საკითხავისასარგებლო

კატინის ტრაგედია

1133b9729f1a

სსრკ-პოლონეთის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი პოლონელები მოათავსეს ტყვეთა ბანაკებში. იქ მოხდა მათი გადარჩევა. 1940 წლის 5 მარტს სტალინმა ხელი მოაწერა ბრძანებას საბჭოთა უშიშროების მიერ 26 000 პოლონელი სამხედრო ტყვის დახვრეტის შესახებ, რომელთა უმეტესობა რეზერვის ოფიცერი იყო. დახვრეტა მოხდა 6 ივნისს ქალაქ სმოლენსკთან, კატინის ტყეში. ტყვეები დახვრიტეს და საერთო სამარეში დაასაფლავეს.

dbea2647500e

1941 წელს, როდესაც სსრკ-გერმანიის პაქტი დაირღვა და სტალინმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას პოლონეთის დევნილ მთავრობასთან, პოლონელებმა მოიკითხეს დაკარგული ოფიცრები. კრემლში შეხვედრისას პოლონეთის მთავრობის მეთაურს, სიკორსკის სტალინმა ცინიკურად უპასუხა: „ისინი ალბათ გაიქცნენ. სად? მაგალითად, მანჯურიაში(ჩინეთი).“

f715f1393a22

1939 წლის სექტემბერს სამეგობრო ხელშეკრულების საფუძველზე, ნაცისტური SS და საბჭოთა „ნკვდ“ მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სხვადასხვა საკითხებში. ხდებოდა ოფიცრების გაცვლაც გამოცდილების გასაზიარებლად. ამდენად, SS ფლობდა დიდ ინფრომაციას საბჭოთა დანაშაულობათა შესახებ.

ca3ab62a89c3

1943 წლის აპრილში ვარშავის გეტოში ნაცისტებმა აჩვენეს დოკუმენტური კადრები, სადაც აღბეჭდილი იყო დახვრეტილ პოლონელ ჯარისკაცთა სასაფლაო კატინის ტყეში. ნაცისტებმა კატინის ტრაგედია გამოამჟღავნეს და გაახმაურეს. მოსკოვმა განაცხადა, რომ ეს ნაცისტური პროვოკაცია იყო. პოლონეთის დევნილმა მთავრობამ წითელ ჯვარს მიმართა თხოვნით, დაეწყოთ გამოძიება.

4fb5ccc6cc4e

მოსკოვმა პოლონელები დაადანაშაულა ნაცისტებთან კოლაბორაციონიზმში(სამშობლოს მტრებთან თანამშრომლობა) და გაწყვიტა ურთიერთობა სიკორსკის მთავრობასთან. 1943 და 1944 წლებში ორმა საერთაშორისო კომისიამ გამოაქვეყნა ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნა კატინის ტრაგედიის შესახებ. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება უხერხულ მგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ლონდონმა ერთის მხრივ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა პოლონეთის დევნილ მთავრობას, მეორეს მხრივ კი არ სურდათ მოკავშირე სსრკ-ის განაწყენება. ბრიტანელმა დიპლომატებმა ხელი შეუწყეს საქმის მიფუჩეჩებას.

f34ef77a6cf5

საბჭოთა ცინიზმის საუკეთესო გამოხატულება იყო კატინის ტყის მახლობლად ნაცისტური მსხვერპლის მემორიალის აგება და საჭოთა ისტორიის წიგნებში კატინის ნაცისტურ დანაშაულად გამოცხადება.

cdaef75bac3a

18a947f52a02

II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლეთში გამოქვეყნდა 26 000 დახვრეტილი პოლონელის სრული სია. ამ სიის პოლონეთში გავრცელება პოლიტიკურ დანაშაულად ითვლებოდა, სოციალისტურ პოლონეთში კომუნისტურმა პარტიამ კატინის ხსენებაც კი აკრძალა. კატინის მასობრივი მკვლელობის ფაქტი რუსეთში მხოლოდ ელცინის მმართველობის დროს აღიარეს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close