არქივი

ქართული ინტერნეტი

ai73a

დიდხანს ვიკავებდი თავს რომ ეს პოსტი არ დამეწერა,მეგონა რაღაც შეიცვლებოდა მაგრამ არაფერი არ იცვლება,მეგონა ან მე გამიქრებოდა ამაზე ფიქრი ან ისინი შეწყვეტდნენ დაცინვას…

სანამ “ხალხის მხსნელი” კავკასუს ონლაინი გამოჩნდებოდა მანამდე იყო “100 100”-ის DSL ინტერნეტი..ენ ინტერნეტი ყველას 3-4 მეზობელთან ჰქონდა გაყოფილი და საშუალო სიცქარე 3-4 მგბ/წ იყო,დღეში 3ჯერ მაინც დანახავდით საათდან ძახილის ნიშანს რაც იმას ნიშნავს რომ ინტერნეტი არ მოგეწოდებათ,იყო მეზობლებთან გადარეკვები და ყველას ერთნაირი კითხვა გვქონდა “შენთან ინტერნეტი არის?” ვიცოდით რომ ტექნიკური ხარვეზი იყო მაგრამ მაინც ვამოწმებდით,იყო Disable-Enable-ს “ჩალიჩი” ადაპტერებზე და ხანდახან შველოდა კიდეც..მოკლედ ეს იყო ხალხის დაცინვა

გამოჩნდა “კავკასუს ონლაინი” და “100 100”-ს ერთი ადგილის წრიალი აუტყდა,აშკარად მიხვდნენ რომ “კავკასუსი” ხალხს წაართმევდა,ამათმაც “ჯენტლმენურ” საქციელს მიმართეს და კაბელების ჩაჭრა დაიწყეს (შეიძლება ეს პროვოკაციაც იყო რომ 100 100 ბოლომდე გაენადგურებინათ)..მოკლედ კავკასუსის გამოჩენა და 100 100-დან ხალხის გაქცევა ერთი იყო.რამოდენიმე ხნის მერე კავასუსმა სურპრიზიც გაგვიკეთა,დაგვპირდა ოპტიკურ ინტერნეტს რომელიც უწყვეტია,უფრო იაფიც და სწრაფიც,იმასაც დაგვპირდა რომ 2009 თუ 2010 წლის ბოლომდე მთელ თბილისში იქნებოდა ოპტიკურბოჩკოვანი ინტერნეტი მაგრამ როგორც ჩანს ეს პირობა დაირღვა,კავკასუს გაუტკბა ბევრი ფული და ოპტიკურ “უწყვეთ” ინტერნეტზეც დაიწყო ტექნიკური ხარვეზები დარეკავდი და ოპერატორიც დაზეპირებულ სიტყვებს გეუბნებოდა “ინტერნეტი 6-ის მერე მოვა”,რა თქმა უნდა 6-ის მერე 12 საათიც არის..ანუ ზუსტი დროც არ იცოდი..ფულს იმაში იხდიდი რომ კვირაში 2ჯერ მაინც გეყურებინა ძახილის ნიშნისთვის და ოპერატორის “ტკბილი” ხმა მოგესმინა..კავკასუსმაც დაიწყო 100 100-ის მიბაძვა და კარგადაც გამოსდიოდა..”ჯელინკის” ყველაზე პოპულარული ინტერენტ პაჯეტის სიჩქარე იყო 5 მგბ/წ და ცოტა ხნის წინ 7 მგბ/წ გახდა რომელიც კიდევ ერთი სურპრიზია და sms-ებიც დაგზავნეს,ხო ეს ალბატ იმიტომ მოხდა რომ კიდე ერტი გიგანტი ინტერნეტ კომპანია შეიქმნა რომელსაც სილქნეტი ეწოდება,სილქნეტის ფასები კი ბევრად უფრო ძვირია ვიდრე კავკასუსის (მაგალითად: სილქნეტი – Super Drive პაკეტი რომლის სიჩქარეა 8მგბ/წმ ღირს 73 ლარი ხოლო ჯელინკის პაკეტი – “საუკეთესო” ღირს 50 ლარი რომლის სიჩქარეა 12მგბ/წმ) სამაგიეროდ სილქს უკეთესი ფასები აქვს ტელევიზიაზე (მაგალითად: პაკეტი “Deluxe” შეიცავს 120 არხს და ღირს 40 ლარი,ჯელინკის ტელევიზიის პაკეტი “საუკეთესო” შეიცავს 107 არხს ამათ შორის არის HD ანუ “მაღალი გარჩევადობის” არხები და 3D ანუ “სამ განზომილებიანი” არხებიც და ეს პაკეტი ღირს 45 ლარი) კინაღამ დაამვიწყდა აღმენიშნა რომ სილქი არის “გაერთიანებული ტელეკომის”, შ.პ.ს “ვანექსის” და შ.პ.ს “აჭარის ელექტროკავშირმა” დაარსეს, “გაერტიანებული ტელეკომი” კი იგივე “100 100” არის..კარგია ერთმანეთში კონკურენცია რომ აქვთ,პირადად მე არ ვიცი სილქნეტის მომხმარებლებს თუ უწევთ ძახილის ნიშნის ყურება და ოპრატორთან “ჭორაობითაც” თუ ერთობიან..ბევრჯერ ფორუმებზე მინახია რომ კავკასუს ონლაინით არიან უკმოყოფილოები..ისე სილქნეტი რომ არ გამოჩენილიყო შეიძლება 30 ლარად ისევ 5 მგბ/წმ ინტერნეტი გქონოდათ..

ინტერნეტს საქართველოში ალბათ ტექნიკური ხარვეზები არ მოშორდება,მუდმივად იქნება მომხმარებელ-ოპერატორს შორის პრეტენზიები ხოლო ოპერატორ-მომხმარებელ შორის “ღადაობა”,კარგი იქნება თუ სილქნეტი თავის ტარიფებს უფრო იაფს გახდის რადგან ბევრად ძვირი აქვს ვიდრე ჯელინკს..ნება თქვენზეა,მე ორივე კომპანიაზე ვთქვი ცუდიც და კარგიც,არცერთ კომპანიას არ ვუკეთებ რეკლამას,ორივე კომპანიას აქვს კარგიც და ცუდიც,უბრალოდ ერთ რჩევას მოგცმეთ,კარგად გადახედეთ ტარიფებს და ვინმე მცოდნეს სთხოვეთ რჩევა

Luka Japaridze | Create Your Badge
100001108967378.1923.875278685

მსგავსი ამბები

Back to top button