არქივი

ყაყაჩო (II)

b2e56f65ad3b

ყაყაჩო – მითურ-პოეტური სახე – ძილისა და სიკვდილის სიმბოლო, ხოლო როცა ყვავილობს – შეუდარებელი სილამაზის, აგრეთვე უჭკნობი ახალგაზრდობის და ქალური მომხიბვლელობის სიმბოლო.

იორკშირში(ინგლისი) – ყაყაჩოს ეძახიან „ ბრმა დარტყმას“, რადგან მისი ღაჟღაჟა წითელი ფერი დამაბრმავებლად მოქმედებს, აგრეთვე „სუსტ თავსაც“ უწოდებენ ,რადგან მისი სურნელი თავის ტკივილს იწვევს. პროვანსში(საფრანგეთი) – ყაყაჩო ითვლება ანგელოზების ყვავილად, რადგან მას ,სული წმინდის მოციქულებზე გადასვლის დღეს, სალოცავების მოსართავად იყენებენ. პატარა ბავშვები პატარა ანგელოზების ფორმაში, ამ დღეს პროცესიას მიუძღვებიან, მათ წმინდა საჩუქრები მიაქვთ და ქუჩის გასწვრივ ყაყაჩოებს ყრიან.

7ebbf1d41b78

ყაყაჩო ხშირად ადამიანის თავთანაც ასოცირდება. ეს ასოციაცია ძველი ბერძნებისგან მოდის, რომელნიც ყაყაჩოს ძველ ბერძნულად „kodeion“-ს უწოდებდნენ, ხოლო ადამინის თავს „kodeia“-ს, აგრეთვე რომაელებისგანაც, რომელნიც ადრეული ტრადიციის მიხედვით იუპიტერს ადამიანის თავის ნაცვლად ყაყაჩოს თავებს სწირავდნენ.

2d7e2f025a76

ფლანდრიაში და ბრაბანტეში(საფრანგეთი) ყაყაჩოებს უძახიან “sprokelloem” ანუ „მოჩვენება ყვავილებს“, რადგან არსებობს გადმოცემა , თითქოს არ შეიძლება ყაყაჩოს მინდვრებში სიარული, რამეთუ ისინი სისხლს წოვენ.
ჩინეთში ყაყაჩოები სამუშაოსგან დასვნების, სილამაზის და წარმატების სიმბოლოა, მაგრამ როგორც ოპიუმის წყარო – ბოროტებისა და განხეთქილების სიმბოლო.
ყაყაჩოს შეგროვება საქმის შეუსრულებლობის ან საერთოდ ძალიან დიდი სიძნელის სიმბოლოა.

96e78c78519c

ყაყაჩოს ძილის მომგვრელი ეფექტის შესახებ კარგად იცოდნენ ანტიკურ ხანაში. ყაყაჩო ჰიპნოსის სიმბოლო ოყო. ჰიპნოსს გამოსახავდნენ ახალგაზრდა ყმაწვილის ან დაშვებურ ფრთიანი ანგელოზის სახით, რომელსაც ხელით ყაყაჩოს თავები მიაქვს ან ყაყაჩოს თავებისგან გაკეთებული გვირგვინი ახურავს თავზე.
ყაყაჩო აგრეთვე სიკვდილის ღმერთის ტარტანოსის ატრიბუტიც იყო, ამიტომ მასაც ყმაწვილის სახით გამოსახავდნენ ყაყაჩოს თაიგულით ხელში, შავებში შემოსილს, შავი ფრთებით და ლამპრის მაქრობალს. მორფეის ძილის სამეფო აგრეთვე ყაყაჩოებით იყო გაშენებული . ნაყოფიერებისა და მეუღლეობის ქალღმერთ ჰერას სალოცავები კ.სამოს-ზე ირთვებოდა ყაყაჩოს თავებით. აგრეთვე მოსავლის ქალღმერთი ცეცერაც ყოველთვის ამ ყვავილით ხელში გამოისახებოდა და ა.შ. (რა ჩამოთვლის ამათ ღმერთებს).

349a5e569d49

ქრისტიანებმა ნაწილობრივ ისესხეს ძველი ბერძნული ტრადიციების გარკვეული ასპექტი, და წითელი ყაყაჩო „სასიკვდილო ძილის“ , თავგანწირვის სიმბოლოდ აქციეს. ის აგრეთვე  ქრისტეს ტანჯვასაც ასახავს.
საბერძნეთში ყაყაჩოს შეარქვეს “dylephilon” – „ სიყვარულის შპიონი“, რადგან გოგონები, როდესაც ყაყაჩოს ყვავილის ფოთოლს მოწყვიტავდნენ მას მოკუმულ საჩვენებელ და ცერა თითზე იდებდნენ ( ანუ მუშტივით როცაა ) და მას მეორე ხელს არტყამდნენ.

67c93355223f

სწორედ ფოთოლის მიერ გამოცემული ხმის სიდიდით იგებდნენ თუ როგორ არიან მასში შეყვარებულნი. შემდგომ ეს „მკითხაობა“ თუ Love ტესტი გერმანიაში გადავიდა სადაც მას “klatschrose” ანუ „ვარდი ხლაპუშკა“ უწოდეს (დაუნები ვარდი და ყაყაჩო ვერ გაარჩიეს. ). დღეს ეს უკვე ბავშვების გასართობი თამაშია.

პ.ს. დავჯექი ყაყაჩო აღვწერე
ალბათ კარგი რამ დავწერე .

მსგავსი ამბები

Back to top button