გართობაკულტურა

ფოტოკურიოზი: დათვს მდინარეში ნადირობის დროს ჩაეძინა

4c1d6aa16f02
ცნობილმა ფოტოგრაფმა რიკ შერემეტამ ალიასკაზე ყოფნის დროს ველური მურა დათვების ყოფის უნიკალური მომენტები გადაიღო. ის 4 დღის განმავლობაში დათვების ყოველდღიურ ცხოვრებას აკვირდებოდა.

“ყველაზე საინტერესო იოლანდაზე დაკვირვება იყო, – იხსენებს შერემეტა, – ის გუნდში გამოკვეთილი ლიდერი იყო, ნადირობისთვის საუკეთესო ადგილებს არჩევდა და ყველაზე მეტ თევზს იჭერდა”.დიდი თევზის დაჭერის შემდეგ იოლანდა წყალმარჩხ ადგილზე მიდიოდა, რათა ნადავლი ეჭამა.”დათვი ამ რიტუალს დღეში რამდენჯერმე იმეორებდა და არასდროს მინახავს დასასვენებლად ნაპირზე გამოსულიყო, როგორც ამას მისი გუნდის წევრები აკეთებდნენ”, – ყვება ფოტოგრაფი. როგორც ჩანს, ასეთმა აქტიურმა ნადირობამ ცხოველი დაქანცა. ერთხელაც, როდესაც მორიგი ორაგული დაიჭირა, იოლანდა წყალში ჩაჯდა, ნადავლი მაგრად მიიხუტა და იქვე ჩაეძინა.იოლანდას მონაპოვარმა ერთ-ერთი დათვის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც მძინარე დათვის გაძარცვა სცადა. ნადავლისთვის ბრძოლამ იოლანდას ტკბილი ძილი დაუფრთხო.”ასეთი წუთების გადაღების შანსი ფოტოგრაფებს ძალიან იშვიათად აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, მთელი სცენის გადაღება მოვასწარი”, – ამბობს რიკ შერემეტი.

წყარო: Ambebi.Ge

100000860086738.1732.1631588392

მსგავსი ამბები

Back to top button