საკითხავისასარგებლო

ვარსკვლავები

c1f4c67658ce

ვარსკვლავები – ციური სხეულები, რომლებსაც უზარმაზარი ბურთის ფორმა აქვთ და რომლებშიც ამ მომენტშიც კი ხდება თერმო-ბირთვული რეაქციები. ვარსკვლავები წარმოიქმნებიან გაზის ღრუბლების გრავიტაციული შეკუმშვის შედეგად.(უმთავრესად წყალბადისა და ჰელიუმის).

იმ ნივთიერების თემპერატურა, რომელიც ვარსკვლავის ბირთვში მდებარეობს მილინი კელვინით იზომება, ხოლო ზედაპირზე ათასი კელვინით. ვარსკვლავების უმრავლესობის ენეგია გამოიყოფა თერმო-ბირთვული რეაქციებით როდესაც წყალბადი ჰელიუმად გადაიქცევა, რისი პროცესიც მაღალ ტემპერატურებზე მიმდინარეობს ვარსკვლავის შიდა მონაკვეთებში.
ვარსკვლავებს ხშირად სამყაროს მთავარ სხეულებსაც უწოდებენ, რამეთუ მათშია მოთავსებული მანათობელი ნივთიერების თითქმის მთელი მასა.

eef2f5895881

ჩვენგან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი მზეა. მზემდე 150 მილიონი კილომტრია. ეს 270 ათასჯერ უფრო ახლოსაა, ვიდრე მეორე ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავი. სინათლეც კი რამდენიმე წელი მოდის ყველაზე ახლო ვარსკვლვებიდან, ხოლო თვითონ ვარსკვლავები უძლიერესი ტელესკოპიდანაც კი წერტილებად მოჩანან. მეორე ვარსკვალავი რომელიც დედაწასთან მზის შემდეგ ყველაზე ახლოსაა, არის „პროქსიმა ცენტავრა“ ის 4.2 სინათლის წლით არის დაშორებული მზის სისტემისგან.

შეუიარაღებელი თვალით ცაზე მიახლოებით 6000 ვარსკვლავი ჩანს (ვიღაცას დაუთვლია თურმე:D). მაგრამ დაზუსტებით არავის შეუძლია თქვას თუ რამდენი ვარსკვლავი არსებოს ამ ქვეყნად მითუმეტეს რომ ისინი ხან იბადებიან და ხან კვდებიან. შეიძლება მხოლოდ მიახლოებით ითქვას რომ ჩვენს გალაქტიკაში სადღაც 150 მილიარდი ვარსკვლავია, ხოლო მთელ სამყაროში ჩორტ ევო ზნაეტ!

df2c3b22b814

მზე – მზის სისტემის ცენტრალრი სხეული, გამდნარი პლაზმური ბურთი, ტიპიური კარლიკი ვარსკვლავი G2 სპეკრტრალური კლასის. ვარსკვლავებს შორის მზე სიდიდით და სიკაშკაშით იკავებს შაშუალო ადგილს. მისი ზედაპირის ტემპერატურაა 5800 K.

ვარსკვალვი თავის ცხოვრებას იწყებს ცივ განმუხტულ ვარსკვლავთშორის ღრუბელზე, რომელიც თავისი მიზიდულობით უკუმშვება. შეკუმშვის დრო გრავიტაციის ენერგია გადადის სითბოში, და ტემპერატურაც იმატებს.როცა ბირთვის ტემპერატურა რამოდენიმე მილიონ კელვინს აღწევს, იწყება თერმო ბირთვული რეაქციები და კუმშვაც წყდება. სწორედ ასეთ მდგომარეობაში რჩება ვარსკვლავი თავისი არსებობის უდიდესი დრო, სანამ მას საწვავის მარაგი არ გამოელევა.

თუ ვარსკვლავის საწვავი ნელ-ნელა გამოლევას იწყებს ვარსკვლავის სტრუქტურა შესამჩნევად იცვლება. მისი ნათება იზრდება, გარე ფენებეი განიერდებიან, ხოლო ზედაპირის ტემპერატურა იკლებს, ვარსკვლავი წითელი გიგანტი ხდება. ჰელიუმის მასის მატებასთან ერთად მისი შეკუმშვის ძალაც მატულობს და შემდგომში ჰელიუმი უფრო მძიმე ელემატად იქცევა.

2228a1dcfb33

ვარსკვლავების კლასიფიკაცია ხდება ნათების, მასის, ზედაპირის ტემპერატურის, ქიმიური შემადგენლობის და სპექტრის განსაკუთრებულობის მიხედვით.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ არავითარი ოფიციალურად მიკუტვნებული სახელები ვარსკვლავებს არ აქვთ. მხოლოდ ასტრონომების დრადიციის მიხედვით სულ 300 ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს მიაკუთვნეს საკუთარი სახელი.

მსგავსი ამბები

Back to top button