ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
“ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (ინგლ. Harry Potter and the Deathly Hallows) — მეშვიდე და უკანასკნელი წიგნი ჰარი პოტერის რომანების სერიაში, რომლის ავტორიც არის ჯოან როულინგი.
ჯოან როულინგმა ამ წიგნზე მუშაობა დაასრულა 2007 წლის 11 იანვარს, ედინბურგში. გამოცხადებული იყო, თითქოს წიგნი გამოიცემა 21 ივლისს, 00:01-ზე გრინვიჩის დროით, მაგრამ წიგნის გაყიდვამდე 5 დღით ადრე ინტერნეტში გაჩნდა მისი ფოტოსურათები და გვერდების დასკანირებული ვერსიები (წიგნის აშშ გამოცემიდან). ეს ნამდვილი გამოცემის სურათები იყო და წიგნის მოყვარულებმა თარგმნეს გვერდები რამდენიმე ენაზე. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ შეცდომა დაუშვა ინტერნეტ-მაღაზიამ DeepDiscount.com, რომელმაც დაარღვია კანონი და წიგნის 1200 ასლი გაუგზავნა მათ, ვინც წინასწარ შეუკვეთა იგი.
პრემიერაზე Daniel Radcliffe, Emma Watson, Rupert Grint და J.K Rowling სიტყვა…
წიგნის სახელწოდებაზე ავტორისგან ცნობილი გახდა 2006 წლის 21 დეკემბერს, მისი ოფიციალური ვებ გვერდის მეშვეობით, მაგრამ მისი ამოცნობა შესაძლებელი იყო მხოლოდ გამომცემლობა Bloomsbury-ის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ვიქტორინის შემდეგ. მთარგმნელებისათვის როულინგმა გამოაქვეყნა წიგნის მეორე სახელწოდებაც – Harry Potter and the Relics of Death (სიტყვა-სიტყვით: ჰარი პოტერი და სასიკვდილო რელიქვიები) – ეს უფრო აადვილებს მისი სახელწოდების სხვა ენებზე თარგმნას.” (1)
ფილმი უკვე გადის საქართველოს კინოთეატრებში :))
ინტერვიუები მსახიობებთან… (ვიდეო ინგლ.)
ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები – ფილმი, რომელიც გვეღირსა. (პოსტი – ხარანტინოპოლი)
თამაში ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები ნაწილი 2 დემო ვერსია
(1) http://ka.wikipedia.org/wiki/ჰარი_პოტერი_და_სიკვდილის_საჩუქრები
“ჰარი პოტერის” ბოლო ფილმის “სიკვდილის საჩუქრების” დახურულ პრემიერას ლონდონში ყველა სუნთქვაშეკრული ელოდა. ფანებმა ტრაფალგარის მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს და საყვარელი მსახიობების გამოჩენას ელოდნენ.
შესანიშნავად გამოიყურებოდა და ძალიან კარგ განწყობაზე იყო ემა უოტსონი. მიუხედავად იმისა, რომ ის ინტერვიუებში ხშირად ამბობდა, რომ “პოტერიადა” ძალიან მობეზრდა, მან ამ ჯადოსნურ სამყაროში სრული 10 წელი გაატარა – ალბათ სწორედ ამიტომ ვერ შეიკავა თავი და ატირდა.
ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი და რუპერტ გრინტი ავტოგრაფებს არიგებდნენ და ფანებს სიყვარულისთვის მადლობას უხდიდნენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 15 ივლისს გაიმართება.
შეგახსენებთ, “ჰარი პოტერის” ყველა სერია ჯოან როულინგის წიგნების მიხედვით გადაიღეს. მწერალმა თავისი პირველი 4 რომანის ეკრანიზაციის უფლება 1,5 მლნ აშშ დოლარად გაყიდა. პირველი ფილმი 2001 წელს გამოვიდა. მან რეკორდული თანხა – 975 მლნ დოლარი მოიგო. (http://www.palitratv.ge/garthoba/kino-theatri/6417-hari-poteris-bolo-filmis-premiera-londonshi.html)
Daniel Radcliffe (პრემიერებზე)
Emma Watson პრეს კონფერენციაზე 6 ივლისი
Armando Gallo -ს პრეს კონფერენციაზე
პრემიერაზე
After Party (7 July )
Rupert Grint (პრემიერები)
Tom Felton
Bonnie Wright
James & Oliver Phelps
Alan Rickman
***