უკატეგორიო

შეეცადა საპარიკმახეროს გაძარცვას და თავად გახდა “მსხვერპლი”

10511e0d4869

სწორედ ამ შემთხვევაზეა ნათქვამი “მოხვდე არასწორ ადგილას, არასწორ დროს”

რუსი მამაკაცი სახელად ვიქტორ იასინსკი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ საპარიკმახეროს მფლობელი რომლის გაძარცვაც გადაწყვიტა კარატეში შავი ქამარი ჰქონდა. იმის შემდეგ რაც ვიქტორმა ქალს იარაღით დაემუქრა, ქალმა კარატის ილეთით იარაღი წაართვა და გონების დაკარგვამდე სცემა:), შემდეგ დააბა და სამი დღის განმავლობაში სექს-მონად აქცია.
32 წლის ვიქტორ იასინსკი მივიდა რუსეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის საპარიკმახეროში რადგან ცოტაოდენი “იოლი ფული” ეშოვნა, მაგრამ საპარიკმახეროს მფლობელს 28 წლის ოლგა ზაიცს სხვა გეგმები ჰქონდა, იმის შემდეგ რაც ოლგამ მძარცველს იარაღი წაართვა თმის საშრობის კაბელებით ხელ-ფეხი შეუკრა და შიშველი სარდაფში ჩაკეტა. ვიქტორი მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაათავისუფლა ოლგამ, მაგრამ ორივე მხარეს სხვადახსვა ისტორია აქვთ მომხდარის შესახებ. იასინსკიმ ეგრევე საავადმყოფოს მიაშურა, მისი “მამაკაცური სიამაყის” :) გაბერილობის ჩივილით და ამის შემდეგ საქმე პოლიციამდეც მივიდა. გამოძიებით გაირკვა რომ ვიქტორი სამი დღე ჩაკეტილი იყო სარდაფში და ოლგა ზაიცი მას მხოლოდ ვიაგრას აძლევდა. პოლიცია მაშინვე ზაცს მიადგა და მანაც თავისებური ისტორია მოუყვა გამოძიებას: “რა სისულელეა”, მე მხოლოდ მისთვის ჭკუის სწავლება მინდოდა, განაცხადა პარიკმახერმა, “დიახ, ჩვენ რამდენიმეჯერ გვქონდა სექსუალური კავშირი, მისთვის საჭმელს და ტანსაცმელსაც კი ვყიდულობდი და 1000 რუბლიც კი მივეცი წამოსვლისას” თავი გაიმართლა ოლგამ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close