TECH & მეცნიერებაკულტურაუცნაური

იცოდით, რომ ქალის ბედნიერებისთვის 5 მამაკაცია საჭირო?

Happy Womens Day

ალბათ, ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი – ერთგული, გამორჩეული და მოსიყვარულე მამაკაცი გჭირდებათ და ის ადამიანი თქვენი მეუღლეა.

მათზე ხომ გამუდმებით ვსაუბრობთ. ამიტომ ამჯერად იმ მამაკაცებზე ვისაუბრებთ, რომელთა კეთილდღეობის გარეშე ბედნიერად ვერც თქვენ იგრძნობთ თავს.

მამათქვენი

მამა თქვენი ცხოვრების პირველი მამაკაცია. ის მამაკაცური იდეალის ეტალონად ხშირად ცხოვრების ბოლომდე რჩება ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში. ქალს, რომელსაც მოჩხუბარი, მოძალადე, მოკლედ, ცუდი მამა ჰყავდა, ყოველთვის უიღბლოდ თხოვდება, რადგან მას დაბალი თვითშეფასების კოეფიციენტი აქვს.

იგი სწორედ ისეთი განწყობით უყურებს და აფასებს სხვა მამაკაცებს, როგორიც მამამისია. საშინელებაა, მაგრამ რას იზამთ. ეს ის შემთხვევაა, როცა ვერაფერს შეცვლით.

როგორი ურთიერთობა გვქონდეს?

ყველა ინფორმაციას მამის შესახებ დადებითი მხრიდან გაუკეთეთ კორექტურა. ეცადეთ, მხოლოდ მის დადებით მხარეებზე ილაპარაკოთ. თქვენ ხომ არ იცით, რეალურად რა პრობლემები ჰქონდა მას დედათქვენთან?! ამიტომ მკაცრად ნუ განსჯით. იდეალური ვარიანტია, თუკი მასთან საუბარს შეძლებთ ხშირად და სხვადასხვა თემაზე.

იმ შემთხვევაში კი, თუკი მამასთან ზრდასრულ ასაკში მაინც შეძლებთ საერთო ენის გამონახვას, ეს თქვენი პირადი ბედნიერებისთვის ძალიან დიდი მიღწევა იქნება.

ძმა

გოგონები, რომლებსაც ძმა ჰყავთ, ბავშვობიდან არიან მიჩვეულები ვიღაცის განსაკუთრებულ მეთვალყურეობას და თავიანთი საქციელის წინასწარ გაანალიზებას, დიპლომატიას. მაგალითად, კლასელ ბიჭზე გაბრაზების შესახებ ცრემლების გარეშე უნდა მოჰყვე შინ ძმასთან მოსალოდნელი სკანდალის თავიდან ასაცილებლად.

სამაგიეროდ, ასეთი ქალები ძალიან დამოუკიდებლები იზრდებიან და მამაკაცების ამოცნობაც აღარ უჭირთ. მათ შეუძლიათ მეგობრობაც, ფლირტიც და როცა უნდათ, თავისას ყოველთვის აღწევენ. ძმასთან დაკავშირებით პრობლემები გათხოვების შემდეგაც შეიძლება შეგექმნათ, რადგან იგი ვერასდროს აიტანს თქვენი მეუღლის უღირს საქციელს და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

როგორი ურთიერთობა გვქონდეს?

არასდროს მოუყვეთ ძმას თქვენი პირადი პრობლემების შესახებ. ეს სიტუაციის მეტად დაძაბვას გამოიწვევს. ძმა შეეცდება, ქმრისგან დაგიცვათ და ეს სასიკეთოს არაფერს მოგიტანთ. თუ თავად თქვენს ძმას აქვს ოჯახური პრობლემები და გული გადაგიშალათ, არასოდეს გააკრიტიკოთ მისი მეუღლე.

ვაჟი

დადასტურებულია, რომ ქალი ვაჟის გაჩენის შემდეგ უფრო მეტ მოთმინებას იჩენს ზოგადად მამაკაცთა მიმართ და ბევრ საკითხს უფრო სხვაგვარად უყურებს. მაგალითად, ვაჟის გაჩენის შემდეგ ქალები უფრო ადვილად ხვდებიან, რატომ ხდება შინ დაბრუნებული მამაკაცი უჟმური, თუკი სადილს არ დაახვედრებ. შესაბამისად, ამას მოჰყვება კითხვების კორიანტელი – ”რას აკეთებდი მთელი დღე” და ა.შ.

ვაჟის დედებისთვის კაცის ასეთი განწყობა ნათელი ხდება ბავშვის გაჩენის პირველივე დღეებში. ახალდაბადებული ბიჭები ზუსტად ისეთი აგრესიულობითა და ყურისწამღები ყვირილით ამცნობენ დედას შიმშილს, როგორც ამას ზრდასრულები აკეთებენ. ბუნებრივია, როცა შიათ, ახალშობილი გოგონებიც ტირიან, მაგრამ ისინი გაბმულად, თუმცა შესაბრალისად ტირიან, ვაჟები კი აგრესიული ტონით ითხოვენ საჭმელს.

ასე რომ, ქალებისთვის ნათელი ხდება, მშიერი მამაკაცი აგრესიული და საშინელია. ისინი ასეთები დაბადებიდან არიან და არ ღირს ნერვების მოშლა.

როგორი ურთიერთობა გვქონდეს?

ვაჟის დედები მეტ-ნაკლები ირონიით უყურებენ ოჯახის სხვა მამაკაცების საქციელს და ეს გარკვეულწილად ოჯახში სიმშვიდეს განაპირობებს. ამ ყველაფერს ერთი ნაკლი აქვს – ეჭვიანობა. თუკი დედა მთელ თავის დროს მხოლოდ ვაჟს უთმობს, ამან შესაძლოა ურთიერთობა გაგიფუჭოთ მეუღლესთან.

თაყვანისმცემელი

თაყვანისმცემელთან ურთიერთობის დადებითი მხარე კომპლიმენტებია. თანაც, ახალი ადამიანის შეცნობის ეტაპი ნამდვილ თავგადასავალს ჰგავს და თავს გაკარგვინებთ. გარდა დადებითი ემოციისა, ასეთი მამაკაცისგან დიდი ენერგიით ივსები და ყველა საქმეში წარმატებული ხარ.

როგორი ურთიერთობა გვქონდეს?

დიდი დოზით ნუ ჩაახედებთ მას თქვენს სხვა საქმეებში, რადგან შინაგანად გრძნობდეს, რომ აუცილებელი არ არის, სწორედ მასზე გააკეთოთ არჩევანი და მაინცდამაინც ის გახდეს თქვენი ცხოვრების ნომერ პირველი მამაკაცი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გახსოვდეთ, რომ მასთან კამათი და დაძაბულობა არ აგცდებათ.

თქვენი დაქალის ქმარი

ხშირად ეს ადამიანები ისეთ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თქვენს ცხოვრებაში, რომ რომ არა იგი, შესაძლოა, დაქალიც არ გყოლოდათ, რადგან მასთან განსახილველიც არაფერი გექნებოდათ:) დადგენილია, რომ ქალები განსაკუთრებით კარგად მეგობრობენ, როცა ანალოგიური პრობლემები აქვთ და ერთმანეთს უზიარებენ.

სწორედ გათხოვილ დაქალთან საუბრის შემდეგ ახერხებთ ქმართან დაძაბული სიტუაციიდან გამოძრომას, რადგან საშუალება გაქვთ, სიტუაციას გარედან შეხედოთ, სხვისი ამბავიც მოისმინოთ, რომელიც მსგავს სიტუაციაში გადახდა თავს და ყველაფერი მშვიდ გარემოში მოიფიქროთ.

როგორი ურთიერთობა გვქონდეს?

არასოდეს უთხრათ დაქალის ქმარს თქვენი და მისი ცოლის საუბრის შესახებ, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც მას შეეხება. ასევე, არასოდეს უთხრათ საკუთარ ქმარს ის საიდუმლო, რომელიც დაქალმა თავისი ქმრის შესახებ გაგიმხილათ.

წყარო : http://marao.ambebi.ge

bendela

12345

მსგავსი ამბები

Back to top button