კალია !

247ebbcd23d9

კალია ყველა რეპტილიისა და ამფიბიის საყვარელი საჭმელია. ისინი გვხვდებიან სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაში აგრეთვე აფრიკაში და ამერიკის ორივე კონტინენტზე. მასიური გამრავლების დროს კალია მჭიდროდ ცხოვრობს პატარა მატლების გუნდად  ან ჯოგად (ზრდასრული კალიების). თუ კალია ცალკე გამოიჩიკა მას დამცავ ფერად მწვანე ფერის შეფერილობა აქვს. ხოლო თუ გუნდურად იჩიკებიან მაშინ შავის და ფორთოხლისფერის შეხამებული ფერი. შორი რაიონებიდან მოულოდნელი შემოსევების და  ნათესებზე მასიური თავდასხმის გამო კალია განსაკუთრებით საშიშია კულტურული მცენარეებისთვის.

f59669ad62cd

საკვების ძებნისას კალიების გუნდი გადაადგილდება რა დღეში 30 კილომეტრით (10—15 კმ\ს-ით ხანდახან ამ დროს ფარავენ 80—120კმ დღესში) ისისნი პირნათლად ანადგურებენ ყოველგვარ მწვანე საფარს. კალიები და მათი ნაშიერები იკვებებიან ფოთლებით, მცენარის ღერით, ნაყოფით, მცენარის ქერქით და  მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფრით ფესვების გარდა. ხანდახან კალიების გუნდის სიმძიმით ხეების და ბუჩქნბის ტოტებიც კი ტყდებიან. კალიების ყოველი წარმომადგენელი თავისი ცხოვრების მანძილზე საშუალოდ 300 გრამ მწვანე მასას შთანთქავს. დღის მანძილზე კალიის ნაშიერები 20-ჯერ ან 30-ჯერ იკვებებიან; ზრდასრული კალია შედარებით ნაკლებჯერ, რაც დაკავშირებულია მიგრაციულ გადაფრენებთან (ასე რომ ვთქვათ ჭამისთვის არ სცალიათ).

8150ec37c9db

მასიური გამრავლების დროს მათი რიცხვი 1 მ2 რამდენიმე ასეულს და ხანდახან ათესეულს ახწევს, ხოლო მისი ბინადრობის არეალი 1 მილიონ ჰექტარამდე ადის. ის ზიანი რასაც კალიები კულტურულ მცენარეებს აყენებ ბუნებრივი კატასტროფის ტოლფასია. პოსტსაბჭოთა ქვეყების ტერიტორიაზე გავრეცლებული იყო აზიური , ცნეტრალურ ასურული, იტალიური და მაროკოლი კალიები ადგრეთვე ირანიდა და ავღანეთიდან შემომავალი უდაბნოს კალიები. გადამფრენი კალია (Locusta migratoria) გავრცელებულია ევროპის, აზიის, აფრიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე. მას ყოფენ სახეობებად : აზიური (migratoria), აფრიკული (migratorioides) , აღმოსავლური (manilensis) ისი ყველა მცენარულ კულტურას ანადგურებენ, მაგრამ უპირატესობას ხორბალს ანიჭებენ.

b8f22ae6299f

ცენტრალურასურული გადამფრენი კალია ევროპის ტყიან ზონებში ბინადრობს. მიმსგავსებით აზიურ კალიას გავს, ოღონდ მისი არსებობის არეალი გაცილებით უფრო ცივია. მაროკოული კალია – დიდი ზომის მწერია (სხეულის სიგრძე 20-28 მმ. მდედრის 28-38) წითურ-მოყვითალო ფერებით, მუქი ლაქებით, უკანა ფეხები წითელი ან ყვითელი შეფერილობით. გავრცელბულია სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთ აზიაში და ევროპის აღმოსავლეთით კავკასიის ჩათვლით.

c36b036883d5

კალიებთან ბრძოლის საშუალებები: მისი მოწამვლა, მისი ბინადრობის არეალზე ინსეკტიციდების მიმოსხმა უფრო ავიაციით. იმ მიწების დამუშავება სადაც კალიები ბუდობენ. ამ ნესტიანი ადგილების დაშრობა. კალიისთვის არასაურვლი პირობის შესაქმნელად ისეთი კულტურის დათესვა რომელიც არ ზიანდება მისით. ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს კალიების რიცხოვნების შემცირებას და მათი ბუდეების ლიკვიდერებას.

0dd42c090249

ანდა უბრალოდ გადასრისეთ როგორც ქვემოთ არის მოყვანილი … :)

cc6156fffb27

იხილეთ კალიებთან ბრძოლის სტრატეგიების გვერდი ფეისბუქზე : )) ბმული

მსგავსი ამბები

Back to top button