პირველ სართულს და გამოკრულ აბრაზე კითხულობს: ამ კაცებს აქვთ სამსახური. ქალმა თავისთვის გაიფიქრა ,, ანუ ეს ჩემს წინა შეყვარებულზე უკეთესია, მაგრამ ნეტა ზევით რა არის? ” ადგა და ავიდა მეორე სართულზე.
მეორე სართულის აბრაზე ეწერა: ამ კაცებს აქვთ სამსახური და უყვართ ბავშვები. ქალმა გაიფიქრა: ,,მშვენიერია, მაგრამ ნეტა ზედა სართულზე რაღაა?”
ავიდა მესამე სართულზე და აბრაზე წერია: ამ კაცებს აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები და ძალიან სიმპატიურები არიან.
დუდუხანა: ,,ჰმმ, ეს მთლად უკეთესია, მაგრამ ზევით რა უნდა იყოს?”
ავიდა მეოთხე სართულზე და აბრაზე კითხულობს: ამ კაცებს აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები, ძალიან სიმპატიურები არიან და სახლის საქმეებსაც აკეთებენ.
დუდუხანა: ,,ნამდვილად მაცდური წინადადებაა, მაგრამ ზემოთ კიდევაა სხვა სართული”
ავიდა მეხუთე სართულზე და აბრაზე წერია: ამ კაცებს აქვთ სამსახური, უყვართ ბავშვები და ძალიან სიმპატიურები არიან, სახლის საქმეებსაც აკეთებენ და რომანტიკულები არიან.
დუდუხანა ერთიანად დადნა სიამოვნებისგან როცა ასეთი კაცი წარმოიდგინა, მაგრამ გაიფიქრა: წარმომიდგენია ზევით სართულზე რა დამხვდებაო და კიბეს შეუყვა..
მეექვსე სართულის აბრაზე წერია: თქვენ ხართ 123,974,389,012,345-ე ქალი,რომელიც აქ ამოვიდა, აქ კაცები საერთოდ არ არის, ეს სართული შექმნილია იმისთვის,რომ ქალები ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, როგორ კაცსაც ეძებთ მასეთი არ არსებობს..

უფრთხილდით ქალებს

c1aa140aa5dd

  • მე და ჩემმა მეუღლებ გავატარეთ ბედნიერი 20 წელი. შემდეგ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით.
  • ჩემს ცოლს ახალი მანქანა ვუყიდე, ერთხელ მოდის და მეუბნება: ,,ძვირფასო, იცი კარბურატორში წყალია.” მე: ,,მერედა სადაა მანქანა? ” ცოლი: ,,აა, მანქანა ტბაში. ”
  • ბედნიერი ქორწინების საიდუმლო საიდუმლოდ რჩება.
  • ერთ დღეს ცოლი ეუბნება ქმარს: ,,იცი რა, სულელი ვიყავი შენ რომ მოგყვებოდი ცოლად.”
    ქმარი: ,,ვიცი, მაგრამ მაშინ მიყვარდი და მაგ ფაქტს ყურადღება აღარ მივაქციე”.
    ცოლი: 23342cac8a89
  • ერთმა კაცმა დაკარგა საკრედიტო ბარათი, მაგრამ ჯერჯერობით პოლიციაში განცხადებას არ აპირებს, გაინტერესებთ რატომ? ჩემს ცოლზე მეტს მაინც არ ხარჯავს ის ვიღაც ვინც იპოვნა და ჰქონდესო..
  • პატარა ბიჭუნა ეკითხება მამას: ,,მამიკო, რა ღირს ქორწინება?” მამა პასუხობს: ,,არ ვიცი შვილო, მე ჯერ კიდევ ვიხდი.”
  • პატარა ბიჭი ეკითხება მამას: ,,მამა, ის მართალია, რომ აფრიკის ზოგიერთ დასახლებაში კაცი არც იცნობს თავის საცოლეს, ისე მოყავს ცოლად? ”
    მამა: ,,ეგ მთელ მსოლიოში ეგრეა შვილო.”
  • თუ არსებობს ისეთი კაცი, რომელიც იტყვის: ,,მე არ ვიცოდი რა იყო ნამდვილი ბედნიერება, სანამ არ დავქორწინდი” .. ეჰ, ესეიგი უკვე ძალიან გვიანია.
  • კაცმა გამოაკრა განცხადება: ,,ვეძებ ცოლს”. მეორე დღეს მას ასობით წერილი მოუვიდა და ყველაში ეწერა: ,,შენ შეგიძლია გახდე ჩემი”.
  • არაა მართალი ის მოსაზრება, ვითომდა დაქორწინებული მამაკაცი უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე მარტოხელა. უბრალოდ დაქორწინებულებს ეჩვენებათ უფრო ხანგრძლივი..
  • ქორწინება რომ არ იყოს, მამაკაცები მთელი ცხოვრება იფიქრებდნენ, რომ არაფერი დაუშავებიათ სიცოცხლის განმავლობაში.
  • კაცი ხვდება ჯადოქარს და ის ეუბნება, მთხოვე რაც გინდა, ოღონდ შენი სიდედრი ორმაგს მიიღებს იცოდე. დაფიქრდა კაცი და ეუბნება: ,,კარგი, მომეცი მაშინ 1 მილიონი დოლარი და მცემე ისე, რომ ნახევრად მკვდარი ვიყო.”
  • ერთი მამაკაცი ამბობს: ,,ჩემი ცოლი ნამდვილი ანგელოზია”..
    მეორე კაცი პასუხობს: ,,რა ბედნიერი ხარ, აბა ჩემი ჯერ კიდევ ცოცხალია.”
  • ქორწინების შემდგომ ქალი და მამაკაცი მონეტის ორ მხარეს წარმოადგენენ. მათ არ შეუძლიათ ერთმანეთს სახე გაუსწორონ, მაგრამ მაინც ერთად რჩებიან- ჰემანთ ჯოში.
  • უდიდესი კითხვა, რომელსაც პასუხი ვერ გავეცი, არის: ,,რა სურთ ქალებს?” – ზიგმუნდ ფროიდი
  • მე ტერორისტების არ მეშინია, მე ქორწინებაში ვიყავი, თანაც 2 წელი.
  • არცერთ ცოლში არ გამიმართლა, პირველმა მიმატოვა, მეორემ კი არა..
  • ორი საიდუმლო, რომელიც გაგიხანგრძლივებთ ქორწინებას: 1) თუ მტყუანი ხართ, დამნაშავე ხართ, თქვით ეს ხმამაღლა.
    2) თუ მართალი ხართ, მოკეტეთ!
  • ქორწინება ომია, როდესაც მტრის გვერდზე გძინავს.
  • ქალების გეოგრაფია

    15-20 წლებში ქალი აფრიკაა. ნახევრად აღმოჩენილი, ნახევრად ველური.
    20-30 წლებში ქალი ამერიკაა. სრულად აღმოჩენილი და მეცნიერულად იდეალური.
    30-35 წლებში ქალი ინდოეთი და იაპონიაა. ძალიან ცხელი, კეთილგონიერი და ლამაზი.
    35-40 წლებში ქალი საფრანგეთია. ომისგან ნახევრად განადგურებული, მაგრამ მაინც სასურველი.
    40-50 წლებში ქალი გერმანიაა. მან წააგო ომი, მაგრამ იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.
    50-60 წლებში ქალი რუსეთია. ვრცელი, წყნარი, მაგრამ არავინ არ მიდის მასთან.
    60-70 წლებში ქალი ინგლისია. დიადი წარსულით, მაგრამ მომავლის გარეშე.
    70 წლის შემდეგ ქალი სერბეთია. ყველამ იცის სადაცაა, მაგრამ არავინ მიდის.

    …………………………………………………………………………………………………………………..

    100000692931822.1453.2047260951

    მსგავსი ამბები

    Back to top button