არქივი

,,მერე გავაკეთებ” – სიზარმაცე თუ ფსიქოლოგიური პრობლემა?

b98ec80e94a5
მიჩვენეთ ადამიანი, ვისაც არ უთქვამს ,,მერე გავაკეთებ…”, ვისაც არ გადაუდია მნიშვნელოვანი საქმეები სხვა დროისთვის და არ გაუფლანგავს დრო არაფრის მომტან აქტივობაში (ან პასიურობაში), მერე კი ბოლო წუთებში მიუყვანია ბოლომდე ჭარბი ადრენალინის და სტრესის ფონზე.

9ac7f63e2f4e
რადგანაც ასეთი რამ ყველას გვახასიათებს, ამიტომაც ეს ნორმადაა მიჩნეული და ასეთ ადამიანს ,,ზარმაცს” ვეძახით ხოლმე.

 

მაგრამ, როდესაც ასეთი ქცევა ადამიანისთვის ჩვეულ ცხოვრების რიტმად იქცევა, ეს უკვე არაა ნორმალური. ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგიაში გამოყეს ფენომენი პროკრასტინაციის სახელწოდებით, რაც ჩვენს ემოციურ დამოკიდებულებას გამოხატავს ამ უსაქმურობისადმი.
7795ec0a68ce
ეს დამოკიდებულება შეიძლება იყოს 2 სახის: მოდუნებული, როდესაც ადამიანს არ ანაღვლებს, თუ რა იქნება და თავისუფლად გრძნობს თავს – თამაშობს, ერთობა, ნებივრობს… და მეორე ფორმაა დაძაბული. ამ შემთხვევაში ადამიანი დაურწმუნებელი და გაურკვეველია, არ იცის, რა უნდა ცხოვრებაში და უაზროდ იხარჯება, იტვირთება და აქტიურობს.

e6079154de4b

პროკრასტინაციის მთავარი მიზეზები სიზარმაცე, უნებისყოფობა და არასაკმარისი სურვილია საქმის ბოლომდე მისაყვანად. მაგრამ ამ თვალსაჩინო მიზეზების გარდა, არსებობს არაცნობიერი მოტივებიც:

* შფოთვა – მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვინც მიდრეკილია სტრესისკენ, მას პროკრასტინაციაც უფრო მეტად ახასიათებს ხოლმე. შფოთვის 2 მიზეზია ამ შემთხვევაში: იმის შიში, რომ მაინც ვერ შეასრულებს საქმეს წარმატებით, ამიტომაც სხვადასხვა საბაბით ცდილობს გადადოს და აიცილოს და მეორე – პერფექციონიზმი. პერფექცინისტი სიამოვნებას იღებს იმით, რომ შეზღუდულ დროში ახერხებს მიაღწიოს მიზანს (,,აი როგორი მაგარი ვარ, მიანც შევძელი”).

* თავის შეზღუდვა – ამ შემთხვევაში მიზეზი მასისგან გამოყოფის არაცნობიერი შიშია. ესაა წარმატების მიღწევა, ვიღაცისთვის სამაგალითო ადამიანად ქცევა, რასაც მოსდევს შური, კრიტიკა და საბოლოო ჯამში ურთიერთობების გაფუჭება.

* დაუმორჩილებლობა – ის, ვინც განსაკუთრებითაა მიდრეკილი გამოავლინოს თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, ცდილობს დაარღვიოს წესები, გეგმები, პროგრამები და ამით დაუმტკიცოს თავის თავს და სხვებსაც, რომ არ ემორჩილება სხვებს, არაა მონა.

პროკრასტინაციასთან ბრძოლის ტექნიკები:

– ,,თაიმ მენეჯმენტი”.
– საქმის მიტოვება – ის მაინც არ გაინტერესებთ და იქნებ ჯობდეს დროზევე შეეშვათ. თუმცა ეს რთულია ბევრისთვის.
– ძირითადის და სასწრაფოს გამოყოფა არაძირითადისა და არასასწრაფოსგან. ამის გათვალისწინებით საქმეები შეგვიძლია 4 კატეგორიაში შევიყვანოთ: 1. ძირითადი და არასასწრაფო – პროკრასტინაცია ზუსტად ამას ვნებს ხოლმე, რადგან ცხოვრებისეულ და სიცოცხლისთვის აზრის მიმცემ მომენტებს ვუგულებელყოფთ. (ვმუშაობ, რადგან ოჯახს ვინახავ, ვსწავლობ, რადგან მინდა ვიმუშავო განსაზღვრულ სამსახურში, ექიმთან მივდივარ, რადგან ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია…). 2. მნიშვნელოვანი და სასწრაფო. აქ შედის სასწრაფო სამეციდინო დახმარებების მიღება, საფრთხის თავიდან აცილება და სხვ. ძირითადად ეს პრობლემას არ წარმოადგენს. 3. უმნიშვნელო და სასწრაფო. უნდა გავაცნობიეროთ და უარი უნდა ითქვას, თუკი 1 და 2-ე პუნქტებს აზარალებს. 4. უმნიშვნელო და არასასწრაფო – საშინელება. არც დავწერ. მე-3 და მე-4 პუნქტების თვსაჩინოდ გაცნობიერებისთვის შეგიძლიათ უყუროთ შოკურ-თერაპიულ ვიდეოს:

– შრომისმოყვარეობის გამომუშავება და აღზრდა
– ხედვის შეცვლა – დამეთანხმებით, ის რაც ერთს ეზარება, მეორეს სიამოვნებას ანიჭებს ხოლმე. ამის მიზეზი მათი განწყობაა. ეცადეთ შეცვალოთ უფრო პოზიტიურად, უყურეთ ამ საქმეს ნაკლებად მომაბეზრებლად.

დადასრულს, გთავაზობთ მომწეროთ თქვენი ან ახლობლების მაგალითები, რაც პროკრასტინაციას გამოხატავს.
ed2a5915a8e1
აი მე მახსენდება ერთი ჩემი კლასელი. რაც მახსოვს, ყოველ გამოძახებაზე პირდებოდა მასწავლებლებს, რომ ორშაბათიდან დაიწყებდა სწავლას. ეს პირობა 11-ე კლასის ბოლო კვირაშიც დადო. :)

პატვისცემით
თიკა ევდეევი
წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button